GPS-ნავიგატორები ტვინის სივრცეში ორიენტაციაზე პასუხისმგებელ ზონას „თიშავს“ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

GPS-ნავიგატორები ტვინის სივრცეში ორიენტაციაზე პასუხისმგებელ ზონას „თიშავს“

კვლევაში მონაწილე 24 მოხალისეს გზა უნდა გაეგნო ლონდონის ერთ-ერთი კვარტლის კომპიუტერულ ვერსიაში. სპეციალისტები აკვირდებოდნენ მოხალისეების ჰიპოკამპისა (მეხსიერების ცენტრი) და პრეფრონტალური ქერქის აქტივობას.

კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც მონაწილეები ნავიგატორის გარეშე ეძებდნენ გზას, ტვინის ორივე უბანში აქტივობა იზრდებოდა და ის განსაკუთრებით შესამჩნევი იყო მაშინ, თუ მოხალისეები ხვდებოდნენ ქუჩების მიხვეულ-მოხვეულ ლაბირინთებში. თუმცა ინსტრუქციით მოქმედებისას (ანუ სიტუაციაში, რომელიც GPS-ნავიგატორის გამოყენების ან მობილური ტელეფონის სპეციალური აპლიკაციის მსგავსი იყო) აქტიურობის დონე არ იზრდებოდა.

ლალი ჩხიკვაძე