ოჯახის ბიოველი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოჯახის ბიოველი

5. ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში არსებობს გარემოებები, რომლებიც ურთიერთობათა ძლიერ დესტაბილიზაციას იწვევს.

6. ყველაზე უკეთ ოჯახურ გარემოში ვისვენებ.

7. ოჯახურ უსიამოვნებებს ყველა უმალვე ვივიწყებთ.

8. ოჯახის ზოგიერთი წევრის ესა თუ ის ჩვევა მეტისმეტად მაღიზიანებს.

9. მიმაჩნია, რომ ჩემი სახლი - ჩემი ციხესიმაგრეა.

10. სტუმრების მოსვლა, ჩვეულებრივ, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ოჯახურ ურთიერთობებზე.

11. ოჯახში ერთი ძალზე გაუწონასწორებელი პიროვნება გვყავს.

12. ოჯახის რომელიმე წევრი მაინც დამამშვიდებს, დამაწყნარებს და გამამხნევებს ხოლმე.

13. ჩვენი ოჯახის ერთ-ერთ წევრს ძალიან ცუდი ხასიათი აქვს.

14. ჩვენს ოჯახში ყველა კარგად ვუგებთ ერთმანეთს.

15. შემიმჩნევია, რომ სტუმრების მოსვლას მუდამ თან ახლავს წვრილმანი ან მნიშვნელოვანი ოჯახური კონფლიქტი.

16. როდესაც დიდი ხნით მივდივარ სახლიდან, ძალიან მენატრება მშობლიური კერა.

17. სტუმრად მოსული ნაცნობები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ჩვენს ოჯახში მშვიდი, იდილიური ატმოსფეროა.

18. ჩვენს ოჯახში დროდადრო დიდი უთანხმოებაც ხდება.

19. ოჯახში არსებული ატმოსფერო ხშირად მთრგუნავს.

20. შინ თავს მარტოსულად ვგრძნობ, მგონია, რომ არავის ვჭირდები.

21. ზაფხულობით მთელი ოჯახი ერთად ვისვენებთ.

22. შრომატევად სამუშაოს (მაგალითად, სახლის ძირფესვიან დალაგებას, სადღესასწაულო სამზადისს) მთელი ოჯახი ერთად ვასრულებთ.

23. ოჯახის წევრები ხშირად ერთად ვუკრავთ და ვმღერით.

24. ჩვენს ოჯახში მხიარულება და სილაღეა.

25. ჩვენს ოჯახში უფრო მეტად მძიმე, ნაღვლიანი, დაძაბული ატმოსფეროა.

26. მაღიზიანებს, რომ ჩემს ოჯახში ყველა ან თითქმის ყველა ხმამაღლა ლაპარაკობს.

27. ჩვენს ოჯახში არავის ეთაკილება ბოდიშის მოხდა შეცდომისა თუ მიყენებული წყენის გამო.

28. ჩვენს ოჯახში დღესასწაულებზე, როგორც წესი, საზეიმო სუფრა იშლება.

29. ჩვენს ოჯახში იმდენად არაკომფორტული გარემოა, რომ ხშირად სახლში მისვლა არც კი მინდა.

30. სახლში ხშირად მტკენენ გულს.

31. მუდამ მახარებს ჩვენს სახლში არსებული წესრიგი და სისუფთავე.

32. შინ დაბრუნებისას ხშირად არავის დანახვა და გაგონება არ მსურს.

33. ჩვენს ოჯახში ურთიერთობები საკმაოდ დაძაბულია.

34. მე ვიცი, რომ ოჯახში ვიღაც-ვიღაცები თავს მყუდროდ და კომფორტულად ვერ გრძნობენ.

35. ხშირად გვყავს სტუმრები.

მონაცემთა დამუშავება:

1, 2, 4, 6, 7, 9, 10, 12, 14, 16, 17, 21, 22, 23, 24, 27, 28, 31, 35 თეზისებზე “დიახ” პასუხის შემთხვევაში დაიწერეთ ერთი ქულა.

3, 5, 8, 11, 13, 15, 18, 19, 20, 25, 26,  29, 30, 32, 33, 34 თეზისებზე “არა” პასუხის შემთხვევაში დაიწერეთ ერთი ქულა.

ქულები შეაჯამეთ:

მყარად უარყოფითია ბიოველი, თუ მაჩვენებელი 0-დან 8-მდეა. ჩვეულებრივ,  ამ შუალედშია მოქცეული ისეთ წყვილთა მაჩვენებლები, რომლებიც დაშორებას აპირებენ, უკვე  დაშორდნენ ან რომელთა თანაცხოვრებაც აუტანელი და გაუსაძლისია. არამყარი ან გარდამავალია ოჯახის ბიოველი, თუ მაჩვენებელი 9-დან 15-მდეა. ასეთი მაჩვენებლები აქვთ წყვილებს, რომლებიც ნაწილობრივ იმედგაცრუებულნი არიან თანაცხოვრებით. გაურკვეველ ბიოველს 16-დან 22-მდე ქულა შეესაბამება. ის მიანიშნებს ოჯახში არსებულ ნეგატიურ ფაქტორებზე, თუმცა მთლიანობაში პოზიტიური ენერგეტიკა ჭარბობს. მყარად დადებითია ბიოველი, როდესაც მაჩვენებელი 23-დან 35-მდეა.