2016 წლის სამედიცინო ინოვაციების ტოპათეული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

2016 წლის სამედიცინო ინოვაციების ტოპათეული

2. გენეტიკური პროფ ილირება დაავადების მკურნალობისას

მკურნალობის ინდივიდუალური ოქმები, მაგალითად, კიბოს დროს, გენომური ანალიზის შედეგების მიხედვითაც დამუშავდება. პაციენტისთვის სპეციფიკურ წამლისმიერ თერაპიას გენეტიკური თავისებურებების მიხედვით შეარჩევენ, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის წამლების მოქმედებას.

3. გენეტიკური რედაქტირება ახალი ტექნოლოგიების დახმარებით

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ უჯრედში გენეტიკური ინფორმაციის რედაქტირება საკმაოდ რთული და ძვირადღირებული პროცედურა იყო. ახალი ტექნოლოგიების დახმარებით ამ პროცესის გამარტივება ადამიანის ემბრიონში გენომის გასწორების შესაძლებლობას იძლევა, თანაც ასეთი პროცედურის ღირებულება ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

4. წყლის გამასუფთავებელი სისტემები

მსოფლიოში დაახლოებით მილიარდი ადამიანი უხარისხო წყალს სვამს, რაც მძიმე ინფექციური დაავადებების მიზეზი ხდება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა აფრიკის ქვეყნებში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. 2016 წელს დაგეგმილია წყლის გამასუფთავებელი რამდენიმე სადგურის გახსნა, რომელთა საშუალებით ჩამდინარე წყლებიც კი სასმელად ვარგისი გახდება. ერთ ასეთ სადგურს 100 ათასი ადამიანის წყლით მომარაგება შეუძლია.

5. ნაყოფ ის უჯრედგარე გენეტიკური ტესტირება

ქალბატონები სულ უფრო მეტი ყურადღებით ეკიდებიან ორსულობას. ახალგაზრდა ოჯახები არაფერს იშურებენ ჯანსაღი ცხოვრებისათვის, რომ შთამომავლობის ჯანმრთელობა უზრუნველყონ. სამწუხაროდ, მძიმე გენეტიკური დაავადებებისგან არავინ არის დაზღვეული. მალე გაჩნდება ისეთი დაავადებების უჯრედგარე გენეტიკური ტესტირების შესაძლებლობები, როგორებიცაა: დაუნის, ედვარდსის, პატაუს და სხვათა სინდრომები.

6. კიბოს ახალი ანალიზები

სადღეისოდ კიბოს დიაგნოსტიკის იმ ახალი სისტემების აქტიური ტესტირება მიმდინარეობს, რომლებიც ამ ვერაგი დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის საშუალებას იძლევა. გარკვეული ცილოვანი ბიომარკერების აღმოსაჩენად ჩატარებული სისხლის უბრალო ანალიზი სიმსივნური დაავადების განვითარების რისკის გამოვლენას დაეხმარება.

7. ახალი პროთეზები, რომლებიც ბუნებრივი მოძრაობების იმიტირებას მოახდენენ

მეცნიერები აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს რევოლუციას მოახდენენ კიდურებისა და სახსრების პროთეზირებაში. მრავალი მწარმოებელი გვარწმუნებს, რომ ამ წლის ბოლოს ისინი ახალი თაობის ისეთ პროთეზებს გამოუშვებენ, რომლებიც ხელებისა და ფეხების ბუნებრივი მოძრაობის იმიტირებას მოახდენენ.

8. სქესობრივი დისფუნქციების სამკურნალო პირველი პრეპარატები

დღემდე სქესობრივი ლტოლვის უქონლობა და დაკარგვა არანაირ მედიკამენტურ მკურნალობას არ ემორჩილებოდა. ამჟამად ამერიკაში მიმდინარეობს მსგავსი დარღვევების საწინააღმდეგო პრეპარატის ტესტირება, რომელიც ამ თვეებში უნდა გამოჩნდეს ბაზარზე.

9. გაჯეტები, რომლებიც რეალურ დროში აგროვებენ ანალიზებს

სულ მალე გასაყიდად გამოჩნდება მცირე ზომის მოწყობილობები (დაახლოებით მობილური ტელეფონის ზომისა), რომელთაც ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება შეუძლიათ. კერძოდ, არტერიული წნევის, გლუკოზის დონისა (ჩხვლეტის გარეშე) და სხვა მრავალი პარამეტრის გასინჯვა, რომლებმაც შეიძლება ექიმებს ამა თუ იმ დაავადების დაწყება მიანიშნოს.

10. თრომბების მოსაშორებელი უახლესი სტენტები

თავის ტვინის სისხლძარღვიდან შედედებული მასის მოშორება იშემიური ინსულტიდან 3-6 საათში უნდა მოხდეს. ეს შესაძლო ინვალიდობის ასარიდებლად არის აუცილებელი. ასეთ შემთხვევებში სტანდარტული მკურნალობა დღემდე სპეციფიკური პრეპარატების ვენაში შეყვანას ითვალისწინებს. ასეთი მკურნალობა კი დაახლოებით 30-35%-შია ეფექტური. არცთუ დიდი ხნის წინ ბაზარზე გამოჩნდა უწვრილესი სტენტები, რომლებიც თავის ტვინის სისხლძარღვებში შეაქვთ, შედედებულ მასამდე მიიტანენ და თრომბს აცილებენ. ასეთი პროცედურა შეიძლება რამდენიმე წუთში ჩატარდეს, მისი ეფექტურობა კი თითქმის 100%-ია.