არსებითი ნიშნების გამოყოფის მეთოდიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

არსებითი ნიშნების გამოყოფის მეთოდიკა

ინსტრუქცია თვითშემოწმებისათვის: ტესტში მოცემულია სიტყვები: ერთი - ფრჩხილების წინ და ხუთი - ფრჩხილებში. ფრჩხილებში არსებული ხუთი სიტყვიდან უნდა შეარჩიოთ მხოლოდ ორი ისეთი სიტყვა, რომლებიც, თქვენი აზრით, ყველაზე მეტად მიესადაგება ფრჩხილების წინ მოცემულს. მაგალითად, ფრჩხილების წინ მოცემულია სიტყვა "ბაღი", ფრჩხილებში კი შემდეგი სიტყვებია: "მცენარე, მებაღე, ძაღლი, ღობე, მიწა". ბაღი შესაძლოა არსებობდეს ძაღლის, ღობისა და მებაღის გარეშეც კი, მაგრამ

მიწისა და მცენარეების გარეშე ის წარმოუდგენელია. გამოდის, რომ სწორი პასუხია "მიწა" და "მცენარე".

1. ბაღი (მცენარე, მებაღე, ძაღლი, ღობე, მიწა)

2. მდინარე (ნაპირი, თევზი, მეთევზე, ბადე, წყალი)

3. ქალაქი (ავტომანქანა, შენობები, ხალხმრავლობა, ქუჩა, ველოსიპედი)

4. ფარდული (სათივე, ცხენი, სახურავი, საქონელი, კედლები)

5. კუბი (კუთხეები, ნახაზი, გვერდი, ქვა, ხე)

6. გაყოფა (კლასი, გასაყოფი, ფანქარი, გამყოფი, ქაღალდი)

7. ბეჭედი (დიამეტრი, ალმასი, სინჯი, გარშემოწერილობა, ოქრო)

8. კითხვა (თვალები, წიგნი, სათვალე, ტექსტი, სიტყვა)

9. გაზეთი (სიმართლე, ამბავი, კროსვორდი, ქაღალდი, რედაქტორი)

10. თამაში (ბანქო, მოთამაშენი, კოჭი, დასჯა, წესები)

11.  ომი (თვითმფრინავი, ქვემეხი, ბრძოლა, იარაღი, ჯარისკაცები)

12. წიგნი (ნახატები, მოთხრობები, ქაღალდი, სათაური, ტექსტი)

13. მღერა (ბგერა, ხელოვნება, ხმა, აპლოდისმენტები, მელოდია)

14. მიწისძვრა (ხანძარი, სიკვდილი, ბიძგები, ხმაური, წყალდიდობა)

15. ბიბლიოთეკა (მაგიდები, წიგნები, სამკითხველო დარბაზი, გასახდელი კარადა, მკითხველები)

16. ტყე (ნიადაგი, სოკოები, მონადირე, ხე, მგელი)

17. სპორტი (მედალი, ორკესტრი, შეჯიბრება, გამარჯვება, სტადიონი)

18. საავადმყოფო (ნაგებობა, ნემსები, ექიმი, თერმომეტრი, ავადმყოფები)

19. სიყვარული (ვარდები, გრძნობები, ადამიანი, პაემანი, ქორწილი)

20. პატრიოტიზმი (ქალაქი, სამშობლო, მეგობრები, ოჯახი, ადამიანი)

პასუხები (გასაღები)

1. მცენარეები, მიწა;

2. ნაპირი, წყალი;

3. შენობები, ქუჩა;

4. სახურავი, კედლები;

5. კუთხეები, გვერდი;

6. გასაყოფი, გამყოფი;

7. დიამეტრი, გარშემოწერილობა;

8. თვალები, ტექსტი;

9. ქაღალდი, რედაქტორი;

10. მოთამაშენი, წესები;

11.  ბრძოლა, ჯარისკაცები;

12. ქაღალდი, ტექსტი;

13. ხმა, მელოდია;

14. ბიძგები, ხმაური;

15. წიგნები, მკითხველები;

16. ნიადაგი, ხე;

17. შეჯიბრება, გამარჯვება;

18. ექიმი, ავადმყოფები;

19. გრძნობები, ადამიანი;

20. სამშობლო, ადამიანი.

ჩვეულებრივ, ამ ტესტს აზროვნების გამოსაცდელ სხვა ტესტებთან კომპლექსურად იყენებენ. მისი შევსებისას გამოსაცდელ პირს დამატებითი შეკითხვები უჩნდება. მათი ჩანიშვნა და შემდგომი ანალიზი ასევე მეტად მნიშვნელოვანია პიროვნების აზროვნებისა და ზოგადად ფსიქოლოგიური პორტრეტის შეფასებისას. ჩვენი ჟურნალის მკითხველს ორი სწორი სიტყვის შერჩევისას მხოლოდ საკუთარ აზროვნებასა და ანალიზზე მოუწევს დაყრდნობა, გამომცდელის დამატებითი კონსულტაციისა და რჩევების გარეშე.

სწორი პასუხების რაოდენობა: 20; 19; 18; 17-16; 15-14; 13-12; 11-10; 9.

შეფასება: 10; 9; 8; 7; 6; 5; 4; 3.

ინტერპრეტაცია

თუ თქვენს პასუხებში შეცდომები სწორ ვერსიებს აჭარბებს, ეს იმის მანიშნებელია, რომ თქვენში აზროვნების კონკრეტულ-სიტუაციური სტილი დომინირებს აბსტრაქტულ-ლოგიკურზე.