ანტიბიოტიკებისადმი ბაქტერიების გამძლეობა მალე დამარცხდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ანტიბიოტიკებისადმი ბაქტერიების გამძლეობა მალე დამარცხდება

(რეზისტენტული) ბაქტერიების "აქილევსის ქუსლს" საბოლოოდ მიაგნეს. როგორც მკვლევარები აცხადებენ, ანტიბიოტიკების პირველი დოზის შემდეგ ჩნდება დროებითი ფანჯარა, რომლის დროსაც პათოგენური მიკროორგანიზმები უფრო მგრძნობიარენი არიან მკურნალობისადმი. თუ ამ პერიოდში ანტიბიოტიკების მიღება მოხდება, ბაქტერიების პოპულაცია ანტიბიოტიკის კონცენტრაციისა და მკურნალობის ხანგრძლივობის მიუხედავად შემცირებას გააგრძელებს.

მთავარი ამოცანა სწორედ ამ ფანჯრის ანუ მგრძნობიარე პერიოდის განსაზღვრაშია. მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი მეთოდიკა, რომელიც ექიმებს დაეხმარება ფანჯრის გაღების ანუ ყველაზე მგრძნობიარე, მნიშვნელოვანი პერიოდის გარკვევაში.

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა იმდენად სწრაფი ტემპით მყარდება ყოველდღიურად, რომ საშიში და აქტუალური ხდება კაცობრიობისთვის, ეს პრობლემა მედიცინის თანამედროვე მიღწევებს დიდ საფრთხეს უქმნის - აცხადებენ მსოფლიო ჯანდაცვის ექსპერტები.

თინათინ გოცაძე