რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ლამაზი სხეულის 10 საიდუმლო
ლამაზი სხეულის 10 საიდუმლო
1. საფეხურებზე სიარული.

კიბეზე ასვლისას ადამიანი წუთში 11 კალორიას წვავს.

2.დავეხმაროთ კუჭს.

ჭამის შემდეგ ფინჯანი პიტნის ჩაი ხელს უწყობს საკვების მონელებას და მუცლის შებერილობის პროფილაქტიკაცაა.

З. არ დაგვავიწყდეს ფეხები.

რბილი და გლუვი ქუსლების შესანარჩუნებლად, სისტემატურად უნდა ვკვებოთ და გავიხეხოთ კანი ამ მიდამოში.

4. გავაკეთოთ პრესის ვარჯიშები.

ბრტყელი მუცლის მისაღებად უნდა გავაკეთოთ პრესის სპეციალური ვარჯიშები: დაწექით იატაკზე, მოხარეთ მუხლები, ხელები კეფაზე მოათავსეთ. მუცლის კუნთების დაძაბვით, აწიეთ ზურგი იატაკიდან, ასეთ მდგომარეობაში გაჩერდით 5 წამის განმავლობაში და დაეშვით უკან. შეისუნთქეთ ზურგზე წოლისას, ადგომისას
You must have Flash Player installed in order to see this player.
ამოისუნთქეთ.

5. გაისწორეთ თმა.

გოგონა სწორი ვერტიკალური თმით უფრო ტანადი ჩანს.

6. შეარჩიეთ ფერი.

ატარეთ ერთი ფერის ტანსაცმელი (სულერთია რომელი იქნება - შავი თუ ფერადი) ვიზუალურად იგი უფრო მოხდენილი სილუეტის ეფექტს ქმნის.

7. მიირთვით ჩირი.

მაგალითად გარგარის, შავი ქლიავის ან ლეღვის ჩირი - ისინი მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით.

8. აირჩიეთ შოკოლადი.

გაითვალისწინეთ, რომ სასარგებლოა მხოლოდ შავი შოკოლადი. მასში ნაკლები შაქარი და მეტი კაკაოა. ის გვეხმარება სისხლში შაქრის დონისა და დიდი რაოდენობით ტკბილის მიღების კონტროლში.

9. იკვებეთ რეგულარულად.

თუ არ ისაუზმებთ, სადილს გამოტოვებთ და შესვენებისას ბუტერბროდით წაიხემსებთ, სხეულს სილამაზის შენარჩუნების რესურსი აღარ ექნება.

10. იმეგობრეთ სპორტთან.

ათწუთიანი ვარჯიშიც კი სხეულს უფრო შეკრულსა და ლამაზს გახდის.


ლალი ჩხიკვაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
დასრულდა 2017 წლის ეროვნული გამოცდები, თუმცა ჯერ არ დამცხრალა ვნებათაღელვა, რაც ამ პროცესს ახლავს ხოლმე თან.
ექიმების აზრით, თითოეულ კონკრეტულ ადამიანს შეუძლია ჯანმრთელობის ოპტიმალურ მდგომარეობას მიაღწიოს შემდეგი რჩევების გათვალისწინებით:

1. ცხოვრების აქტიური რეჟიმი. ფიზიკური დატვირთვის არარსებობა ადამიანს სიცოცხლის 4 წელს ართმევს.
თმის ღერების მთავარი სტრუქტურული ელემენტი და მათი ზრდის დამაჩქარებელი - ცილაა. შესაბამისად, თმის ზრდის სტიმულაციის მსურველებმა საკვები რაციონი ცილით უნდა გაამდიდრონ, რეგულარულად მიირთვან კვერცხი, თევზი, რძის პროდუქტები და ხორცი.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე მოსახლეობას კოღოებისგან დასაცავად რეკომენდაციებს სთავაზობს. როგორც პაატა იმნაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, კოღოებისგან დასაცავად შესაძლებელია რეპელენტების, დამაფრთხობლების გამოყენება.
ბევრი საზოგადოებრივი ტუალეტით სარგებლობას იქ არსებული ჭუჭყის გამო ერიდება. თუმცა, შესაძლებელია აქაც დავიცვათ თავი ბაქტერიებისგან. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე სუფთა შესასვლელ კართან არსებული კაბინაა. გარდა ამისა, უნიტაზის დასაჯდომიც ყველაზე ნაკლებად დაბინძურებული ადგილი აღმოჩნდა.
იტალიელი მკვლევარების რჩევით, თუ კოღომ გიკბინათ და ქავილს ვერ იოკებთ, უმჯობესია ნაკბენ უბანზე ბანანის ქერქი შიგნითა მხრიდან მიიდოთ და გაისრისოთ.
კვლევამ აჩვენა, რომ ქაღალდის ფული იდეალური გარემოა ბაქტერიების გასამრავლებლად, რომელთაგან მესამედი ინფექციის მაპროვოცირებელია. ბევრ ბანკნოტაზე აღმოჩნდა E. Coli შტამები, რომლებიც უმძიმეს კვებისმიერ მოწამვლას იწვევს.
წლის ცხელ პერიოდში ისევე შეიძლება გავცივდეთ, როგორც გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ხშირია გადაციების ან გადახურების შემთხვევები მკვეთრი ტემპერატურული სხვაობის (შენობაში კონდიციონერი, ქუჩაში კი გაუსაძლისი სიცხე) გამო, რაც ორგანიზმისთვის სტრესს წარმოადგენს და შეიძლება ქრონიკული დაავდებების გამოწვავებას ჰქონდეს ადგილი.
პლასტიკის ბოთლის მრავალჯერადი გამოყენებისას ადამიანი საშიში ბაქტერიებისა და ქიმიური ნაერთების ზემოქმედებას განიცდის. სპეციალისტებმა სპორტსმენების მიერ ერთი კვირის განმავლობაში გამოყენებული წყლის პლასტიკის ბოთლები შეისწავლეს.
15 აგვისტო 2017
ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთის ზღვისპირა კურორტებზე კოქსაკის ვირუსით გამოწვეული ინფექციის შემთხვევები გახშირდა. ამის გამო ბევრმა ტურისტმა უარი თქვა იქ დასვენებაზე
15 აგვისტო 2017
მეცნიერები სამი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ ცხრა კოსმონავტს, რომლებიც ფრენის იმიტაციის პროგრამაში მონაწილეობდნენ. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო დაბალი იყო კოსმონავტების ყოველდღიურ რაციონში მარილის შემცველობა, მით ნაკლებად აწუხებდათ წყურვილის გრძნობა.
კბილების გათეთრების უამრავი რეცეპტი არსებობს სოდის, აქტივირებული ნახშირის, კალციუმის გლუკონატის და წყალბადის ზეჟანგის გამოყენებით. სტომატოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს საშუალებები არა მარტო არაეფექტური, არამედ საშიშიცაა.
სპორტი მამაკაცებს უნაყოფობის დაძლევაშიც კი ეხმარება - ამ დასკვნამდე ირლანდიელი მეცნიერები რამდენიმე პრაქტიკული კვლევისა და თეორიული გათვლის შემდეგ მივიდნენ. როგორც მათ გაარკვიეს, მამაკაცებს, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ
ჭარბთმიანობის განვითარების მიზეზებზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობის საშუალებებზე გვესაუბრება ესმა ჯამასპიშვილი, ექიმი ენდოკრინოლოგი, ჰარბინის (ჩინეთი) სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე აფილირებული ჰოსპიტლის დოქტორანტი ენდოკრინოლოგიის განხრით.