ვაქარწყლებთ სამედიცინო მითებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვაქარწყლებთ სამედიცინო მითებს

ბრიტანელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა, რეჯესტრიფის უნივერსიტეტის თანამშრომელმა - აარონ კეროლმა და ინდიანას უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერმა - პეიჩერ ბრიმანმა, გააქარწყლეს რამდენიმე სამედიცინო მითი, რომლებიც ხშირად პრევალირებდა პოპულარულ გამოცემებსა თუ სატელევიზიო გადაცემებში. სხვათა შორის, მტკიცებულებათა მოძიებამდე ზოგიერთი მითის ტყვეები თავადაც იყვნენ...

მითი 1

მამაკაცს სექსისგან შეიძლება ინფარქტი დაემართოს

ფაქტი: ეს არასწორია. საშიშროება მეტად გადაჭარბებულია იმ მამაკაცებზე შექმნილი მხატვრული ლიტერატურისა თუ ფილმების მიხედვით, რომლებმაც “დანაშაულის” ადგილზე სული ღმერთს მიაბარეს.

როგორია ფაქტები? კვლევებით დადგინდა, რომ 50 წლის არამწეველი მამაკაცისთვის მილიონიდან ერთი შანსია, რომ რომელიმე მომენტში ინფარქტი დაემართოს. სქესობრივი აქტის დროს კი ეს შანსი მილიონიდან ორ შემთხვევამდე იზრდება. თუმცა პრაქტიკულად არარსებული რისკის გაორმაგების შემთხვევა იმას ნიშნავს, რომ რისკი მაინც ძალიან მცირეა.

თანამდევი მითი: სექსი - ფიზიკური ვარჯიშის ფორმაა. სინამდვილეში კი სქესობრივი აქტის დროს დატვირთვა მესამე სართულამდე ასვლისას მიღებული დატვირთვის იდენტურია.

მითი 2

მაღალი არტერიული წნევა თავის ტკივილს იწვევს

ეს მხოლოდ ნაწილობრივი სიმართლეა. თავის ტკივილი მხოლოდ ასტრონომიული სიმაღლის არტერიულმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს, ეს კი იშვიათი შემთხვევაა.

სინამდვილეში მაღალ არტერიულ წნევას თითქმის არავითარი სიმპტომი არ ახასიათებს. ეს დაავადებაც კი არ არის, უფრო მეტად რისკის ფაქტორია და სწორედ ამიტომ მკურნალობა მიმართულია ინსულტისა და ინფარქტის შესაძლო განვითარების შანსის შემცირებისა და არა თვითშეგრძნების გაუმჯობესებისკენ.

თანამდევი მითი: მაღალი არტერიული წნევა თავბრუხვევას იწვევს. არა, თავბრუ - ეს მკურნალობის გვერდითი მოვლენაა.

მითი 3

დიაბეტით დაავადებულებს ყოველთვის უნდათ შაქარი (ტკბილეული)

დიაბეტით შეპყრობილებმა მიღებული შაქრის რაოდენობა უნდა შეამცირონ, ზოგჯერ კი მათ აუცილებლად სჭირდებათ შაქარი, მაშინ, როცა სისხლში გლუკოზის რაოდენობა მკვეთრად ეცემა. იმის თქმა, რომ შაქრის მოთხოვნილება - იგივე დიაბეტია, არასწორია.

როგორია ფაქტები? დიაბეტი შაქრის სიჭარბით კი არ არის გამოწვეული, უბრალოდ, დიაბეტით დაავადებული ადამიანის ორგანიზმს შაქრის ათვისება არ შეუძლია.

თანამდევი მითი: დიაბეტით დაავადებულებმა აუცილებლად უნდა შეიძინონ ნაკლები შაქრის შემცველი სპეციალური პროდუქტები და სასმელები. ეს მცდარია, საკმარისია ჯანმრთელი დიეტა.

მითი 4

ქალბატონებმა აუცილებლად უნდა შეიმოწმონ სარძევე ჯირკვლები

ნაწილობრივ სწორია. თუმცა კვლევებმა აჩვენეს, რომ რეგულარული თვითშემოწმება უშედეგოა სწორედ კიბოს დასადგენად, რადგან ეს მანიპულაცია საკმარისად ზუსტი არ არის სიმსივნის აღმოსაჩენად. თვითშემოწმება გარკვეულად საზიანოც კი შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან ხშირი შემოწმებისას მკვეთრად მატულობს ადამიანთა შიშისა და შეშფოთების გრძნობა.

თანამდევი მითი: არსებობს მკვეთრი პარალელი მამაკაცის სათესლე ჯირკვლების რეგულარულ თვითშემოწმებასთან - კიდევ ერთ საეჭვო ქმედებასთან, რომელსაც ჯერ კიდევ ჰყავს გამზიარებლები, იმიტომ რომ ეს არცთუ ცუდ იდეად მოჩანს.

მითი 5

დიეტა ქოლესტერინის დონის დაქვეითებაში გვეხმარება

სრულებით არასწორი მოსაზრებაა. თუ ორგანიზმში ქოლესტერინის დონე მართლაც უნდა დაქვეითდეს, ამისთვის ექიმები მხოლოდ დიეტას იშვიათად გვირჩევენ.

როგორია ფაქტები? ჯანმრთელი დიეტა - ეს მართლაც კარგია. მაგრამ თუ ქოლესტერინის დაქვეითება მოინდომეთ, გულდაწყვეტილი დარჩებით. რაც უნდა გაიტანჯოთ სხვადასხვა დიეტით, ქოლესტერინის დონეს 10%-ით თუ შეამცირებთ. როცა ქოლესტერინის ოდენობას დიეტით ამცირებთ, ღვიძლი უფრო მეტი ქოლესტერინის გამომუშავებას იწყებს. სისხლში მომატებული ქოლესტერინის მკურნალობა კი ძირითადად სტატინებითა და სხვა პრეპარატებით წარმოებს.

თანამდევი მითი: ქოლესტერინის მაღალი დონე პანიკის მაპროვოცირებელია. სინამდვილეში კი, ის მაღალი არტერიული წნევის მსგავსად, მხოლოდ რისკფაქტორია, რომელსაც სამომავლოდ შეუძლია პრობლემების განვითარების რისკის გაზრდა.

მითი 6

თავის ტკივილი შეიძლება ტვინის სიმსივნის სიმპტომი იყოს

სრულებით მცდარი მტკიცებაა. ამ თავის ტკივილისგან უბრალო სტატისტიკა გაგათავისუფლებთ - უბნის თერაპევტი ამ სიმპტომს (თავის ტკივილს) დღეში უამრავს ხვდება, მაგრამ მთელი მისი პრაქტიკის მანძილზე ორიოდე შემთხვევაში თუ აღმოაჩენს სიმსივნეს. ამ უსიამოვნო დიაგნოზისას თავის ტკივილს სხვა სიმპტომებიც უნდა ახლდეს.

მითი 7

არ შეიძლება ანტიბიოტიკებთან ერთად ალკოჰოლის მიღება

არასწორი ფაქტია. მხოლოდ მეტრონიდაზოლია გამონაკლისი. სინამდვილეში ალკოჰოლი და თითქმის ყველა ანტიბიოტიკი არ ურთიერთქმედებენ, ან იმდენად მცირედ ურთიერთქმედებენ, რომ ეს არაფერზე მოქმედებს. გამონაკლისი მხოლოდ მეტრონიდაზოლია, რომელიც მრავალი ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება. მასთან ერთად მცირე დოზით ალკოჰოლის მიღებაც კი გულისრევას იწვევს.

თანამდევი მითი: ანტიბიოტიკებით მკურნალობის კურსი ყოველთვის ბოლომდე უნდა მიიყვანოთ. ჩვეულებრივ, მრავალ შემთხვევაში ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

მითი 8

დაღლილობა შეიძლება ანემიით იყოს გამოწვეული

ეს არასწორია. სინამდვილეში დაღლილობა საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა და სხვა სიმპტომების გარეშე სტრესით და არასაკმარისი ფიზიკური ვარჯიშით აიხსნება. ანემიის მსუბუქი ფორმა, რკინის უკმარისობით გამოწვეული, ჩვეულებრივი მოვლენაა, განსაკუთრებით - ქალბატონებთან. დაღლილობისას ხშირად იკეთებენ სისხლის ანალიზს, ამ დროს შეიძლება მართლაც გამოვლინდეს ანემია, რომელსაც შეცდომით თვლიან დაღლილობის მიზეზად.

მითი 9

გრიპზე აცრით შეიძლება გრიპით დაინფ იცირდე

ეს არასწორია. აცრისას შეიძლება ოდნავ აგტკივდეთ ხელი ან, უარეს შემთხვევაში, სხეულის ტემპერატურამ უმნიშვნელოდ აიწიოს.

სინამდვილეში ვაქცინაში არ არის ცოცხალი ვირუსები და სწორედ ამიტომ შეუძლებელია მან გრიპი გამოიწვიოს. ჩვეულებრივ, აცრას შემოდგომით იკეთებენ, ამ დროს უკვე ვირუსული დაავადებების პიკია და ბევრ ადამიანს ვირუსი შეიძლება აცრამდე, ან აცრიდან უახლოეს პერიოდში შეეყაროს. ისინი შეცდომით თვლიან ამას გრიპად და ყველაფერს ვაქცინაციას აბრალებენ. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ადამიანების უმრავლესობა უბრალო გაციებასაც ხშირად გრიპს უწოდებს.

თანამდევი მითი: ბევრს ჰგონია, რომ თუ ჯანმრთელია, გრიპზე აცრა არ სჭირდება. სინამდვილეში კი აცრა რეკომენდებულია 65 წელს გადაცილებული იმ ადამიანებისთვისაც, ვინც ჯანმრთელია და თავს კარგად გრძნობს.