რაზე მიგვანიშნებს კოჟრი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რაზე მიგვანიშნებს კოჟრი

1. თავდაპირველად, მექანიკური ზემოქმედებით, კანზე ჩნდება სიწითლე, შესივება, სითხიანი ბუშტუკი. კანის გადახეხვისას დაზიანებული არე უნდა დაიმუშაოთ კალიუმის პერმანგანატის (ე.წ. მარგანცოვკა) ხსნარში დასველებული ბამბის ტამპონით და დაიკრათ ბაქტერიციდული ლეიკოპლასტირი. ზაფხულში დაზიანებულ კანზე შეგიძლიათ მიიკრათ დასრესილი მრავალძარღვას ფოთოლი. თუ ფეხისგულზე სითხიანი ბუშტუკი გაგიჩნდებათ, მისი ძალით გახსნა არ არის რეკომენდებული, უმჯობესია მასზე კალიუმის პერმანგანატი ან ბრილიანტის მწვანე (ე.წ. ზელიონკა) წაისვათ. ბუშტუკის ბუნებრივად გახსნის დროს დაზიანებული ადგილი უნდა დაიფაროთ ბაქტერიციდული ლეიკოპკლასტირით.

2. ტერფების დაკოჟრების მეორე სტადია კანის გაუხეშებაა. მის წინააღმდეგ ყოველ ღამე ტერფებზე კანის დამარბილებელი თბილი წყლის აბაზანები უნდა გაიკეთოთ.

3. მესამე სტადიისთვის დამახასიათებელია კანზე სქელი, მკვრივი გარქოვანებული ფენის გაჩენა - ეს კოჟრია. ყველაზე ხშირად კოჟრი ჩნდება ფეხისგულზე თითების ძირთან (შუაში). ვიწრო ფეხსაცმლის გამო კოჟრები თითების ზედა ნაწილზეც შეიძლება გაჩნდეს.

ტერფების აბაზანის რეცეპტები:

  • 2 ლ ცხელ წყალში ჩაყარეთ 1 ჩაის კოვზი სოდა და 1 სუფრის კოვზი გახეხილი ნატურალური საყოფაცხოვრებო საპონი. ასეთ წყალში ფეხები გააჩერეთ 20-30 წუთით. აბაზანა დაგირბილებთ ფეხებზე კოჟრებს, შემდეგ კი ტერფებზე ცხიმიანი კრემი შეიზილეთ.
  • 2 ლ მდუღარე წყალში ჩაყარეთ 2-2 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული მრავალძარღვა და გულყვითელა, ადუღეთ რამდენიმე წუთი, შემდეგ თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ 30 წუთით და გაფილტრეთ. მიღებული ნახარშის აბაზანები გაიკეთეთ ტერფებზე. ამ აბაზანას ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს.

ფეხისგულებზე კოჟრები ჩნდება უხარისხო, მოუხერხებელი ან ვიწრო ფეხსაცმლის, ან ბრტყელტერფიანობის გამო და ქრება ფეხსაცმლის გამოცვლის ან სუპინატორის სწორად შერჩევის შემთხვევაში.

კოჟრები და ჩინური მედიცინა

კოჟრებთან დაკავშირებით სხვაგვარი წარმოდგენა აქვთ აღმოსავლური მედიცინის მიმდევრებს. ფეხებზე კოჟრის ადგილმდებარეობის მიხედვით ჩინური მედიცინა დაავადებათა დიაგნოსტირებასაც კი ახდენს. ძველმა ჩინელმა მეცნიერებმა ფეხისგულზე ორგანოთა აქტიური უბნების სქემა შექმნეს და ამ ადგილებში კოჟრის გაჩენით ადგენდნენ, რომელი ორგანო მუშაობდა შეფერხებით.

ჩინური მედიცინის მიხედვით, ფეხისგულზე კოჟრი ჩნდება ამა თუ იმ დაავადების გამო და სანამ ეს დაავადება არ განიკურნება, კოჟრი არ გაქრება. კოჟრი დაავადების ადრეული სტადიის მანიშნებელია.

ჩინური მედიცინის მიხედვით:

  • ქუსლების კიდეებში უხეში კოჟრები სახსრებში ცვლილებებზე მეტყველებს;
  • მარცხენა და მარჯვენა ტერფის გარეთა კიდეებზე განვითარებული კოჟრი ხერხემლის პათოლოგიაზე მიგვანიშნებს;
  • კოჟრის გაჩენა თითების ძირთან, შუა ადგილზე, მიუთითებს ნაწლავების ცუდ მუშაობაზე;
  • კოჟრი მარცხენა ნეკა თითის ქვემოთ გულის ფუნქციის დარღვევას გვამცნობს;
  • კოჟრი მარჯვენა ნეკა თითის ქვემოთ კი ღვიძლის არასწორად მუშაობის მანიშნებელია;
  • ნერვული გადაძაბვის და ორგანიზმის გამოფიტვის (ვიტამინების დეფიციტის) მანიშნებელია დიდი კოჟრის გაჩენა ოთხი თითის (დიდი თითის გარდა) ქვეშ. თუ ასეთი კოჟრი გაჩნდა და თან ხველაც დაერთო, მაშინ სასუნთქი სისტემაა შესამოწმებელი (ნერვული გადაძაბვის და ფილტვების უბანი ისე ახლოსაა ერთმანეთთან, რომ ძნელია დიფერენცირება);
  • ფარისებრი ჯირკვლის ცუდად მუშაობაზე მიგვითითებს კოჟრის გაჩენა დიდი თითის გარეთა ზედაპირზე. ჭარბი წონის დროს ამ მდებარეობის კოჟრი ნივთიერებათა ცვლის შენელებაზე მეტყველებს, წონის დეფიციტისას კი იმის მანიშნებელია, რომ ფარისებრი ჯირკვალი დაძაბულად მუშაობს და უფრო მეტ ჰორმონს გამოიმუშავებს, ვიდრე ორგანიზმს ესაჭიროება;
  • ფეხის დიდი თითის სახსართან კოჟრის გაჩენა ქალებში საკვერცხეების დისფუნქციის საწყის სტადიაზე მიუთითებს.