მედიცინის სფეროში ყველაზე პოპულარული ნობელის პრემიის ლაურეატების ტოპ-ათეული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მედიცინის სფეროში ყველაზე პოპულარული ნობელის პრემიის ლაურეატების ტოპ-ათეული

მე-10 ადგილზეა - ინსულინის შემქმნელი ფრედერიკ ბანტინგი. სხვათა შორის, ის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატია ამ უმაღლესი ჯილდოს არსებობის ისტორიაში - ბანტინგმა ნობელის პრემია 32 წლის ასაკში მიიღო.

მე-9 ადგილი - პოპულარობის მიხედვით ეს ადგილი ოტო ვარბურგმა დაიკავა, რომელმაც ნობელის პრემია “უჯრედული სუნთქვის” ბუნებისა და ფუნქციის აღმოჩენისთვის მიიღო. მან პირველმა აღწერა ის ბიოქიმიური პროცესები, რომლის დროსაც უჯრედებში ნახშირწყლები, ლიპიდები და ამინომჟავები ნახშირორჟანგამდე და წყლამდე იჟანგება.

მე-8 ადგილი - ეს ადგილი ფრენსის კრიკს მიაკუთვნეს. მას პრემია 1962 წელს ჯეიმს უოტსონთან და მორის უილკინსონთან ერთად გადასცეს. ამ მეცნიერებმა ერთად შეისწავლეს ნუკლეინის მჟავების მოლეკულური სტრუქტურა და მათი მნიშვნელობა ცოცხალ სისტემებში ინფორმაციის გადაცემისათვის. მოკლედ რომ ვთქვათ, მათ ნობელის პრემია დნმ-ს შესწავლისთვის მიენიჭათ.

მე-7 ადგილი - მეშვიდე ადგილზეა შარშანდელი ლაურეატი, უილიამ კემპბელი (პრემია გაიყო სატოსი ომურთან და იუიუ ტუსთან). ამ მეცნიერებმა ერთ-ერთი სოკოს ცხოველქმედების პროდუქტებზე დაფუძნებული წამლების ახალი კლასის აღმოჩენა შეძლეს, რამაც პარაზიტული ჭიებით ინვაზიის ეფექტური მკურნალობის საშუალება წარმოშვა.

მე-6 ადგილი - პოპულარობის მიხედვით მეექვსედ კარლ ლანდშტაინერი დასახელდა. მან ნობელის პრემია 1930 წელს მიიღო ადამიანის სისხლის ჯგუფების აღმოჩენის გამო. სწორედ ამის შედეგად სამედიცინო პრაქტიკაში ფართოდ დაინერგა სისხლის გადასხმის პროცედურები.

მე-5 ადგილი - მეხუთე ადგილზეა იუიუ ტუ - პირველი ქალი, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეა. მას ნობელის პრემია გასულ წელს უილიამ კემპბელთან ერთად გადასცეს.

მე-4 ადგილი - ეს საპატიო ადგილი რობერტ კოხს მიენიჭა 1905 წელს ტუბერკულოზის ჩხირის აღმოჩენისთვის.

მე-3 ადგილზე კი გახლავთ ჯეიმს უოტსონი, რომელსაც ნობელის პრემია გადაეცა 1962 წელს დნმ-ს მოლეკულური სტრუქტურის შესწავლის გამო.

მე-2 ადგილი - მეორე პოზიციაზეა პენიცილინის აღმომჩენი ალექსანდრ ფლემინგი. მან ნობელის პრემია 1945 წელს ჰოვარდ ფლორთან და ერნსტ ბორის ჩეინთან ერთად მიიღო.

1-ლი ადგილი - ნობელის პრემიის კომიტეტის საიტზე, პოპულარობის მიხედვით, ლიდერი (მედიცინისა და ფიზიოლოგიის სფეროში) ივანე პავლოვია. მას პრემია 1904 წელს მიანიჭეს ნაშრომის გამო, რომელსაც დიდმა მეცნიერმა “საჭმლის მომნელებელი სისტემის ფიზიოლოგია” უწოდა.