გარდატეხის ასაკი და იმუნიტეტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გარდატეხის ასაკი და იმუნიტეტი

იმუნური სისტემის ფორმირება ასაკის მიხედვით

უფრო კარგად რომ გავარკვიოთ, კონკრეტულად რა მექანიზმებით რეგულირდება ეს პროცესები, რამდენად მართალია არსებული მოსაზრებები, მოკლედ გავიხსენოთ იმუნური სისტემის აგებულება და მისი მოქმედების მექანიზმები.

იდუმალი თიმუსი

ადამიანის გულმკერდის ღრუს ცენტრალურ ნაწილში, უშუალოდ მკერდის ძვლის უკან, მოთავსებულია იმუნური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ორგანო - მკერდუკანა ჯირკვალი, ანუ თიმუსი. იგი იმუნური სისტემის ცენტრალური ორგანოა, რომელშიც უშუალოდ მწიფდება სხეულის დამცავი ჯარისკაცები - ტ-ლიმფოციტები და მოგვიანებით სწორედ თიმუსში ყალიბდებიან ისინი ორგანიზმის მამაც მეომრებად.

თიმუსი, სხეულის სხვა დანარჩენ ორგანოთა მსგავსად, ასაკთან ერთად იზრდება, მაქსიმალურ მასას აღწევს 6 წლის ასაკში (28,5 გრამი), რის შემდეგაც იწყება მისი უკუგანვითარება და ზომით მცირდება. ეს პროცესი განსაკუთრებით მწვავედ 14-16 წლის, ეგრეთ წოდებულ გარდატეხის ასაკში იჩენს თავს, რაც იმუნურ სისტემაში მიმდინარე მეტად სერიოზულ და პრინციპულ ძვრებს უკავშირდება.

გარდატეხის ასაკში როგორ წარიმართება იმუნური სისტემის ფორმირება, მოზარდის ორგანიზმში როგორი იმუნური პასუხი დაფიქსირდება, ამაზე დიდადაა დამოკიდებული ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა მთელი სიცოცხლის მანძილზე.

გარდატეხის ასაკი - არამყარი პერიოდია, დამახასიათებელი იმუნოდეპრესიის გამო მას იმუნოგენეზის კრიტიკულ პერიოდსაც კი უწოდებენ.

გარდატეხის ასაკში იმუნოდეპრესიის გამომწვევი ფაქტორები

თიმუსის ნორმალურ მუშაობაზე ორგანიზმის სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს, რომელთა შორისაც განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰორმონების, შინაგანი ორგანოებისა და ფსიქოემოციური სისტემის გავლენა.

თუ გარდატეხის ასაკში თიმუსზე მოქმედი ფაქტორების გავლენის ხარისხს შევკრებთ, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნება, თითქოს ამ ასაკში ყველაფერი მხოლოდ იმუნური სისტემის ძალების დაქვეითებას ემსახურება.

დავიწყოთ ჰორმონებით - თიმუსზე დამთრგუნველად მოქმედებს გლუკოკორტიკოსტეროიდები და სასქესო ჰორმონები.

პარათირეოიდული ჰორმონი - ფარისებრახლო ჯირკვლების მიერ გამომუშავებული ჰორმონია, რომელიც იწვევს თიმუსის ატროფიას, ტ-ლიმფოციტების რაოდენობის შემცირებას და მათ ეფექტიან ქმედებას;

კორტიკოსტეროიდები - თიმუსზე მოქმედი ყველაზე მძლავრი ფაქტორია, ისინი ასუსტებენ ლიმფოიდური ქსოვილის პროლიფერაციას (გამრავლება) და ფუნქციას, მათი გავლენით ლიმფოციტებში აქტიურდება განსაზღვრული ფერმენტული სისტემა, რომელიც შერჩევითად ანადგურებს ლიმფოიდურ უჯრედებს.

ანალოგიური მოქმედება აქვს ტესტოსტერონს: ისიც საგრძნობლად ასუსტებს ლიმფოიდურ ქსოვილსა და იმუნური პასუხის სიმწვავეს, მის ძალას.

პროჟესტერონი - დიდი დოზებისას აგრეთვე იმუნოდეპრესიული აგენტია;

ანდროგენები - ზრდიან პარასიმპათიკური ვეგეტაციური ნერვული სისტემის ტონუსს და ამით აქვეითებენ იმუნიტეტს;

მათ გარდა, გარდატახის ასაკამდე თიმუსზე დამთრგუნველად მოქმედებს:

  • გენეტიკურად დაპროგრამებული თიმუსშიდა ფაქტორები;
  • ფსიქიკის ლაბილურობა;
  • ვეგეტაციური ნერვული სისტემის სისუსტე;
  • ნივთიერებათა ცვლის გადაძაბვა.

იმუნურ დეფექტს ეხმარება ისიც, რომ გარდატეხის ასაკში რამდენადმე იზრდება ორგანიზმის მოთხოვნილება არაორგანული ნივთიერებებისადმი, კვების პროდუქტებში რკინა, თუთია, სპილენძი, იოდი, სელენი, მაგნიუმი და სხვა მიკროელემენტების დეფიციტი ასევე აქვეითებს დამცავ და იმუნოგლობულინთა დონეს.

ასაკობრივი იმუნოდეფ იციტი და ორგანოები

ასაკობრივი იმუნოდეფიციტის განვითარებისას დიდია ასევე ყველა სისტემის ხარისხობრივი გარდაქმნა: მოზარდობის პერიოდში ანატომიურ-ფუნქციურად იცვლება ისეთი მნიშვნელოვანი ორგანოები, როგორებიცაა ჰიპოფიზი, თირკმელზედა ჯირკვლები, ფარისებრი და კუჭქვეშა ჯირკვალი, ძლიერდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები.

მატულობს უჯრედებისა და ქსოვილების დიფერენციაცია, სხეულის ზრდის პროცესების ინტენსივობა.

ვფიქრობ, ჩამოთვლილი ფაქტორების გავლენა საკმარისია იმ ორგანოს მუშაობის შესაფერხებლად, რომელიც სულ რამდენიმე გრამს იწონის, ამიტომ ორგანიზმში დაქვეითებული იმუნოგლობულინების კონცენტრაცია მოზარდებში ერთიათად ზრდის ტუბერკულოზის მიკობაქტერიის, იმუნოდეფიციტური ინფექციების (ჰერპესი), ქრონიკული ანთებითი დაავადებებით, აუტოიმუნური და ლიმფოპროლიფერაციული პათოლოგიებით დაავადების ალბათობას.

სწორედ ამიტომ, მოზარდის მშობლებს სპეციალისტები კრიტიკული ასაკის დასრულებამდე მოცდას ურჩევენ, რომ მშვიდ ფონზე დადგინდეს, რამდენად ძლიერი ან სუსტი იმუნური სისტემა აქვს მოზარდს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზუსტად განისაზღვროს, რა სახისა და სიმძლავრის დახმარება ესაჭიროება მას.

ყოველივე ეს კი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გარდატეხის ასაკის შემდგომ დაავადებები თავისთავად იკურნება, პათოლოგიური პროცესები კი სპონტანურად ქრება.