ტესტი - გიყვართ თუ არა სიახლეები სამსახურში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტესტი - გიყვართ თუ არა სიახლეები სამსახურში

2. სამსახურში თავს ისე გრძნობთ, როგორც:

ა) მელა საქათმეში;

ბ) ციყვი გალიაში;

გ) პინგვინი პლაჟზე.

3. ოჯახის წევრებს უმეტესად ხედავთ:

ა) ფოტოებზე;

ბ) უქმე დღეებში;

გ) მძინარეებს.

4. რომელ ავსტრალიურ ცხოველს შეადარებდით თქვენი ცხოვრების თანამგზავრს და რატომ?

ა) გესლიან იქედნეს, რადგან ძალიან ჰგავს ხასიათით;

ბ) კენგურუს, რადგან ყოველთვის სავსე ჩანთა აქვს;

გ) იხვნისკარტას, რადგან უფრო უაზროსა და უცნაურს ამქვეყნად ვერაფერს ნახავთ.

5. ღამღამობით გესიზმრებათ:

ა) საფრანგეთის ბუტიკები;

ბ) თურქეთის პლაჟები;

გ) სახლი სოფლად.

6. ბოლოს კულტურული შთაბეჭდილება მიიღეთ:

ა) საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას;

ბ) კინოთეატრში;

გ) ტელეგადაცემის ყურებისას.

7. თქვენი საკვები რაციონი ეფუძნება:

ა) ყავას;

ბ) ბუტერბროდებს;

გ) ვალიდოლს.

8. ქონება დაბანდებული გაქვთ:

ა) ბანკებში;

ბ) ჯიბეებში;

გ) გონებაში.

შედეგების ანალიზი

თუ თქვენს პასუხებში ჭარბობს

(ა) - ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობთ და გსურთ დაგვარწმუნოთ, რომ მზად ხართ, შეიცვალოთ მკაცრი სამუშაო განრიგი, საზღვარგარეთ მივლინებები და მაღალი ანაზღაურება მშვიდი ოჯახური იდილიისთვის დათმოთ. თავი დაანებეთ კეკლუცობას და ნუ აცინებთ ხალხს.

(ბ) - თუ უფრო გააქტიურდებით, თქვენი “ნორმალური” პირდაპირ “საუკეთესო” გახდება. თუმცა თქვენი სამსახურის წყალობით ისედაც გაქვთ ახლობლებთან ერთად დროსტარების საშუალება, ისვენებთ კიდეც და არც ეკონომიკურ სიდუხჭირეს განიცდით. ასე რომ, თუ რამის შეცვლა გსურთ, თამამად შეცვალეთ, თუ არადა, არც არის საჭირო.

(გ) - თქვენ არ გიყვართ თქვენი სამსახური, სადაც ისედაც გროშების საფასურად მუშაობთ. ყოველ დილით სასოწარკვეთილი იღვიძებთ და ნერვებიც არცთუ ისე კარგ მდგომარეობაში გაქვთ. სანამ ჯერ კიდევ არ დაგიკარგავთ თვითკონტროლი, შეიცვალეთ სამსახური; ანაზღაურება და ცხოვრების ახალი თანამგზავრი თავისთავად გამოჩნდება.