ხველების საწინააღმდეგო საშუალებების უმრავლესობა არ მუშაობს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხველების საწინააღმდეგო საშუალებების უმრავლესობა არ მუშაობს

მეცნიერების თქმით, მშრალი თუ სველი ხველა, რომელიც პაციენტებს მწვავე რესპირატორული დაავადების შემდეგ აწუხებთ, ჩვეულებრივ სამიდან რვა კვირამდე (ასეთ ხველას ქვემწვავეს უწოდებენ) ვადაში გაივლის და საშიში არ არის.

სწორედ ასეთი ხველების შემდეგ პაციენტი ხშირად მიმართავს ექიმს. პაციენტები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უამრავ თანხას ხარჯავენ სიროფებზე, მიქსტურებზე და ხველების სხვა პრეპარატებზე. თუმცა 724 პაციენტის მონაწილეობით ჩატარებული ექვსი კლინიკური კვლევის ანალიზის შედეგების თანახმად, ამგვარი საშუალებების გამოყენებას აზრი არ აქვს. ფართო გაყიდვაში არსებული არც ერთი წამალი არ აჩქრებდა პაციენტების გამოჯანმრთელებას და არ ამსუბუქებდა მათ მდგომარეობას. ხველა თავისთავად გადიოდა რამოდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში. ამასთან, პაციენტების 14% წამლები გვერდით მოვლენებს იწვევდა (აღინიშნებოდა თავის ტკვივილი, გულისრევა, გულმკერდის არეში ტკივილი, ხველის გაძლიერება).

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ თუ ხველება მწვავე რესპირატორული დაავადების შემდეგ, 3-8 კვირის განმავლობაში არ გაივლის ან აღინიშნება გულმკერდის არეში ტკივილი ან ნახველში სისხლი, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

ლალი ჩხიკვაძე