რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
გარდატეხის ასაკი და იმუნიტეტი
გარდატეხის ასაკი და იმუნიტეტი
საზოგადოებაში ჯანმრთელობასა და მის დაცვასთან დაკავშირებული ბევრი მცდარი შეხედულებაა. ერთ-ერთ მაგალითად გამოდგება მოსაზრება, რომ გარდატეხის ასაკის ჩავლის შემდეგ, ბევრი დაავადება თავისით გაქრება, პათოლოგიური პროცესი კი ყოველგვარი ძირეული მკურნალობის გარეშე უკუგანვითარდება და განელდება.

ამ მოსაზრებათა მქონენი ადამიანის იმუნური სისტემის ფორმირების ასაკობრივ თავისებურებებს ეყრდნობიან, რაც გულისხმობს, რომ გარკვეული ასაკის შემდეგ ახალი ძალებით შევსებულ იმუნიტეტს უკვე იმ დაავადებაზე გამარჯვებაც შეუძლია, რომელსაც შედარებით მცირე ასაკში ვერ ამარცხებდა.


იმუნური სისტემის ფორმირება ასაკის მიხედვით

უფრო კარგად რომ გავარკვიოთ, კონკრეტულად რა მექანიზმებით რეგულირდება ეს პროცესები, რამდენად მართალია არსებული მოსაზრებები, მოკლედ გავიხსენოთ იმუნური სისტემის აგებულება და მისი მოქმედების მექანიზმები.

იდუმალი თიმუსი

ადამიანის გულმკერდის ღრუს ცენტრალურ ნაწილში, უშუალოდ მკერდის ძვლის უკან, მოთავსებულია იმუნური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ორგანო - მკერდუკანა ჯირკვალი, ანუ თიმუსი. იგი იმუნური სისტემის ცენტრალური ორგანოა, რომელშიც უშუალოდ მწიფდება სხეულის დამცავი ჯარისკაცები - ტ-ლიმფოციტები და მოგვიანებით სწორედ თიმუსში ყალიბდებიან ისინი ორგანიზმის მამაც მეომრებად.

თიმუსი, სხეულის სხვა დანარჩენ ორგანოთა მსგავსად, ასაკთან ერთად იზრდება, მაქსიმალურ მასას აღწევს 6 წლის ასაკში (28,5 გრამი), რის შემდეგაც იწყება მისი უკუგანვითარება და ზომით მცირდება. ეს პროცესი განსაკუთრებით მწვავედ 14-16 წლის, ეგრეთ წოდებულ გარდატეხის ასაკში იჩენს თავს, რაც იმუნურ სისტემაში მიმდინარე მეტად სერიოზულ და პრინციპულ ძვრებს უკავშირდება.

გარდატეხის ასაკში როგორ წარიმართება იმუნური სისტემის ფორმირება, მოზარდის ორგანიზმში როგორი იმუნური პასუხი დაფიქსირდება, ამაზე დიდადაა დამოკიდებული ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა მთელი სიცოცხლის მანძილზე.

გარდატეხის ასაკი - არამყარი პერიოდია, დამახასიათებელი იმუნოდეპრესიის გამო მას იმუნოგენეზის კრიტიკულ პერიოდსაც კი უწოდებენ.

გარდატეხის ასაკში იმუნოდეპრესიის გამომწვევი ფაქტორები

თიმუსის ნორმალურ მუშაობაზე ორგანიზმის სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს, რომელთა შორისაც განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰორმონების, შინაგანი ორგანოებისა და ფსიქოემოციური სისტემის გავლენა.

თუ გარდატეხის ასაკში თიმუსზე მოქმედი ფაქტორების გავლენის ხარისხს შევკრებთ, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნება, თითქოს ამ ასაკში ყველაფერი მხოლოდ იმუნური სისტემის ძალების დაქვეითებას ემსახურება.

დავიწყოთ ჰორმონებით - თიმუსზე დამთრგუნველად მოქმედებს გლუკოკორტიკოსტეროიდები და სასქესო ჰორმონები.

პარათირეოიდული ჰორმონი - ფარისებრახლო ჯირკვლების მიერ გამომუშავებული ჰორმონია, რომელიც იწვევს თიმუსის ატროფიას, ტ-ლიმფოციტების რაოდენობის შემცირებას და მათ ეფექტიან ქმედებას;

კორტიკოსტეროიდები - თიმუსზე მოქმედი ყველაზე მძლავრი ფაქტორია, ისინი ასუსტებენ ლიმფოიდური ქსოვილის პროლიფერაციას (გამრავლება) და ფუნქციას, მათი გავლენით ლიმფოციტებში აქტიურდება განსაზღვრული ფერმენტული სისტემა, რომელიც შერჩევითად ანადგურებს ლიმფოიდურ უჯრედებს.

ანალოგიური მოქმედება აქვს ტესტოსტერონს: ისიც საგრძნობლად ასუსტებს ლიმფოიდურ ქსოვილსა და იმუნური პასუხის სიმწვავეს, მის ძალას.

პროჟესტერონი - დიდი დოზებისას აგრეთვე იმუნოდეპრესიული აგენტია;

ანდროგენები - ზრდიან პარასიმპათიკური ვეგეტაციური ნერვული სისტემის ტონუსს და ამით აქვეითებენ იმუნიტეტს;

მათ გარდა, გარდატახის ასაკამდე თიმუსზე დამთრგუნველად მოქმედებს:

  • გენეტიკურად დაპროგრამებული თიმუსშიდა ფაქტორები;
  • ფსიქიკის ლაბილურობა;
  • ვეგეტაციური ნერვული სისტემის სისუსტე;
  • ნივთიერებათა ცვლის გადაძაბვა.

იმუნურ დეფექტს ეხმარება ისიც, რომ გარდატეხის ასაკში რამდენადმე იზრდება ორგანიზმის მოთხოვნილება არაორგანული ნივთიერებებისადმი, კვების პროდუქტებში რკინა, თუთია, სპილენძი, იოდი, სელენი, მაგნიუმი და სხვა მიკროელემენტების დეფიციტი ასევე აქვეითებს დამცავ და იმუნოგლობულინთა დონეს.

ასაკობრივი იმუნოდეფ იციტი და ორგანოები

ასაკობრივი იმუნოდეფიციტის განვითარებისას დიდია ასევე ყველა სისტემის ხარისხობრივი გარდაქმნა: მოზარდობის პერიოდში ანატომიურ-ფუნქციურად
You must have Flash Player installed in order to see this player.
იცვლება ისეთი მნიშვნელოვანი ორგანოები, როგორებიცაა ჰიპოფიზი, თირკმელზედა ჯირკვლები, ფარისებრი და კუჭქვეშა ჯირკვალი, ძლიერდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები.

მატულობს უჯრედებისა და ქსოვილების დიფერენციაცია, სხეულის ზრდის პროცესების ინტენსივობა.

ვფიქრობ, ჩამოთვლილი ფაქტორების გავლენა საკმარისია იმ ორგანოს მუშაობის შესაფერხებლად, რომელიც სულ რამდენიმე გრამს იწონის, ამიტომ ორგანიზმში დაქვეითებული იმუნოგლობულინების კონცენტრაცია მოზარდებში ერთიათად ზრდის ტუბერკულოზის მიკობაქტერიის, იმუნოდეფიციტური ინფექციების (ჰერპესი), ქრონიკული ანთებითი დაავადებებით, აუტოიმუნური და ლიმფოპროლიფერაციული პათოლოგიებით დაავადების ალბათობას.

სწორედ ამიტომ, მოზარდის მშობლებს სპეციალისტები კრიტიკული ასაკის დასრულებამდე მოცდას ურჩევენ, რომ მშვიდ ფონზე დადგინდეს, რამდენად ძლიერი ან სუსტი იმუნური სისტემა აქვს მოზარდს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზუსტად განისაზღვროს, რა სახისა და სიმძლავრის დახმარება ესაჭიროება მას.

ყოველივე ეს კი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გარდატეხის ასაკის შემდგომ დაავადებები თავისთავად იკურნება, პათოლოგიური პროცესები კი სპონტანურად ქრება.
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
დასრულდა 2017 წლის ეროვნული გამოცდები, თუმცა ჯერ არ დამცხრალა ვნებათაღელვა, რაც ამ პროცესს ახლავს ხოლმე თან.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთის ზღვისპირა კურორტებზე კოქსაკის ვირუსით გამოწვეული ინფექციის შემთხვევები გახშირდა. ამის გამო ბევრმა ტურისტმა უარი თქვა იქ დასვენებაზე
ბრიტანელ სპეციალისტთა განცხადებით, პირები, რომლებიც რეგულარულად სეირნობენ ველოსიპედით, მრავალი პათოლოგიისაგან იცავენ ორგანიზმს,
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბევრი საზოგადოებრივი ტუალეტით სარგებლობას იქ არსებული ჭუჭყის გამო ერიდება. თუმცა, შესაძლებელია აქაც დავიცვათ თავი ბაქტერიებისგან. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე სუფთა შესასვლელ კართან არსებული კაბინაა. გარდა ამისა, უნიტაზის დასაჯდომიც ყველაზე ნაკლებად დაბინძურებული ადგილი აღმოჩნდა.
იტალიელი მკვლევარების რჩევით, თუ კოღომ გიკბინათ და ქავილს ვერ იოკებთ, უმჯობესია ნაკბენ უბანზე ბანანის ქერქი შიგნითა მხრიდან მიიდოთ და გაისრისოთ.
კვლევამ აჩვენა, რომ ქაღალდის ფული იდეალური გარემოა ბაქტერიების გასამრავლებლად, რომელთაგან მესამედი ინფექციის მაპროვოცირებელია. ბევრ ბანკნოტაზე აღმოჩნდა E. Coli შტამები, რომლებიც უმძიმეს კვებისმიერ მოწამვლას იწვევს.
წლის ცხელ პერიოდში ისევე შეიძლება გავცივდეთ, როგორც გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ხშირია გადაციების ან გადახურების შემთხვევები მკვეთრი ტემპერატურული სხვაობის (შენობაში კონდიციონერი, ქუჩაში კი გაუსაძლისი სიცხე) გამო, რაც ორგანიზმისთვის სტრესს წარმოადგენს და შეიძლება ქრონიკული დაავდებების გამოწვავებას ჰქონდეს ადგილი.
პლასტიკის ბოთლის მრავალჯერადი გამოყენებისას ადამიანი საშიში ბაქტერიებისა და ქიმიური ნაერთების ზემოქმედებას განიცდის. სპეციალისტებმა სპორტსმენების მიერ ერთი კვირის განმავლობაში გამოყენებული წყლის პლასტიკის ბოთლები შეისწავლეს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით, მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს.
07 აგვისტო 2016
არასწორად შენახულმა საკვებმა პროდუქტებმა, განსაკუთრებით ზაფხულში, შეიძლება მოწამვლა გამოიწვიოს. მაცივარში არ შეიძლება შევინახოთ პური, რადგანაც ის სწრაფად გამოშრება და გაფუჭდება.
10 აგვისტო 2017
ყველა მამაკაცმა უნდა იცოდეს ძლიერი სქესის წარმომადგენლებში გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებების ნიშნები. როგორც ამერიკელი ექსპერტები აღნიშნავენ, ეს გაზრდის დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის ალბათობას, რაც კიბოს პრევენციის საშუალებაა.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დღის განმავლობაში ბავშვებთან მშობლების საუბარი ჩაიწერეს და კომპიუტერული პროგრამით შეადარეს, როგორ საუბრობდნენ დედა და მამა ბავშვებთან და მოზრდილებთან. სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ დედები ბავშვებთან ბავშვის ხმით საუბრობდნენ.
სპორტი მამაკაცებს უნაყოფობის დაძლევაშიც კი ეხმარება - ამ დასკვნამდე ირლანდიელი მეცნიერები რამდენიმე პრაქტიკული კვლევისა და თეორიული გათვლის შემდეგ მივიდნენ. როგორც მათ გაარკვიეს, მამაკაცებს, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ
ზოგიერთს დეფეკაციის პროცესში თვალებიდან ცრემლები მოდის. ასეთი რეაქცია პარასიმპათიკური ნერვული სისტემის არაკორექტული მუშაობითაა განპირობებული: