ოთახის ია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოთახის ია

ყვავილების ფორმის მიხედვით ოთახის იებს რამდენიმე ჯგუფად ყოფენ: კლასიკური, ვარსკვლავისებური, არშიიანი, ფანტაზია, ქიმერა, ამეპლუსი იები და ა.შ.

ბოლო დროს ძალიან პოპულარულია ჭრელფოთოლა სენპოლია, რომელსაც ნაირფერი ყვავილები ამშვენებს.

სენპოლია გამორჩეულია იმითაც, რომ ყვავილებით მთელი წელი გვანებივრებს.

  • ცუდად იტანს ორპირ ქარს და ტემეპრატურის მკვეთრ ცვლილებებს;
  • მორწყვისას ეცადეთ ფოთლებზე წყალი არ მოხვდეს, რადგან სენპოლიას ნაზ, ბუსუსებიან ფოთლებზე მოხვედრილი წყალი იქ დიდხანს რჩება და თუ მზემაც დაანათა, ფოთოლი იწვება;
  • სენპოლიას ფართო ქოთანი არ უყვარს და ვიწრო ქოთანში უკეთ გრძნობს თავს;
  • ახალგაზრდა სენპოლია დამატებით კვებას სართოდ არ საჭიროებს;
  • გამრავლებისთვის ვარგისია ფოთოლი, როგორც სელექციონერები გვირჩევენ, უმჯობესია შუა რიგის ფოთოლი;
  • დასაფესვიანებლად წელიწადის ნებისმიერი დრო კარგია, მთავარია, დასაფესვიანებელი ფოთოლი სითბოში მოვათავსოთ;
  • ქოთანში გადატანა კი რეკომენდებულია მხოლოდ მაშინ, როცა კალამს ფესვები 5-6 სმ-ზე მაინც გაეზრდება.

4 მარტივი წესი, იამ რომ მთელი წელი იყვავილოს:

1. ნიადაგი და ქოთანი

იის ქოთანი ძალიან დიდი არ უნდა იყოს. თქვენ მის გაყვავილებაზე და არა ფოთლების ამოყრაზე უნდა იზრუნოთ. რაც შეეხება ნიადაგს, ნუ აიღებთ მას ეზოებსა და ბაღებში, ის შეიძლება დაბინძურებული იყოს. გამოიყენეთ სპეციალური ყვავილების მიწა. ზოგიერთ მცენარეს დრენაჟი არ სჭირდება, მაგრამ იისთვის იგი აუცილებელია.

2. სინათლე და სითბო

იას უყვარს შუქი, მაგრამ მზის პირდაპირი სხივები ვნებს. ამიტომ მისთვის იდეალური ადგილია დასავლეთ ან ჩრდილოეთ მხარეს არსებული ფანჯრის რაფა, სადაც მზე იშვიათად ჩნდება. თუ რაფაზე მუდმივად ცივა ან ორპირი ქარია, ია დაავადდება. მისთვის იდეალური ტემპერატურა 16-21 გრადუსია. პერიოდულად აბრუნეთ ქოთანი, რომ სინათლისკენ მხოლოდ ერთი მხარე არ იყოს მიშვერილი.

3. მორწყვა და განოყიერება

მცენარეს წყალი ფრთხილად უნდა დაასხათ. უმჯობესია - წვრილი ნაკადით ქოთნის კიდესთან. დაუშვებელია წყლის დასხმა პირდაპირ ყვავილზე. ზედმეტი კვება ფოთლებს გაუყვითლებს და ჩამოაცვენს.

4. ფერი და ფორმა

იმისთვის, რომ ყვავილს აკურატული ფორმა ჰქონდეს და იყვავილოს, იას მუდმივად ესაჭიროება შელამაზება. აუცილებლად მოაშორეთ ზედმეტი ფოთლები, დამჭკნარი ყვავილები და ფოთლები. ამოყრილი “შვილები” კი აუცილებლად სხვა ქოთანში გადარგეთ, რომ დედა იას ყვავილობაში ხელი არ შეეშალოს.