რატომ უნდა მივირთვათ კვერცეტინის შემცველი საკვები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ უნდა მივირთვათ კვერცეტინის შემცველი საკვები

თვისება აქვს. მისი შემცველი პროდუქტების მიღებისას უჯრედები ორგანიზმში ეფექტურად მარაგდება ჟანგბადით. კვერცეტინი ფლავონოიდების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, რომელიც ჯანმრთელ უჯრედებს მავნე თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისაგან იცავს. მისი საუკეთესო ნატურალური წყაროა ხილი და ბოსტნეული. კერძოდ: ვაშლის წითელი ჯიშები, შავი ქლიავი, ციტრუსები, ყურძენი, შტოში, მოცვი, შავი მოცხარი, ალუბალი, ცირცელი, ბოსტნეულიდან - ხახვი, წითელი და მწვანე წიწაკა, ბროკოლი, ისპანახი, ლობიოს ღივები, ჭარხალი, ასევე წითელი ღვინო და ჩაი. კვერცეტინს შეიცავს ბევრი საკვები დანამატიც, თუმცა ნატურალური ხილი და ბოსტნეული ყველაზე საუკეთესო საშუალებაა კვერცეტინის სასარგებლო თვისებათა მისაღებად, რადგან ხილსა და ბოსტნეულში (ნატურალურ წყაროში) უხვადაა სხვა სასარგებლო ნაერთები, რომლებიც ფლავონოიდებთან კომბინაციაში ეფექტურად და მძლავრად მოქმედებს.

რა თვისებები აქვს კვერცეტინს?

1) ანთების საწინააღმდეგო მოქმედება - ამ თვისების გამო კვერცეტინს წარმატებით იყენებენ ართრიტის მკურნალობასა და პროფილაქტიკაში. ჯერ კიდევ 2008 წლის გამოცემაში (ჟურნალი “კლინიკამდელი და კლინიკური კვლევები”) აღნიშნულია, რომ ამ ფლავონოიდის რეგულარულად მიღება სახსრების ანთებით გამოწვეულ ტკივილს ორ-სამ დღეში აამებს.

2) ანტიჰისტამინური მოქმედება - ყველამ კარგად იცის, რომ სადღეისოდ შესაბამის ალერგიულ პრობლემათა მოსაგვარებლად ანტიჰისტამინური პრეპარატების ფართო არჩევანია. თუმცა ამ მედიკამენტებს თავად აქვს გარკვეული გვერდითი მოვლენები. ამერიკელმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ კვერცეტინი აფერხებს ჰისტამინის გამოთავისუფლებას, რის გამოც მეტად პერსპექტიული ანტიალერგიული საშუალებაა, რომელიც არ იწვევს ძილიანობას.

3) სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება - 2009 წლის ივნისის გამოცემაში (ჟურნალში “კიბოს ექსპერიმენტული და კლინიკური კვლევები”) გამოქვეყნებული მონაცემებით, კვერცეტინი ეფექტურად იცავს ღვიძლის უჯრედებს პათოლოგიურ სიმსივნურ უჯრედებად გადაგვარებისაგან. ამავე ჟურნალში წარმოდგენილია ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგები, რომლებითაც დასტურდება, რომ ეს ფლავონოიდი სიმსივნური წარმონაქმნების აპოპტოზს (დაღუპვას) იწვევს. საყურადღებოა, რომ მოგვიანებით ამერიკელ ონკოლოგთა საზოგადოებამ გამოაქვეყნა ნაწლავის კიბოთი დაავადებულ პაციენტებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგები. როგორც ირკვევა, მათ რაციონში კვერცეტინისა და კურკუმინის დამატებითი დოზების ჩართვით სიმსივნური წარმონაქმნები საგრძნობლად მცირდებოდა. კვერცეტინის როლი სიმსივნური დაავადების მკურნალობაში ჯერ კიდევ შესწავლის ფაზაშია, თუმცა სპეციალისტები გვირჩევენ, ინტესიურად მივიღოთ ახალი ხილი და ბოსტნეული, რომელიც უხვად შეიცავს ამ უნიკალურ ფლავონოიდს.

4) კარდიოტონური თვისებები - კვერცეტინი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ის აღადგენს არტერიების კედლებზე დაზიანებულ და ანთებით კერებს, ხელს უშლის პათოლოგიური ათერომული ფოლაქების ჩამოყალიბებას. რენდი ედვარდსის მონაცემთა თანახმად, კვერცეტინის გარკვეული დოზები არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში ხელს უწყობს წნევის დაქვეითებას.

5) ანტივირუსული მოქმედება - სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ჯიმ დევისის ხელმძღვანელობით ჩაატარა საინტერესო ექსპერიმენტები, რითაც აჩვენა, რომ ძლიერი სტრესის მოქმედების მიუხედავად, ლაბორატორიული ვირთაგვები, კვერცეტინის ზემოქმედების წყალობით, გაცილებით იშვიათად ავადდებოდნენ ვირუსული ინფექციით (მოგეხსენებათ, სტრესი განსაკუთრებულად აქვეითებს იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს ვირუსული ინფექციით ორგანიზმის დასნებოვნებას).