რა საფრთხეს უქმნის ორგანიზმს ალკოჰოლის მერე ყავის დალევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა საფრთხეს უქმნის ორგანიზმს ალკოჰოლის მერე ყავის დალევა

სხვადასხვა სახეობის ღვინოში შაქრის შემცველობა განსხვავებულია. ტკბილ ღვინოში ის მეტია, ვიდრე მშრალში. 1 ბოკალ მშრალ ღვინოში დაალოებით 1 გრ შაქარია, 1 ჭიქა გლინტვეინში - 100 გრ-მდე შაქარი. ამარეტოს ერთი პორცია 35 გრ შაქარს შეიცავს. შედარებით ნაკლებია შაქარი მაგარ სასმელებში.

ლუდის ჭარბად მოხმარება ხელს უწყობს ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას, ზრდის გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკს. ზოგიერთი მწარმოებელი ქიმიურ დანამატებს, მაგალითად კობალტის შენაერთებს იყენებს, რაც ქაფის წარმოქმნას ზრდის. კობალტი გულის კუნთში ანაცვლებს კალციუმს, თუმცა იგივე ფუნქციას ვერ ასრულებს, რაც გულის უკმარისობას იწვევს.

კოფეინის შემცველ სასმელებთან ერთად (ყავა, ჩაი, ენერგეტიკული სასმელები) ალკოჰოლის მიღება ზრდის მათ აღმგზნებ მოქმედებას და ორგანიზმზე დატვირთვას, რაც გულისცემის გახშირებას, არტერიული წნევის მატებასა და ნევროზის განვითარებას იწვევს. კოფეინი ზრდის მიოკარდიუმის ჟანგბადის მოხმარებას, ამიტომ ალკოჰოლის შემდეგ ყავის მიღება მნიშვნელოვნად თრგუნავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და ზრდის საშიში არითმიის განვითარების ალბათობას.

ძალიან მავნებელია ალკოჰოლთან ერთად ტკბილი გაზიანი სასმელის მიღება. მათ შემადგენლობაში მრავალი ქიმიური დანამატია. არომატიზატორების სახით იყენებენ ნატრიუმის ბენზოატს

(Е211), რომელიც კანცეროგენულია და ასკორბინის მჟავასთან ერთად გარდაიქმნება ტოქსიურ ბენზოლად. ნახშირმჟავას გაზი აღიზიანებს კუჭის ლორწოვანს და შეიძლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების გამწვავების პროვოცირება გამოიწვიოს. ის ასევე ანადგურებს ნაწლავის მიკროფლორას. კონსერვანტები ხელს უწყობს შარდგამომყოფ გზებში კენჭების წარმოქმნას. კონსერვანტი Е300 - ლიმონმჟავა - მოქმედებს კარიესის განვითარებაზე. მეორე კონსერვანტი ორთოფოსფორის მჟავა (Е 338) – ორგანიზმს კალციუმით აღარიბებს, რაც ოსტეოპოროზს იწვევს.

ლალი ჩხიკვაძე