ულტრაბგერა ადამიანზე უარყოფითად მოქმედებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ულტრაბგერა ადამიანზე უარყოფითად მოქმედებს

შესაძლოა თავის ტკივილი, დაღლილობა, ყურებში შუილი, გულისრევა და სხვა სიმპტომები გამოიწვიოს. ეს ულტრაბგერა საზოგადოებრივ ადგილებში სხვადასხვა წყაროებიდან ჩნდება, მაგალითად, ღმამაღლა მოლაპარაკე მოწყობილობებიდან, კარებებში დამონტაჟებული გადამცემებიდან, შეტყობინებათა სისტემებიდან და სხვ.

სპეციალისტებმა პლანშეტებისა და სხვა მოწყობილობათა საშუალებით ჩაიწერეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ულტრაბგერები. შემდეგ მიღებული მონაცემების კალიბრირება მოახდინეს 2-3 სპეციალური მოწყობილობით. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც ულტრაბგერის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, ჩივიან როგორც საკუთარ, ასევე თავისი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. კერძოდ, ექსპერიმენტში მონაწილე 40-დან 49 წლის ასაკის ყოველ მე-20 მონაწილეს სმენის ორგანო მინიმუმ 20 დეციბელით მგრძნობიარე აღმოაჩნდა 20 კილოჰერცი სიხშირისადმი, ვიდრე 30-დან 39 წლის მოხალისეებს. გარდა ამისა, 5-დან 19 წლამდე ასაკის მონაწილეთა 5 % იყო 60 დეციბელით უფრო მგრძნობიარე აღნიშნული სიხშირისადმი, ვიდრე 30-დან 39 წლის მოხალისეები.

სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით სპეციალისტები აცხადებენ, რომ ულტრაბგერისგან შესაძლოა დაზარალდნენ არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც არასასურველ გარემოში მუშაობენ, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეებიც, რომლებიც გარკვეული ყოფითი პირობების გამო ხვდებიან ასეთ პირობებში.

თინათინ გოცაძე