სპეციალისტებმა კოფეინის ახალი თვისება აღმოაჩინეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სპეციალისტებმა კოფეინის ახალი თვისება აღმოაჩინეს

კოფეინის ახალი თვისება აღმოაჩინეს. ის შესანიშნავი კატალიზატორი აღმოჩნდა. კოფეინის საშუალებით შესაძლებელია ბიოთავსებადი გელის შექმნა, რომელიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმში სამკურნალო პრეპარატების მისაწოდებლად.

ჩვეულებრივ ბიოთავსებადი გელების წარმოებისთვის ლითონის შემცველი კატალიზატორები გამოიყენება. თუმცა ლითონის ზოგიერთი ნაწილაკი რჩება საბოლოო პროდუქტში, რაც ჯანმრთელობისთვის შეიძლება საშიში აღმოჩნდეს. კოფეინი არსებული კატალიზატორების უსაფრთხო შემცვლელი გახდება. ეს განსაკუთრებით ბავშვებისთვისაა მნიშვნელოვანი, რადგანაც ბიოთავსებადი გელებისგან უამრავ საღეჭ წამალს ამზადებენ.

მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარებმა კოფეინი ახალი გელის შესაქმნელად გამოიყენეს. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ კოფეინი შეცვლის ლითონის შემცველ კატალიზატორებს, რაც უსაფრთხო და მარტივად მისაღები წამლების შექმნას შეუწყობს ხელს.

ლალი ჩხიკვაძე