პორტუგალიის პარლამენტმა სამედიცინო კანაფის ლეგალიზების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
ხმის მიცემისგან თავი მხოლოდ სახალხო პარტიამ შეიკავა. ახლა დოკუმენტს ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა მარსელუ რებელუ დე სოუზამ უნდა მოაწეროს.
ამასთან, პორტუგალიის მოქალაქეებს არ ექნებათ უფლება, კანაფი სახლის პირობებში მოიყვანონ.
2001 წელს პორტუგალიაში ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაცია მოხდა. ქვეყანაში არსებობს კანაფის ლეგალური პლანტაციები, სადაც ნედლეული ექსპორტზე გასაგზავნად მოჰყავთ.