როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს

1. სწორი განლაგება

გარემოს შეცვლამ შესაძლოა ადამიანის განწყობასა და მის ჯანმრთელობაზეც კი იმოქმედოს, ასევე არიან მცენარეებიც. დარწმუნდით, რომ მცენარეს სწორი ადგილი მიუჩინეთ. ოთახში კარგი ბუნებრივი განათება და ვენტილაცია უნდა იყოს. აარიდეთ მას პირდაპირი მზის სხივები. სწორად შერჩეული ადგილის წყალობით მცენარე ტენიანობას შეინარჩუნებს და სწრაფადაც გაიზრდება.

2. სწორი მორწყვა

გადამეტებული მზრუნველობით ოთახის მცენარეებს შეიძლება ავნოთ. როგორც წყლის ნაკლებობამ, ასევე სიჭარბემ ის შეიძლება დაღუპოს. ჭარბი მორწყვა დაუშვებელია.

სასურველია, მცენარეები მორწყვის სიხშირის მიხედვით დააჯგუფოთ, ასე უფრო გაგიმარტივდებათ მათი მოვლა. თუ გულმავიწყი ხართ, ეცადეთ ისეთი მცენარეები შეარჩიოთ, რომლებიც ხშირ მორწყვას არ საჭიროებენ, მაგალითად, კაქტუსები.

3. სწორად შერჩეული ქოთანი

ოთახის მცენარე უქოთნოდ წარმოუდგენელია, სწორად შერჩეული ქოთანი კი ძალიან მნიშვნელოვანია. ის არც დიდი უნდა იყოს და არც ძალიან პატარა. მცენარის მოყვარულები ხშირად მცენარეს პლასტიკური ქოთნითვე ლამაზ ქოთანში ათავსებენ, ასე მისი გადარგვა უფრო ადვილია. არსებობს ჭკვიანი ქოთნები, რომლებიც მორწყვის პროცესს თვითონ არეგულირებენ.

4. პატარა ლარნაკები

მართალია დიდი საყვავილე ლამაზი და მდიდრულია, მაგრამ პატარა ლარნაკები გადასაადგილებლად ძალზე მოსახერხებელია. ის გაგიადვილებთ მცენარის განიავებას, მათ აივანზე გატანას, შესაძლებელია სხვადასხვა კომბინაციით მათი განლაგებაც.

5. პალმა და ფ იკუსი

თუ პალმის ან ფიკუსის ქონა გადაწყვიტეთ, კარგად უნდა დაფიქრდეთ, მათ სათანადო პირობები სჭირდება. შინ საკმარისი სივრცე და რამდენიმე წელზე გათვლილი დიდი ზომის ქოთანი უნდა გქონდეთ.

6. სისუფთავე

უდიდესი მნიშვნელობა აქვს მცენარის სისუფთავეს. ფოთლებზე მტვერი მნიშვნელოვნად აფერხებს ფოტოსინთეზის პროცესს. საზოგადოდ, ამ პრობლემას მცენარეებს წვიმის წყალი უგვარებს, სახლის პირობებში კი ფოთლები სუფთა სველი ტილოთი გაწმინდეთ. ეს პროცედურა დაახლოებით თვეში ერთხელ უნდა ჩაატაროთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება თქვენს მცენარეს ხასხასა, პრიალა და ჯანმრთელი ფოთლები.

7. სასუქი და ნიადაგის განოყიერება

მცენარეებს პერიოდულად ნიადაგის განოყიერება სჭირდებათ. ოთახის მცენარეებს მოსარწყავ წყალში დაუმატეთ მაღალი ხარისხის სასუქი. განსაზღვრეთ სასუქის ვარგისიანობის ვადა.

8. გაანიავეთ მცენარეები

მცენარეებსაც სჭირდებათ სუფთა ჰაერი. ამიტომ კარგ ამინდში გარეთ გაიტანეთ ისინი. გაითვალისწინეთ, რომ მცენარე არც უნდა გაიყინოს და არც მზის სხივებმა დაწვას.