დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას კოღოებისგან დასაცავად რეკომენდაციებს სთავაზობს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას კოღოებისგან დასაცავად რეკომენდაციებს სთავაზობს

მისივე თქმით, აღნიშნული საშუალებები ლოსიონის, სპრეის, კრემის, თუ სხვა სახით აფთიაქებსა და ტურისტულ მაღაზიებში იყიდება. ასევე, რეკომენდებულია ფანჯრებსა და კარებზე მწერებისგან დამცავი ბადეების გამოყენება. "თუკი ეზოში პატარა გუბე, ტბორი გაქვთ და მას მიწას მიაყრით, ასეთ შემთხვევაში კოღო არ გამრავლდება. ორღობეებში, არხებში წყალი თუ მოძრაობს, კოღო არ გამრავლდება, წყალი თუ გაჩერდა, მაშინ გამრავლდება. ამიტომ ყველამ რომ თავისი სახლის წინ მონაკვეთი გაწმინდოს, კოღო აღარ გამრავლდება", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მისივე ინფორმაციით, უკვე 5 წელია, რაც საქართველოში ადგილობრივი მალარიის შემთხვევები აღარ ფიქსირდება და წელიწადში 3-4 შემოტანილი შემთხვევა ვლინდება. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, შავიზღვისპირეთში, სადეზინსექციო სამუშაოები ივნისის შემდეგ აგვისტოში ხელმეორედ ჩატარდება.

"ძალიან კარგი ვითარებაა შავი ზღვისპირეთში. ასეთი წყნარი ვითარება დიდი ხანია არ ყოფილა ყველა მიმართულებით. მათ შორის, მწერების მხრივ, რადგან ივნისში დამუშავდა და ახლა აგვისტოში მეორეჯერ დამუშავდება შავიზღვისპირეთი. კოღოს ბუნებაში ვერავინ მოსპობს. სადეზინსექციო სამუშოები უკვე მიმდინარეობს იქ, სადაც საჭიროა", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.