სამედიცინო ტესტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამედიცინო ტესტი

 

1. როგორ სიზმრებს ხედავთ?

ა) დრამატულს (საშინელს);

ბ) გაურკვეველსა და უცნაურს;

გ) სასიამოვნოს;

დ) ძირითადად ეროტიკულს.

2. რაზე ფიქრობთ ყველაზე ხშირად დილაობით, ახალგამოღვიძებული?

ა) იმაზე, როგორი ამინდი იქნება;

ბ) საყვარელ სამუშაოზე;

გ) სამუშაოზე, რომელიც არ გიყვართ, მაგრამ უნდა შეასრულოთ;

დ) საყვარელ ადამიანზე.

ე) ადამიანზე, რომელიც არ გსიამოვნებთ.

3. როგორ საუზმობთ ჩვეულებრივ?

ა) სუფრის გაწყობით, რასაც გარკვეულ დროს უთმობთ;

ბ) საუზმობისას ჩივით იმაზე, რომ ვერ გამოიძინეთ;

გ) საუზმობისას გიყვართ საუბარი;

დ) ჩქარ-ჩქარა საუზმობთ, რადგან ხშირად გაგვიანდებათ.

4. როდესაც გაზეთს კითხულობთ, უპირველესად რაზე ამახვილებთ ყურადღებას?

ა) პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიახლეებზე;

ბ) სპორტის სიახლეებზე;

გ) კულტურის სფეროს მასალებზე;

დ) იუმორისტულ ჩანართებსა და ნაკვესებზე.

5. როგორ რეაგირებთ საგანგებო მოვლენის, სკანდალისა თუ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის ამოკითხვისას?

ა) არანაირად არ რეაგირებთ, ეს თქვენ არ გაინტერესებთ;

ბ) წუხხართ და ნერვიულობთ, რომ მსგავსი რამ თქვენ არ შეგემთხვათ;

გ) ბრაზობთ და აღშფოთებას გამოთქვამთ იმის გამო, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებს არ შესწევთ მსგავსი ფაქტების აღკვეთის უნარი;

დ) მომხდარ ფაქტს განიხილავთ როგორც ნორმალურ, მოსალოდნელ, ჩვეულებრივ შემთხვევას.

6. როგორ იქცევით უცნობ ადამიანთან შეხვედრისას?

ა) უყოყმანოდ ენდობით;

ბ) ელოდებით, რომ ის რაღაცას გკითხავთ;

გ) ინტერესით აკვირდებით მას;

დ) თვალყურს ადევნებთ, მაგრამ განსაკუთრებული ინტერესის გარეშე.

7. რას აკეთებთ მაშინ, როცა შენიშნავთ, რომ ვიღაც საგულდაგულოდ გათვალიერებთ ქუჩაში, მეტროში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას?

ა) მღელვარება გეუფლებათ იმის გამო, რომ რაღაც წესრიგში არ გაქვთ ან სასაცილოდ გამოიყურებით;

ბ) არ გსიამოვნებთ, ეს ცუდად მოქმედებს თქვენზე;

გ) იყურებით სარკეში, ეძებთ მინას, რომ დაინახოთ საკუთარი გამოსახულება;

დ) ყურადღებასაც კი არ აქცევთ ასეთ ფაქტს.

8. როდესაც საჭირო მისამართს ეძებთ უცხო ქალაქში, გირჩევნიათ:

ა) დაიქირაოთ ტაქსი;

ბ) ჰკითხოთ ამის შესახებ ნაცნობებს;

გ) თავად ცდილობთ მიგნებას;

დ) მუდმივად შიშობთ, რომ ვერ იპოვით, ვერ მიაგნებთ.

9. როგორი ფიქრებით იწყებთ სამუშაო დღეს?

ა) იმედით, რომ ის წარმატებული იქნება;

ბ) სურვილით, რომ ის მალე დამთავრდეს;

გ) თანამშრომლებთან სასიამოვნო საუბრისა და კოლეგებთან საინტერესო შეხვედრების მოლოდინით;

დ) იმედით, რომ ამ დღეს უსიამოვნებები არ გელოდებათ.

10. როცა თამაშს აგებთ, ეს თქვენ:

ა) განწყობას გიფუჭებთ და ფიქრობთ, რომ ცუდი დღე იყო თქვენთვის;

ბ) გაიძულებთ ითამაშოთ მანამ, სანამ არ მოიგებთ;

გ) არ განერვიულებთ, რადგან მიგაჩნიათ, რომ თამაში თამაშია და ვიღაცამ უნდა წააგოს;

დ) გაიძულებთ, იფიქროთ იმ ხერხებსა და საშუალებებზე, რომლითაც შესაძლებელია მოგება.

11. როდესაც სუფრას უზიხართ და განსაკუთრებით გემრიელი კერძის მცირე ულუფას გაწვდიან:

ა) სასწრაფოდ შეექცევით;

ბ) გეშინიათ, რომ შეიძლება, წონაში მოიმატოთ;

გ) შეექცევით, მაგრამ სინდისი გქენჯნით;

დ) შიშობთ, რომ შესაძლოა, თქვენმა კუჭმა ის არ მიიღოს.

12. როდესაც ჩხუბი გიწევთ იმ ადამიანთან, რომელიც გესიმპათიურებათ:

ა) შიშობთ, საბოლოოდ არ გაგიფუჭდეთ მასთან ურთიერთობა;

ბ) მშვიდად ხვდებით ამ ფაქტს, რადგან მიგაჩნიათ, რომ ეს გარდაუვალია და ამას გარკვეული მნიშვნელობაც აქვს;

გ) ფიქრობთ, რომ მალევე შერიგდებით და ყველაფერი კარგად იქნება;

დ) მიგაჩნიათ, რომ ეს გარკვეულწილად კარგიცაა, რადგან ურთიერთობები ადამიანებს შორის ყოველმხრივ "რბილ" არ უნდა იყოს.

13. როდესაც სააბაზანოში საკუთარ სხეულს უყურებთ:

ა) ნორმალურად აღიქვამთ, თუმცა მიგაჩნიათ, რომ უფრო უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო;

ბ) ფიქრობთ, რომ უნდა დაიკლოთ ზედმეტი წონა და ამისთვის დიდი შრომა მოგიწევთ;

გ) მიგაჩნიათ, რომ თქვენი სხეული განსაკუთრებულს არაფერს წარმოადგენს;

დ) იმავ წამს იღებთ გადაწყვეტილებას, რომ უნდა დაკავდეთ ტანვარჯიშით.

14. რამდენად უშუალო ხართ სასიყვარულო ურთიერთობებში?

ა) მთელი არსებით ეძლევით სიყვარულს, თუნდაც ის ხანმოკლე იყოს;

ბ) განუწყვეტლივ აანალიზებთ თქვენს ურთიერთობებს და ფიქრობთ იმაზე, რამდენად სასიამოვნოა პარტნიორისთვის თქვენი გრძნობების გამოხატვა;

გ) მუდმივად რაღაც გთრგუნავთ, სულ აფორიაქებული და შეწუხებული ხართ, მთლიანად ვერ ეძლევით გრძნობებს;

დ) არაფერზე ღელავთ, თავს კარგად და თავისუფლად გრძნობთ.

15. გაიარეთ სამედიცინო შემოწმება, ელოდებით შედეგებს...

ა) შიშობთ, არ აღმოგაჩნდეთ რომელიმე სერიოზული დაავადება;

ბ) დარწმუნებული ხართ, რომ ექიმი მაინც არ გეტყვით სიმართლეს;

გ) ფიქრობთ, რომ სერიოზული არაფერი გჭირთ და არაფერია საშიში;

დ) მიგაჩნიათ, რომ ყოველმა ადამიანმა უმჯობესია დროულად შეიტყოს სიმართლე საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ.

16. რას გრძნობთ ყოველდღე ადამიანებთან ურთიერთობისას?

ა) ხან სალმიანი ხართ, ხანაც ცივი, ადამიანებიდან და ვითარებიდან გამომდინარე;

ბ) ხშირად უხერხულად გრძნობთ თავს და არ იცით, როგორ მოიქცეთ;

გ) ყურადღებით აკვირდებით ადამიანთა რეაქციებს თქვენს ქცევაზე, ყურად იღებთ იმას, რასაც თქვენზე ამბობენ;

დ) არც ისე იშვიათად გეჩვენებათ, რომ სხვებზე უკეთ არ იქცევით.

17. როგორ ემზადებით ხანგრძლივი მოგზაურობისთვის?

ა) საგულდაგულოდ გეგმავთ მას;

ბ) ეჭვი არ გეპარებათ, რომ რაღაც ისეთი მოხდება, რაც აუცილებლად შეგიშლით ხელს;

გ) მიგაჩნიათ, რომ ყველაფერი თავისთავად მოგვარდება და მაინცდამაინც არც სამზადისით იკლავთ თავს;

დ) გამგზავრებამდე პრაქტიკულად სულ აფორიაქებული ხართ და მხოლოდ გამგზავრების შემდეგ წყნარდებით.

18. ჩამოთვლილ ფერთაგან რომელს ანიჭებთ უპირატესობას?

ა) წითელს;

ბ) რუხს;

გ) მწვანეს;

დ) ლურჯს.

19. რას ეყრდნობით გადაწყვეტილების მიღებისას, ანუ რისი იმედი გაქვთ?

ა) წარმატების, გამართლების, რომ ეს იქნება ბედნიერი შემთხვევა;

ბ) მხოლოდ საკუთარი თავის;

გ) სწორად გათვლის, გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურად შეფასების;

დ) სხვადასხვა სახის მინიშნების (რომელი ფეხით ადექით, ქუჩაზე შემოგხვდათ თუ არა შავი კატა და ა.შ.).

ე) "ყველას თავისი ბედი აქვს".

20. თუ არჩევანის საშუალება მოგეცათ, რას მიანიჭებთ უპირატესობას?

ა) მიიღოთ მემკვიდრეობა;

ბ) მიაღწიოთ სტაბილურ წარმატებას პროფესიულ ასპარეზზე;

გ) შექმნათ რაიმე მნიშვნელოვანი მეცნიერებაში, ტექნიკაში, ხელოვნებაში და მოიპოვოთ აღიარება;

დ) შეხვდეთ საყვარელ ადამიანს, შეიძინოთ კარგი მეგობარი.

 

1

1

4

3

5

 

2

2

5

2

4

1

3

5

2

3

1

 

4

2

1

4

4

 

5

3

1

2

4

 

6

5

1

3

3

 

7

1

5

2

4

 

8

1

5

3

2

 

9

5

2

3

2

 

10

2

1

5

3

 

11

5

2

3

1

 

12

1

2

5

4

 

13

5

2

3

2

 

14

3

2

1

5

 

15

2

1

4

3

 

16

5

2

3

4

 

17

2

1

4

2

 

18

3

1

2

4

 

19

2

5

3

1

2

20

3

1

5

4

 

შეჯამებული ქულების მიხედვით

შეგიძლიათ განსაზღვროთ, რამდენად ოპტიმისტი ხართ:

91-100 ქულა - გადაჭარბებული ოპტიმიზმი, რეალური ცხოვრებისეული გარემოებებით განუპირობებელი, შეიძლება ითქვას,  გარკვეულწილად საღად აზროვნებას მოკლებულიც.

76-90 ქულა - ოდნავ მოჭარბებული,  მაგრამ მაინც ნორმალური ოპტიმიზმია, რომელიც ზოგჯერ ხელსაც კი გიშლით  ნაკლოვანებათა გაცნობიერება-გამოსწორებაში.

61-75 ქულა - ჯანსაღი რეალიზმია, რომელიც ნორმალურ ოპტიმიზმს ეფუძნება და სხვადასხვა სოციალურ სიტუაციაში  დომინირებს.

48-60 ქულა - ჯანსაღი მსოფლმხედველობაა, რომელსაც საკმაოდ ხშირად ახლავს პესიმიზმიც.

36-47 ქულა - უფრო ხშირად პესიმიზმი ჭარბობს, თუმცა ზოგჯერ ოპტიმიზმიც გამოანათებს.

24-35 ქულა - გადაჭარბებული და გამოუსწორებელი პესიმიზმია, რეალური ცხოვრებისეული გარემოებებით განუპირობებელი.