მოქალაქეებს დღეიდან ექიმის მიერ გამოწერილი წამლების სიჭარბის გადამოწმება შეეძლებათ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მოქალაქეებს დღეიდან ექიმის მიერ გამოწერილი წამლების სიჭარბის გადამოწმება შეეძლებათ

ნერგავს. კერძოდ, უწყების ახალი ინსტრუმენტის საშუალებით, მოქალაქეებს 16 ივლისიდან 5 და მეტი მედიკამენტის გამოწერის შემთხვევაში დანიშნულების გადამოწმება შეეძლებათ.

„5 და მეტი მედიკამენტის გამოწერის შემთხვევაში პაციენტს დანიშნულების გადამოწმება შეეძლება. განსაზღვრულია რამდენიმე კრიტერიუმი, რის საფუძველზეც გადამოწმდება, ჭარბად არის თუ არა მედიკამენტები გამოწერილი. მათ შორის, ყურადღება მიექცევა, ხომ არ არის დანიშნული ორი ან მეტი ანტიბიოტიკი, ასევე, ხომ არ არის ექიმის მიერ გამოწერილი ერთი და იგივე ჯენერიკი ორი და მეტი სავაჭრო დასახელებით ან ერთი და იგივე ფარმაკოლოგიური ჯგუფის მედიკამენტები ხომ არ არის ერთდროულად დანიშნული.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევებში გათვალისწინებული იქნება მედიკამენტების ორგანიზმში შეყვანის გზები, რადგან შესაძლოა, მაგალითად, ორი ანტიბიოტიკი იყოს დანიშნული, თუმცა, ორგანიზმში შეყვანის გზები იყოს განსხვავებული (ერთი იყოს დასალევი აბი, მეორე კი მალამოს სახით)“, - აღნიშნა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სამმართველოს უფროსმა ნათია ნოღაიდელმა.

მოქალაქეებს ექიმის დანიშნულების გადამოწმება შეეძლებათ როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ ფილიალში დანიშნულების წარდგენით, ისე ელექტრონულად, ელექტრონული რეცეპტების სისტემაში პაციენტის გვერდიდან.