რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
საახალწლო ტესტი
საახალწლო ტესტი
ახალი წელი მრავალი ჩვენგანის საყვარელი დღესასწაულია. სასიამოვნო მოულოდნელობებს, საჩუქრებს, სიურპრიზებს, მხიარულებას, კარგ დროსტარებას და ვინ მოთვლის, რას აღარ ელიან მოყვარულები ამ ზეიმზე. უპასუხეთ ტესტის კითხვებს და შეიტყვეთ, როგორ გიჯობთ შეხვდეთ ახალ წელს. სავარაუდო პასუხებიდან შეარჩიეთ მხოლოდ ერთი:


1) სად გიყვართ ახალი წლის შეხვედრა?
ა) ოჯახურ გარემოში - 2 ქულა.
ბ) ქალაქგარეთ, მაგალითად, მთაში, ტურისტულ ბანაკში - 2 ქულა.
გ) რესტორანში - 3 ქულა.

2) ახალი წლის ღამეს ვისთან ერთად ისურვებდით დროსტარებას?

ა) ოჯახურ წრეში, ნათესავებსა და ახლობლებთან ერთად - 3 ქულა.
ბ) დიდ კომპანიაში ბევრ უცნობთან ერთად - 4 ქულა.

3) რომელ მუსიკას ანიჭებთ უპირატესობას?

ა) რომელსაც რესტორანში გვთავაზობენ – 1 ქულა.
ბ) ვუსმენ საყვარელ ჩანაწერებს - 2 ქულა.
გ) თავად ვუკრავ და ვმღერი - 3 ქულა.

4) როგორი გურმანი ხართ?
ა) სუფრას ჩიტის რძეც არ უნდა აკლდეს - 4 ქულა.
ბ) ყველაფერი კარგია ზომიერად - 2 ქულა.
გ) მოკრძალებული სუფრა არ აკნინებს დღესასწაულს - 1 ქულა.

5) გართობთ საახალწლო ტელეგადაცემები?

ა) კი, ყოველთვის თავიდან ბოლომდე ვუყურებ - 1 ქულა.
ბ) მხოლოდ ყველაზე საინტერესო გადაცემები იპყრობს ჩემს ყურადღებას - 2 ქულა.
გ) ახალი წლის ღამეს საერთოდ არ ვუყურებ ტელევიზორს - 1 ქულა.

6) ულოცავთ სხვებს ახალ წელს?
ა) ყოველთვის ყველა ნაცნობს - 3 ქულა.
ბ) მხოლოდ უახლოეს ადამიანებს - 2 ქულა.
გ) არ მიყვარს მილოცვები - 1 ქულა.

7) გიყვართ საახალწლო საჩუქრების დარიგება?
ა) არა - 1 ქულა.
ბ) ტრადიციულად, ყველა ახლობელს ვახარებ - 3 ქულა.
გ) მხოლოდ ოჯახის წევრებს ვჩუქნი - 2 ქულა.

ტესტის შედეგები:

10 ქულამდე - მორცხვი და მოკრძალებული ხართ, თანაც რამდენადმე პრაქტიკულიც. არ გიყვართ დიდი და ხმაურიანი კომპანიები. უპირატესობას ანიჭებთ ვიწრო წრეს. მაინცდამაინც არც ფულის ხარჯვა გიყვართ. ეცადეთ, ახალ წელს გამონახოთ დრო და გამბედაობა კარდინალური ცვლილებებისთვის – შეიცვალეთ გარეგნობა (თმის ფერი, ვარცხნილობა), სამსახური, საცხოვრებელი ადგილი,
You must have Flash Player installed in order to see this player.
ნაცნობების წრე - ყოველივე ეს სასიკეთოდ წაგადგებათ!

11-დან 19 ქულის ჩათვლით - თქვენი ხასიათი შეიძლება ოქროს შუალედს მივაკუთვნოთ. უკიდურესობებს მუდამ თავს არიდებთ. კარგი თანამოსაუბრე ხართ, კომუნიკაბელური და მხიარული, თუმცა ყოველივე ამას შეგნებულად აკეთებთ. გიყვართ ანალიზი და გათვლა. ახალი წელი ახალი იმედებისა და წარმატებების წელია, ამიტომაც თამამად შეხვდით მას და უფრო მეტად გააქტიურდით.

20 ქულაზე მეტი - თქვენ ნებისმიერ წრეში სიხარულით გელიან. გიყვართ მუსიკა და თქვენს ხასიათში არის რაღაც ბოჰემური. არასოდეს მოქმედებთ გათვლით, ადვილად ხარჯავთ ფულს, კეთილი და ხელგაშლილი ხართ, ზოგჯერ არაპრაქტიკულიც კი, გულითადი და ხალასი, ამიტომაც კომპანიის სულსა და გულს გიწოდებენ. ახალ წელს ახალ საქმეებსა და იდეებს შეეჭიდეთ. რაც უფრო მეტად გადაერთვებით ახალ წამოწყებებზე, მით უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებთ ცხოვრებისგან.


კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ბრაილის შრიფტით ჟურნალის დაბეჭდვა "უსინათლოთა კავშირის" მე-3 ფილიალის ხელმძღვანელის ლაშა ცაიშვილის, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" რედაქციის ინიციატივით და "მედია კომუნიკატორის" ორგანიზებით განხორციელდა.
ალექსანდრია ოსტრემი ექიმი ჰაუსის მადლობელია, რომ დღეს ის ცოცხალია.
მაიოს კლინიკის სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბავშვთა ასთმური შეტევის მიზეზი ხშირად მშობელთა მავნე ჩვევა - თამბაქოს მოხმარებაა. ისინი მოუწოდებენ მოზრდილებს, მოარიდონ ბავშვები თამბაქოს კვამლს. მეცნიერებმა გააანალიზეს ამ თემასთან დაკავშირებით ჩატარებული 25 კვლევის შედეგები. აღნიშნულ კვლევებში მონაწილეობდა 430 000-ზე მეტი ბავშვი, რომელთა საშუალო ასაკი 6-7 წელიწადს შეადგენდა.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ზოგს ძალიან უყვარს სიახლეები, მათ შორის სამსახურში. ზოგს, პირიქით, ყოველგვარი ცვლილება აშინებს, ყველაფერი ძველი, ტრადიციული ურჩევნია. მოცემული ტესტი იმის გარკვევაში დაგეხმარებათ, რამდენად გიყვართ და არ გაშინებთ სიახლეები სამსახურში.

1. კინოს რომელ ჟანრს შეადარებდით თქვენს სამსახურს?
ა) შემოქმედებით დრამას;
ბ) საპნის ოპერას;
გ) ფილმ-კატასტროფას.

ფრანგი ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ სამოსითა და მისდამი დამოკიდებულებით შესაძლებელია პიროვნების შეფასება. გთავაზობთ ტესტს, რომელიც ქალბატონებს თავიანთი ხასიათის ზოგიერთი მხარის დანახვაში დაეხმარება.

1. ყოველ სეზონზე იძენთ ახალ ტანსაცმელს, თუნდაც ამის აუცილებლობა არ იყოს?
კი - 3 ქულა, არა - 0 ქულა

პოლონეთის ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ინსტიტუტის მედიკოსებმა გრაფოლოგთა და ფსიქოლოგთა დახმარებით შეიმუშავეს ტესტი, რომელიც საშუალებას იძლევა, ხელნაწერის მიხედვით განისაზღვროს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი მიდრეკილება ზოგიერთი დაავადებისადმი. გთავაზობთ ამ ტესტს:

მოიმარჯვეთ ფურცელი და კალამი პასუხების ჩასაწერად. დალაი-ლამას ტესტი სულ სამი კითხვისაგან შედგება, თუმცა პასუხების ჩანიშვნა ტესტის ბოლომდე მოგიწევთ. პასუხები აუცილებლად გულწრფელი უნდა იყოს. მხოლოდ ასე გაარკვევთ, როგორი ხართ სინამდვილეში. კითხვებს თანამიმდევრობით უპასუხეთ. მომდევნო კითხვები წინასწარ არ წაიკითხოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სწორ პასუხს ვერ მიიღებთ. დავალება შეასრულეთ დაკვირვებით და აუჩქარებლად!

ეს ტესტი გიპასუხებთ კითხვაზე, ნამდვილად თავდაჯერებული პიროვნება ხართ თუ მხოლოდ ასეთ შთაბეჭდილებას ახდენთ. პასუხის მოცემული ვარიანტებიდან აირჩიეთ მხოლოდ ერთი.

1. ხელის ჩამორთმევის როგორ სტილს ამჯობინებთ?
ა) ხანმოკლეს, მაგრამ ძლიერს;
ბ) ხანგრძლივსა და ინტენსიურს;
გ) მსუბუქ შეხებას.

შესაძლოა ამჩნევთ, რომ ბოლო ხანს იოლად ღიზიანდებით და ფეთქდებით. თუ ასეა, თავს მიხედეთ - ეს მდგომარეობა ვნებს ნერვულ სისტემას და, საზოგადოდ, ჯანმრთელობას. ტესტი საშუალებას მოგცემთ, შეამოწმოთ, როგორი თავშეკავების უნარი გაქვთ, რამდენად შეგიძლიათ კონფლიქტურ სიტუაციათა მართვა. კითხვებს უპასუხეთ “კი” ან “არა”. დადებითი (“კი”) პასუხისთვის დაიწერეთ 1 ქულა, უარყოფითისთვის (“არა”) - 0 ქულა.

13 სექტემბერი 2016
პირველ რიგში მენიუ უნდა გავამდიდროთ მცენარეული საკვებით და რძის პროდუქტებით: პარკოსნები, ბურღულეული, ხილი, ბოსტნეული, მაწონი, კეფირი, რძე.
23 ოქტომბერი 2016
ასაკთან ერთად ადამიანებს სულ უფრო მეტად ერღვევათ ძილის პროცესი. მოხუცებულთა უმრავლესობა, ჩვეულებრივ, უძილობას უჩივის.
ძლიერი ემოციის ან სიბრაზისას არ შეიძლება მძიმე ვარჯიში, რადგანაც ამ დროს შესაძლებელია გულის შეტევაც კი განვითარდეს.
ექიმ-სპეციალისტთა განცხადებით, 7 წლამდე ასაკის ბავშვებს სოკო არ უნდა ვაჭამოთ, უფრო დიდი ასაკის ბავშვებს კი - დიდი სიფრთხილით.
სხეულის ნორმალური მასის შენარჩუნებას არა მხოლოდ გარეგნული იერსახისთვის აქვს დიდი მნიშვნელობა. ის უპირველესად ორგანიზმის ჯანმრთელობის განმსაზღვრელი ფაქტორია.