როგორ შევამციროთ ორგანიზმის დამანგრეველ ფაქტორთა მავნე ზემოქმედება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევამციროთ ორგანიზმის დამანგრეველ ფაქტორთა მავნე ზემოქმედება

საყურადღებოა, რომ ბოლო ასწლეულის განმავლობაში ადამიანთა სიკვდილიანობის მიზეზები რადიკალურად შეიცვალა. თუ XIX საუკუნეში და XX საუკუნის დასაწყისშიც ადამიანები ძირითადად სიბერით (80-100 წელი), ნაწილობრივ ტრავმებითა და ეპიდემიებით იღუპებოდნენ, სადღეისოდ ადამიანთა გარდაცვალების ძირითადი მიზეზი ქრონიკული პათოლოგიებია (50-70 წელი).

ორგანიზმზე არაერთი დამანგრეველი ფაქტორი მოქმედებს. ბუნებრივია, იბადება კითხვა: შეიძლება კი ამ დამანგრეველ ფაქტორთა მავნე ზემოქმედების შემცირება? შეიძლება! როგორ? რანაირად?

მოდით, განვიხილოთ ეტაპობრივად:

ორგანიზმის გაწმენდა და დაცვა პარაზიტებისაგან – ორგანიზმში პარაზიტების აღმოჩენის საუკეთესო მეთოდი ბიორეზონანსული დიაგნოსტიკაა. ქრონიკულ დაავადებათა 80 %-ში ვლინდება სხვადასხვა სახის ვირუსი, ბაქტერია, სოკო, ჭია, რომლებიც ჩვენი რესურსებით იკვებებიან და წამლავენ ორგანიზმს. ცხადია, იზოლირება სამყაროსაგან, რომელიც უამრავი ცოცხალი არსებითაა დასახლებული, წარმოუდგენელია, ამიტომაც რეკომენდებულია წელიწადში ორჯერ ორგანიზმის გაწმენდა – ანუ ანტიპარაზიტული სრული პროგრამის ჩატარება. ტრადიციულად, მსოფლიოს ნებისმიერ კულტურაში არსებობს პარაზიტებისაგან ორგანიზმის დაცვის (ე.წ. გაწმენდის) მეთოდები. ეს, ფაქტობრივად, პარაზიტებისათვის არასასურველი, არახელსაყრელი გარემოს შექმნაა. ამისათვის გამოგადგებათ მძაფრი სანელებლები, სუნელები, პირშუშხა, მდოგვი, ნიორი. პარაზიტების საწინააღმდეგო ბალახები – აბზინდა, ავშანი, ასფურცელა, ქრისტესისხლა. მნიშვნელოვანია ნორმალური საჭმლის მონელების აღდგენა მცენარეული ფერმენტების დახმარებით და იმუნიტეტის გაძლიერება.

მედიკამენტებით მოწამვლის (ინტოქსიკაციის) მაქსიმალურად შეზღუდვა - ამა თუ იმ დაავადებისას ორგანიზმი ქიმიური პრეპარატებით რომ არ მოიწამლოს, აუცილებელია ხალხური მედიცინის მოშველიება. თუ მაინც მოგიწიათ ქიმიური სამკურნალო საშუალებების მიღება, აუცილებელია მათი მომწამვლელი ზემოქმედებისაგან ორგანიზმის გაწმენდა და ნაწლავის მიკროფლორის აღდგენა.

ორგანიზმის წყლით შევსება – დღეს ბევრი იწერება წყლის მნიშვნელობასა და მისი სათანადო მოცულობით მიღების აუცილებლობაზე. ყველამ იცის, რომ ორგანიზმს დღე-ღამეში საშუალოდ 1,5 ლიტრი წყალი ესაჭიროება. შეგახსენებთ, რომ მიღებული წყალი რამდენიმე მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს. უნდა იყოს:

  • სუფთა, სულ მცირე, გაფილტრული, ქლორისა და მძიმე მეტალთა მარილებისაგან გაწმენდილი;
  • სტრუქტურირებული, ორგანიზმის ჯანმრთელობასა და ჰარმონიაზე დადებითი ინფორმაციის მატარებელი. ამ ინფორმაციამ შესაძლოა ზოგი გააკვირვოს, თუმცა, ვისაც უნახავს ფოტოები, როგორი განსხვავებული სტრუქტურა აქვს სხვადასხვა ინფორმაციის მატარებელ წყალს, მიხვდება, რაზეც ვსაუბრობთ;
  • ტუტე რეაქციის ანუ წყლის მჟავატუტოვანი ბალანსი ტუტიანობისაკენ უნდა იყოს გადახრილი, იმიტომ რომ ორგანიზმის ძირითადი შინაგანი არეები (გარდა კუჭის წვენისა, შარდისა და ლორწოვანი გარსებისა) ტუტე ბუნებისაა (პH 7.43), როდესაც სისხლის პH 7.41 ხდება, დგება სიკვდილი. მაგალითად, კოკა-კოლას პH = 3! აქვე შეგახსენებთ, რომ ტკბილეული, დაკონსერვებული და რაფინირებული პროდუქტები, შებოლილი საკვები, ჭარბი ხორცეული ორგანიზმის მნიშვნელოვან “შემჟავებას” იწვევს. სიცოცხლისათვის ნორმალური პH-ის აღსადგენად ორგანიზმი იძულებულია სისხლი ტუტე მინერალებით გააჯეროს. ამისათვის ის ძვლებიდან, თმიდან, ფრჩხილებიდან და კბილებიდან - კალციუმის, თირკმელებიდან - ნატრიუმის, სისხლძარღვებიდან - მაგნიუმის, გულის კუნთიდან - კალიუმის მობილიზებას ახდენს, შედეგად, ყველა ჩამოთვლილი ორგანო სუსტდება.

სრულფასოვანი კვება - რეალურად ორგანიზმს ქათამი, კარაქი, კარტოფილი ან ხახვი კი არ სჭირდება, არამედ ამინმჟავები, ვიტამინები, მინერალები, მიკროელემენტები, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები ანუ სხვადასხვა საშენი მასალა უჯრედებისათვის. საკვები იშლება და გარდაიქმნება ფერმენტების დახმარებით. სამწუხაროდ, ფერმენტთა მარაგი სულ უფრო მცირდება, რადგანაც ცუდად და გადატვირთვით ფუნქციობს პანკრეასი (კუჭუკანა ჯირკვალი), საკვები განიცდის ხანგრძლივ თერმულ დამუშავებას, ექვემდებარება რაფინირებას, დაკონსერვებას, ყოველივე ეს კი ბლოკავს ფერმენტების ფუნქციობას.

ფერმენტების წყაროა:

  • კულინარიულად დაუმუშავებელი საკვები;
  • ხილი და ბოსტნეული;
  • თაფლი;
  • მცენარეული ნაყენები.

შეგახსენებთ, რომ მადა ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საყურადღებო ფაქტორია. მადა არის საჭმლის მონელებისადმი ორგანიზმის მზადყოფნის ნიშანი. ნუ დაივიწყებთ იმასაც, რომ ცხოველური ფერმენტების სისტემატურად მიღება არასასურველია. ამ დროს ორგანიზმი საკუთარი ფერმენტების გამომუშავებას წყვეტს, მცენარეული ფერმენტები კი, პირიქით, ასტიმულირებს ორგანიზმში ფერმენტების წარმოქმნას.

ჰარმონია შინაგან და გარე სამყაროსთან - სხვადასხვა ფსიქოლოგიური მდგომარეობის დროს ორგანიზმში განსხვავებული ბიოქიმიური პროცესები მიმდინარეობს, სხვადასხვაგვარად შეითვისება საკვები ნივთიერებები. სტრესულ მდგომარეობაში, რომელსაც ორგანიზმი სიცოცხლისათვის შექმნილ საფრთხედ აღიქვამს, საჭმლის მონელება დროებით საერთოდ წყდება. ამიტომაც ორგანიზმის ჯანმრთელობისათვის აუცილებელია შინაგან და გარე სამყაროსთან ჰარმონიაში ყოფნა. ყოველ შემთხვევაში, ამ ჰარმონიისადმი სწრაფვა. ეს, რა თქმა უნდა, სიტყვებით არის მარტივად გამოსათქმელი, ყოველდღიურ, დაძაბულ, პრობლემებით აღსავსე ცხოვრებაში ჰარმონია რთულად მოსაპოვებელია. და მაინც, როგორც სპეციალისტები გვირჩევენ, შინაგან და გარე სამყაროსთან ჰარმონიისთვის, პირველ ყოვლისა, საჭიროა გვქონდეს სწორი, გამოკვეთილი მსოფლმხედველობა, სულიერი ფუნდამენტი, ვიცოდეთ ის კანონები, რომელთაგანაც ჩვენი ცხოვრება შედგება, ამის შემდეგ კი მნიშვნელოვანია გარკვევა არაადეკვატურ რეაქციებში, როდესაც ემოციური რეაგირება თავისი ინტენსივობით შეუსაბამოა რეალურად მიმდინარე მოვლენებთან. ადამიანის მიერ შინაგან სამყაროსთან ჰარმონიის ძიების გზაზე საჭირო ხდება ფიზიოლოგიური ასპექტებისათვის ყურადღების დათმობაც.

თურმე, ბიოენერგიის ხარისხი იმ სისტემების წყალობით უმჯობესდება, რომლებიც შინაგანი და გარეგანი ენერგიის მარაგის შევსებას განაპირობებენ, აღმოფხვრიან შეგუბებებსა და დაბლოკვებს, ადამიანს ახალი ენერგიით აღავსებენ, ამაში კი გვეხმარება:

  • მშვენიერების შეგრძნება;
  • კომპლექსური გამაჯანსაღებელი აღმოსავლური მეთოდები;
  • მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა;
  • ძვირფას ადამიანთა ალერსი;
  • ბავშვებთან ურთიერთობა;
  • სიხარულის განცდა;
  • სიცოცხლის სიყვარული და სიცოცხლით ტკბობა.

აუცილებლად იფიქრეთ აღნიშნულზე! ეს არ არის უბრალო ჩამონათვალი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომელთაც ადამიანი არ აქცევს ყურადღებას, არ უთმობს დროს, არადა შინაგან და გარე სამყაროსთან ჰარმონია სწორედ ამას ეფუძნება!