ჯანმრთელობის მდგომარეობის დიაგნოსტიკა ხელნაწერით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანმრთელობის მდგომარეობის დიაგნოსტიკა ხელნაწერით

  • აიღეთ სუფთა ფურცელი (არ უნდა ჰქონდეს არც უჯრები და არც ხაზები!).
  • მოიმარჯვეთ უბრალო ფანქარი ან კალმისტარი (ფერადი ფანქარი და ფლომასტერი არ გამოგადგებათ!).
  • დაწერეთ დაახლოებით 10 სტრიქონი.
  • შემდეგ ქვემოთ მოყვანილი კრიტერიუმებით შეაფასეთ თქვენი ხელნაწერი.

ხელნაწერის ზოგადი ხარისხი

  • ყველა სიტყვა დაწერილია დაუდევრად - 3 ქულა.
  • შერეული სტილი; სიტყვების ნაწილი დაწერილია შედარებით ფაქიზად, ნაწილი - დაუდევრად - 8 ქულა.
  • ყველა სიტყვა დაწერილია მეტისმეტად ფაქიზად - 12 ქულა.

ასოთა შეერთება სიტყვებში

  • სიტყვაში თითქმის ყველა ასო განცალკევებულია ერთმანეთისაგან - 22 ქულა.
  • თითქმის ყველა ასო გადაბმულია - 18 ქულა.

ქაღალდზე ზეწოლის ძალა

  • ძლიერი (ქაღალდზე ზეწოლის კვალია) - 20 ქულა.
  • საშუალო - 14 ქულა.
  • სუსტი (ქაღალდთან შეხება ძლივს შესამჩნევია) - 7 ქულა.

სტრიქონების მიმართულება

  • სტრიქონები მიემართება ქვემოთ - 0 ქულა.
  • სტრიქონები თანაბარი და სწორია - 11 ქულა.
  • სტრიქონები მიემართება ზემოთ -15 ქულა.

ასოების ფორმა

  • კუთხოვანი - 18 ქულა.
  • განუსაზღვრელი ფორმისა - 9 ქულა.
  • მომრგვალო - 8 ქულა.

ასოების დახრილობა

  • სწორადაა დაწერილი - 9 ქულა.
  • ძლიერაა დახრილი მარჯვნივ - 5 ქულა.
  • სუსტადაა დახრილი მარჯვნივ - 13 ქულა.
  • სუსტადაა დახრილი მარცხნივ - 4 ქულა.
  • ძლიერაა დახრილი მარცხნივ - 1 ქულა.

ასოების ზომა

  • დიდი ზომის ასოები (7 მმ-ზე მეტი) - 19 ქულა.
  • საშუალო ზომის ასოები (5-7 მმ) -16 ქულა.
  • მცირე ზომის ასოები (3-5 მმ) - 6 ქულა.
  • მძივისებრი ანუ ძალიან მცირე ზომის ასოები (3 მმ-ზე ნაკლები) - 2 ქულა.

მიღებული ქულების დაჯამებით განსაზღვრეთ თქვენი ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაავადებებისადმი მიდრეკილება:

48 ქულაზე ნაკლები - ასეთი ხელნაწერი დამახასიათებელია ხანდაზმული ადამიანებისა და იმ პირთათვის, რომელთაც ძლიერ დაქვეითებული იმუნური სისტემა აქვთ.

48-დან 72 ქულამდე - ასეთი ხელნაწერის მქონე ადამიანები, ჩვეულებრივ, სხვადასხვა ნევროზით იტანჯებიან, მიდრეკილნი არიან სიმსუქნის, ალერგიისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემებისადმი. სამწუხაროდ, ეს კატეგორია ცხოვრების შედარებით უმოძრაო წესს მისდევს, რაც არის კიდეც მიღებული შედეგის მთავარი მიზეზი.

72-დან 95 ქულამდე - ასეთი ხელნაწერის მქონე ადამიანები მყარი ფსიქიკით გამოირჩევიან. ისინი ხშირად ცივდებიან, აწუხებთ ძილის სხვადასხვა სახის დარღვევა. მიდრეკილნი არიან ინფარქტებისა და ენდოკრინული დაავადებებისადმი.

95-დან 105 ქულამდე - ასეთი ხელნაწერის მქონე ადამიანებს ახასიათებთ მომატებული არტერიული წნევა. ხშირად არ ასრულებენ (არ იცავენ) ექიმის დანიშნულებას. მიდრეკილება აქვთ დიაბეტისა და ართრიტებისადმი.

105 ქულაზე მეტი - ასეთი ხელნაწერი აგრესიული ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი. ისინი კუჭის წყლულით ან გულის დაავადებებით იტანჯებიან. ხშირად სხვადასხვა სტიმულატორზე (ალკოჰოლი, ნარკოტიკული საშუალებები, დამამშვიდებელი პრეპარატები) დამოკიდებულება აღენიშნებათ.