რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები

რა არის ვალგუსური დეფორმაცია?

“ჰალუს ვალგუსის” დროს წინატერფ-ფალანგის სახსარი დეფორმირდება და გარეთ გამოიზნიქება, ფეხის დიდი თითი კი შიგნით გადაიხრება. სამწუხაროდ, დაავადება სწრაფად პროგრესირებს, სახსარი იზრდება და ფორმას იცვლის. ამ ცვლილებებს ანთება და ტკივილი ახლავს.

წინატერფ-ფალანგის სახსრის გამოზნექის მიზეზებია:

  • განივი ბრტყელტერფიანობა - ეს არის სახსრის ბიომექანიკური ცვლილების გამომწვევი უპირველესი მიზეზი;
  • ტერფის მყესიოგოვანი აპარატის ასაკობრივი ან თანდაყოლილი სისუსტე (მეტწილად ქალებში შეიმჩნევა);
  • ჭარბი წონა - ზედმეტი წონით სახსარი იტვირთება, რაც ხრტილის გამოფიტვის წინაპირობაა;
  • ვიწრო და უხარისხო ფეხსაცმლის ტარება. ტერფის დიდი თითის დეფორმაცია შეიძლება გამოიწვიოს ძალიან მაღალქუსლიანმა (7 სმ-ზე მაღალი) ან ვიწროცხვირიანმა ფეხსაცმელებმა (ხდება ფალანგზე მუდმივი, ძლიერი ზეწოლა), ფეხსაცმელზე უხეშმა ნაკერმა, ალერგიისა და ანთების გამომწვევმა უხარისხო მასალამ;
  • ტერფის თანდაყოლილი ანომალია: დამატებითი სახსრები, განუვითარებელი ფალანგები და სხვა;
  • ფეხების გადაჭარბებული დატვირთვა (განსაკუთრებული პროფესიები, სიმძიმეების ტარება და სხვა);
  • მავნე ჩვევები და უსისტემო, უხარისხო კვება, რაც იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას და ანთებით პროცესებს.

ყურადღება! ვალგუსური დეფორმაციის სიმპტომების იგნორირებამ და არაადეკვატურმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ართროზი ან ართრიტი, სახსრის ფუნქციონირების შეწყვეტა და ინვალიდობა.

ტერფის დიდი თითის კორძის (ჰალუს ვალგუსი) ეფექტური მკურნალობა

“ჰალუს ვალგუსის” მკურნალობა უნდა დაიწყოს გამომწვევი მიზეზის მოშორებით. ვალგუსის დეფორმაციული სიმძიმის სამი ხარისხი არსებობს, რაც დამოკიდებულია ძვლის გადახრის კუთხის სიდიდეზე. საწყის სტადიაზე უმნიშვნელო გადახრა შეიმჩნევა და ოპერაციული ჩარევის გარეშეც შეიძლება გასწორდეს. დაავადება მიმდინარეობის მეორე და მესამე ხარისხის ძლიერი გადახრით, ტკივილითა და ანთებით ხასითდება. პაციენტები ხშირად მიმართავენ ადგილობრივ მკურნალობას - იოდის ბადეს, კომპრესებს, ტკივილგამაყუჩებელ საცხებს. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ დროებითი ეფექტის მომცემია.

ახლა ჩამოგითვლით “ჰალუს ვალგუსის” ეფექტური მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს:

კონსერვატიული თერაპია და პროფ ილაქტიკა

კონსერვატიული მკურნალობა მიზანშეწონილია დაავადების საწყის ეტაპზე, ის ითვალისწინებს:

  • სხეულის მასის კონტროლს - ჭარბი წონისას კი - დიეტას;
  • ფიზიო პროცედურებს: მასაჟს, აბაზანებს, ტერფის ვარჯიშებსა და სხვა;
  • ორთოპედიული ფეხსაცმლის ტარებას, თითის დეფორმირებული სახსრისთვის ნორმალური მდებარეობის მიმცემი სპეციალური ბანდაჟის ან სახვევის ტარებას;
  • მავნე ჩვევებზე უარის თქმას, ჯანსაღ კვებასა და ფეხებზე დატვირთვის შემცირებას;
  • მედიკამენტების მიღებას (ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, საცხები და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები).

ოპერაციული კორექტირება

არსებობს 150-ზე მეტი ქირურგიული მეთოდი, მათი დანიშნულებაა წინატერფის ძვლებს შორის კუთხის შემცირებით დიდი თითისთვის ნორმალური მდებარეობის დაბრუნება. თანამედროვე ქირურგიული ოპერაციების დროს ძვლებისა და სახსრის მთლიანობა მაქსიმალურად ნარჩუნდება.

პროგნოზი

“ჰალუს ვალგუსი” ნელა პროგრესირებადი დაავადებაა. მისი ბოლომდე განკურნება შეუძლებელია, რადგან ვერ ხერხდება გამომწვევი მიზეზის სრულად აღმოფხვრა.

ოპერაციის შემდეგ პაციენტმა უნდა ატაროს დამაფიქსირებელი ფეხსაცმელი 1-1,5 თვის განმავლობაში. შემდეგ პაციენტს ენიშნება აღდგენითი თერაპია, ტერფის გამო დამზოგველი ცხოვრების წესი და ორთოპედიული ფეხსაცმლის მუდმივად ტარება.

მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია მკურნალობის დროულ დაწყებასა და ვალგუსური ცვლილებების სწორ პროფილაქტიკაზე.

შეკრულობა: მიზეზები, კვება, მკურნალობა

ადამიანები ნაწლავების პრობლემებზე დაუფარავად საუბარს მეტწილად ერიდებიან. მაგრამ, დუმილის მიუხედავად, ფაქტია, რომ კაცობრიობის თითქმის ნახევარს აწუხებს შეკრულობა (ყაბზობა), მათგან უმეტესობა ქალია.

საინტერესოა, რომ ჩვენს წინაპრებს შეკრულობა თითქმის არ აწუხებდათ. რა არის ამის მიზეზი?

შეკრულობის მიზეზები

ტყუილად როდი ამბობენ, ყველა დაავადებას ნერვები განაპირობებსო. შეკრულობაც დიდწილად ემოციებით, შიშებითა და ნევროზებით შეპყრობილთა პრობლემაა.

ნაწლავის დაცლასთან დაკავშირებული გართულებების უმნიშვნელოვანესი მიზეზი არასწორი კვებაცაა. ჩვენი ყოველდღიური მენიუ უმეტესად ცხიმიანი, ტკბილი, შებოლილი და ცხარე პროდუქტებისგან შედგება. თანამედროვე ადამიანისა და ჩვენი წინაპრების საკვები რაციონის შედარებისას ნათლად დავინახავთ, ძველ დროს როგორ ახერხებდნენ ჯანსაღი კვების ორგანიზებას. პურს აცხობდნენ გაუწმენდავი ფქვილისგან, ამიტომ მასში ყველა სასარგებლო კომპონენტი ნარჩუნდებოდა. ხორცს მხოლოდ დღესასწაულებზე ჭამდნენ და ძირითადად მოხარშულს, ბოსტნეული და ხილი ხომ გამოულეველი იყო. სასმელად საფუვრის, ხილისა თუ ბოსტნეულის ბურახს არჩევდნენ. ასეთი კვების წყალობით ჩვენი წინაპრების ნაწლავები შესაშურად მუშაობდა.

როგორ ვიკვებოთ ხშირი შეკრულობის დროს?

თუ ყაბზობის პრობლემა გაქვთ, მაშინ კვების რაციონიდან გამორიცხეთ ან მაქსიმალურად შეამცირეთ ბრინჯისა და მანის ფაფები, კარტოფილი, მაკარონი, მჟაუნა, რძე, ყავა, მაგარი ჩაი, შოკოლადი, მარილიანი, მჟავე და ცხარე პროდუქტები. სულ უნდა იქონიოთ შავი ქლიავი და მისი ჩირი, გარგარის ჩირი (ე.წ. კურაგა), ლეღვი და მისი ჩირი.

საღამოს გარეცხეთ ჩირი და დაასხით მდუღარე წყალი, როცა გაფუვდება, ჭამეთ 5-6 ცალი, დღეში 3-4-ჯერ. ჩირში შემავალი უჯრედისი და პექტინი ნაწლავებში არსებული სასარგებლო ბაქტერიებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის, ლპობის პროცესებს კი თრგუნავს, ამ გზით ნაწლავების მუშაობა ნორმალიზდება.

კუჭის ამშლელი საშუალებები

შეკრულობის მქონეთათვის აფთიაქებში სუსტი საფაღარათო საშუალებები იყიდება, ისინი არ იწვევენ შეჩვევას და ეხმარებიან ნაწლავების დაცლას. თუ ასეთი მედიკამენტები არ გშველით, უფრო ძლიერი საშუალება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოთ მას შემდეგ, რაც ის გამოიკვლევს თქვენი ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას და დაადგენს შეკრულობის მიზეზს.

ნატურალური საშუალებებიდან რეკომენდებულია შვრიის ნახარში, რომელიც ასტიმულირებს ნაწლავების მუშაობას. შემთხვევით არ არის ინგლისელების კლასიკური საუზმე წყალზე დამზადებული შვრიის ფაფა.

ყაბზობის დროს ასეთი ხალხური მეთოდიც არსებობს: დილით, უზმოზე დალიეთ მხოლოდ ერთი ჭიქა ცივი წყალი ან დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.

ყურადღება!

შეკრულობის დროს აუცილებელია:

  • სულ ცოტა 1, 5 ლიტრამდე სითხის მიღება, სითხის უდიდესი ნაწილი უნდა იყოს წყალი;
  • რეგულარული ვარჯიში ან ფეხით სიარული დღეში 30 წუთის განმავლობაში, კვირაში, სულ მცირე, 5 დღე;
  • ბოჭკოთი მდიდარი საკვები - ბოსტნეული: ჭარხლის, ისპანახის ფოთლებისაგან მომზადებული საკვები, პარკოსნები, ლობიო, ბარდა, სტაფილო, მწვანილი; ჭვავის პური, კაკალი, თხილი, შვრია, ქერი, ხილი - ვაშლი, შავი ქლიავი, ლეღვი, გარგარი, ატამი, ციტრუსები. გაითვალისწინეთ, რომ კანგაცლილ ხილში ბოჭკოს შემცველობა ნაკლებია;
  • საკვებისათვის ხორბლის ქატოს დამატება.

ბოჭკოს შემცველობა ზოგიერთ საკვებში:

  • გამომშრალი ბარდა, 1 ჭიქა (მზა სახით) - 16,3 გ;
  • ოსპი, 1 ჭიქა (მზა სახით) - 14, 6 გ;
  • ლობიო, 1 ჭიქა (მზა სახით) - 13,1 გ;
  • ხორბლის ქატო, 0,5 ჭიქა - 8,4 გ;
  • შვრია, 1 ჭიქა - 4,0 გ;
  • სტაფილო, 0,5 ჭიქა (მზა სახით) - 2,3 გ;
  • კარტოფილი, გამომცხვარი, კანიანი - 2,5 გ;
  • კარტოფილი, გამომცხვარი, კანგაცლილი - 1,4 გ;
  • ვაშლი კანგაუცლელი - 2,7 გ;
  • მსხალი კანგაუცლელი, 0,5 ცალი - 3,1 გ;
  • მსხალი კანგაცლილი, 0,5 ცალი - 2,5 გ;
  • შავი ქლიავი, 3 ცალი - 3,0 გ;
  • თეთრი პური, 1 ნაჭერი - 1,9 გ;
  • არაქისი, 10 ცალი - 1,4 გ.

შეკრულობის დროს სასარგებლო პროდუქტები

თუ შეკრულობა გაწუხებთ და ჯანსაღ კვებაზე გადასვლას გადაწყვეტთ, მაშინ კვების რაციონში ჩართეთ ნაწლავების მუშაობის მასტიმულირებელი პროდუქტები.

ასეთებია:

  • ჭვავის ან ქატოს პური;
  • უმი ხილი (განსაკუთრებით - ვაშლი, შავი ქლიავი, გარგარი, მაყვალი და სხვა) და ბოსტნეული (განსაკუთრებით - ზღვის კომბოსტო, ბარდა, ლობიო, ოსპი, ჭარხალი და სხვა), მწვანილი, ჩირი (შავი ქლიავის, გარგრის, ლეღვის);
  • ბურღულეული: წიწიბურა, ქერი, შვრია;
  • კარგად მოხარშული საქონლის ხორცი;
  • თევზი და ზღვის პროდუქტები;
  • მჟავე კომბოსტოს წვენი;
  • ნაკლებცხიმიანი მაწონი;
  • კარაქის ნაცვლად გამოიყენეთ მცენარეული ზეთი.

თუ ხალხური საშუალებები და კვების მოწესრიგება შეკრულობის პრობლემას არ მოგიხსნით, მაშინ აუცილებლად მიმართეთ ექიმს. სხვაგვარად დროთა განმავლობაში შეიძლება განვითარდეს ბუასილი ან ანუსზე გაჩნდეს ნახეთქები, ყველაზე საშიში კი ნაწლავების ონკოლოგიური დაავადებების აღმოცენებაა.

კუნთების ტკივილი: მიზეზები და მკურნალობა

ტანადობისა და მომხიბვლელობის შესანარჩუნებლად ყოველდღე გარკვეული დრო სპორტს უნდა დაეთმოს. სამწუხაროდ, სპორტდარბაზით სარგებლობის საშუალება ყველას არ აქვს, ბევრი ვერც შინ ვარჯიშობს. ასეთ დროს უეცარმა ფიზიკურმა დატვირთვამ კუნთების ტკივილი იცის. გასათვალისწინებელია, რომ იშვიათი ვარჯიში არც ჩვენს კუნთოვან სისტემას წაადგება და მხოლოდ უსიამოვნო შეგრძნებას მოგვგვრის.

კუნთების ტკივილმა ვარჯიშზე ხელი რომ არ აგვაღებინოს, უნდა ვიცოდეთ მისი თავიდან აცილების გზები.

კუნთების ტკივილის მიზეზები

როგორც წესი, კუნთების ტკივილი სათანადო მომზადების გარეშე ინტენსიური ვარჯიშისას ჩნდება. ტკივილის მიზეზია ე.წ. რძის მჟავა, რომელსაც ორგანიზმი ტოქსინად ან უცხო სხეულად აღიქვამს და ებრძვის. ფიზიკური დატვირთვა დიდ ენერგიას ითხოვს, ორგანიზმი ამ ენერგიის მისაღებად იყენებს გლუკოზას - მისი დაშლის პროცესში ნაკლებად მონაწილეობს ჟანგბადი და საბოლოოდ, რძის მჟავას იონი - ლაქტატი მიიღება. ეს უკანასკნელი კუნთებში გროვდება და ვერ გამოდის იქიდან. ვარჯიშის ბოლოს რძის მჟავას დონე მაქსიმალურია და იწვევს კუნთების ტკივილს, დასვენების დროს კი მცირდება, მაგრამ პირვანდელ დონემდე დასვლას დრო სჭირდება, ამიტომ ტკივილი არ ქრება.

კუნთების ტკივილის მიზეზია ასევე ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული კუნთოვანი ქსოვილის ბოჭკოების მიკროტრავმები. მართალია, ეს მიკროტრავმები სწრაფად ხორცდება, ორგანიზმში ცილების სათანადო რაოდენობის შემთხვევაში განსაკუთრებით, მაგრამ პროცესი მაინც ტკივილით მიმდინარეობს. ამგვარი დაზიანებების არიდება თითქმის შეუძლებელია, რადგან ფიზიკური დატვირთვისას კუნთები იჭიმება და მათი მოცულობა იზრდება, კუნთოვანი ქსოვილის არასათანადო ელასტიკურობა კი კუნთებს აზიანებს.

კუნთების ტკივილის თავიდან აცილება

ვარჯიშის შედეგად განვითარებული კუნთების ტკივილის მოსახსნელად რამდენიმე ეფექტური საშუალება არსებობს.

უმთავრესი წყლის პროცედურებია. კუნთებიდან რძის მჟავას გამოდევნის საუკეთესო საშუალებაა ზღვის მარილის ცხელი აბაზანა. მაღალი ტემპერატურის გავლენით რძემჟავა გაცილებით სწრაფად დატოვებს კუნთებს, რადგან ამ დროს კუნთები დუნდება და მცირდება. რაც უფრო მაღალია წყლის ტემპერატურა, მით ეფექტურია პროცედურა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ცხელი აბაზანის მიღება უკუნაჩვენებია მაღალი წნევის მქონეთათვის. გარდა ამისა, აბაზანის მიღება კატეგორიულად იკრძალება ვარჯიშის დასრულებისთანავე, რაც შესაძლოა ინსულტის ან ინფარქტის განვითარების მიზეზი გახდეს.

ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული კუნთების ტკივილის მოხსნის კიდევ ერთი შედეგიანი საშუალებაა მასაჟი. მასაჟი აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, შედეგად კუნთები დუნდება, რძის მჟავა გამოიდევნება და კუნთოვანი ბოჭკოების მიკროტრავმები ხორცდება. გარდა ამისა, მასაჟი კუნთებსა და კანს უფრო მკვრივსა და ელასტიკურს ხდის.

მასაჟი შეიძლება დამოუკიდებლადაც და მასაჟისტის დახმარებითაც. მასაჟის ეფექტის გაზრდა შეიძლება სამკურნალო თვისებების მქონე არომატული ეთერზეთებით.

მართალია, კუნთების ტკივილს ფიზიკური დატვირთვა იწვევს, მაგრამ მისგან გათავისუფლების საუკეთესო საშუალება რეგულარული ვარჯიშია. არ დაელოდოთ ტკივილის გავლას, ვარჯიში განაახლეთ მეორე დღესვე, მაგრამ დამზოგველი ვარჯიშებით (უბრალო, მოთელვითი). ასე კუნთებში დაგროვილი რძის მჟავას გამოსვლა დაჩქარდება და ტკივილიც გაქრება.

ივარჯიშეთ რეგულარულად! თანდათანობით შეამჩნევთ, რომ დიდი ფიზიკური დატვირთვის დროსაც აღარ გეტკინებათ კუნთები და ასეთი ვარჯიში სასარგებლო და სისიამოვნო გახდება.