ტესტი ვენების მდგომარეობის საკონტროლოდ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტესტი ვენების მდგომარეობის საკონტროლოდ

1. აწუხებთ თუ არა ვენების ვარიკოზული დაავადება თქვენს მშობლებს? (არა 0; ერთ მათგანს +5; ორივეს  +10; მშობლებსაც და სხვა ნათესავებსაც +15)

2. დღის განმავლობაში დიდხანს გიწევთ ჯდომა ან დგომა? (არა 0; ზოგჯერ +5; ხშირად +10; მუდმივად  +15)

3. ბრტყელტერფიანი ხართ? (არა  0; კი +15)

4.  ჭარბი წონა გაქვთ? (არა 0; არა უმეტეს 10 კგ-ისა  +5; 20 კგ-მდე + 10; 20 კგ-ზე მეტი +15)

5. ირუჯებით მზეზე ან სოლარიუმში? იღებთ ცხელ აბაზანას ან დადიხართ აბანოში? (არა 0; ზოგჯერ  +5; ხშირად +10; სისტემატურად +15)

6. იცვამთ მოჭერილ, ვიწრო ტანსაცმელს, განსაკუთრებით - თეთრეულს? (არა 0; ზოგჯერ +5; ხშირად +10, სისტემატურად  +15)

7. იცვამთ ვიწრო, მოუხერხებელ ფეხსაცმელს, განსაკუთრებით - მაღალქუსლიანს? (არა 0; ზოგჯერ +5; ხშირად +10; მუდმივად +15)

8. გიწევთ სიმძიმეების აწევა (იგულისხმება როგორც ფიზიკური დატვირთვა სავარჯიშო დარბაზში, ასევე პროდუქტებით სავსე ჩანთების თრევა, ბავშვების ხელში აყვანა და სხვა)? (არა 0; ზოგჯერ +5; ხშირად +10; სისტემატურად +15)

9. მისდევთ სპორტის მძლეოსნურ სახეობებს, მაგალითად, ჩოგბურთს, რაგბის, თუნდაც ფეხბურთს და სხვა? (არა 0; ზოგჯერ +5; ხშირად +10; მუდმივად +15)

10. ხშირად გიწევთ ფრენა? (არა 0; წელიწადში ერთხელ +5; წელიწადში ორ-სამჯერ +10; წელიწადში სამზე მეტჯერ +15)

11. გაწუხებთ ღამღამობით ფეხის კუნთების კრუნჩხვა? (არა 0; ზოგჯერ +10; ხშირად +20; მუდმივად  +30)

12. დღის ბოლოს გრძნობთ სიმძიმეს ან ჩხვლეტას ფეხებში? (არა 0; ზოგჯერ +5; ხშირად +10; მუდმივად +20)

13. ჯდომისას ხშირად გაქვთ ფეხი ფეხზე გადადებული ან ხშირად ზიხართ ფეხებმოკეცილი? (არა  0; ზოგჯერ +5; ხშირად +10; მუდმივად +15)

14. ხშირად სტუმრობთ საცურაო აუზს? (არა 0; ზოგჯერ  - 5; ხშირად -10; სისტემატურად -15)

15. ხშირად სეირნობთ ფეხით? (იშვიათად 0; ზოგჯერ - 5; ხშირად - 10; მუდმივად - 20)

16. ხშირად მიირთმევთ ხილსა და ბოსტნეულს? (იშვიათად +10; ზოგჯერ 0; ხშირად -5; სისტემატურად -10)

17. ქალებისთვის: რამდენი ორსულობა გაქვთ გადატანილი? (არც ერთი 0; ერთი +10; ორი +20; სამი და მეტი +40)

დააჯამეთ შედეგები

50 ქულამდე - შეიძლება ითქვას, რომ თქვენს ვენებს საფრთხე არ ემუქრება. და მაინც, თუ ცოტას მოძრაობთ და დროის უდიდეს ნაწილს მჯდომარე ატარებთ, უმჯობესია, ყურადღება მიაქციოთ ვენების მდგომარეობას. დაძლიეთ მავნე ჩვევები, ნუ მოიმატებთ წონას.

50-დან 120 ქულამდე - თქვენ მიდრეკილი ხართ ვენების ვარიკოზული დაავადებისკენ ან უკვე გაქვთ ამ პათოლოგიის ადრეული სტადია. დროა, საფუძვლიანად გამოიკვლიოთ ვენების მდგომარეობა, მიიღოთ ექიმ ფლებოლოგის კონსულტაცია, აითვისოთ ვარჯიშთა სპეციალური კომპლექსი, უარი თქვათ სპორტის მძლეოსნურ სახეობებზე, მიატოვოთ საუნებსა და სოლარიუმებში სიარული. ბევრ უსიამოვნო სიმპტომს მოგიხსნით კომპრესიული ტრიკოტაჟის რეგულარული ხმარება.

120-დან 255 ქულამდე - დიდია ვენების ვარიკოზული დაავადების ალბათობა. განერიდეთ რისკფაქტორებს. აუცილებლად გაესინჯეთ ექიმ ფლებოლოგს. გაითვალისწინეთ მისი რეკომენდაციები. მასთან შეთანხმებით შეარჩიეთ პროფილაქტიკისა და მკურნალობის თქვენთვის ოპტიმალური პროგრამა.