არასრულწლოვნებზე ნებისმიერი მედიკამენტის გაცემა აიკრძალა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

არასრულწლოვნებზე ნებისმიერი მედიკამენტის გაცემა აიკრძალა

. როგორც საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, შესაბამისი ცვლილება "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" კანონში 2013 წლის ზაფხულში შევიდა და 2014 წლის პირველი სექტემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო.

მისივე თქმით, 18 წლამდე მოზარდები მედიკამენტების შეძენას რეცეპტის წარდგენის შემთხვევაშიც კი ვერ შეძლებენ და მათზე ნებისმიერი ჯგუფის პრეპარატის გაცემა იკრძალება. მედიკამენტები ზრდასრულმა ადამიანმა უნდა შეიძინოს.

"ძალიან ხშირად ახალგაზრდები არამიზნობრივად იყენებენ პრეპარატებს. ზოგჯერ ხდება იმ პრეპარატების გამოყენება, რომლის დოზირებით მიღება საფრთხეს არ წარმოადგენს. ზედოზირება კი იწვევს ნარკოტიკულ თრობას", - განმარტა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, როდესაც ფარმაცევტი ეჭვს შეიტანს, რომ შესაძლოა პირი არასრულწლოვანი იყოს, მას აქვს უფლება პირადობის მოწმობა მოითხოვოს. რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი საჯარიმო სანქცია 500 ლარის ოდენობით, კანონდამრღვევს დაეკისრება.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, საქართველოს კანონმდებლობით, აქამდე არასრულწლოვნებზე იკრძალებოდა ალკოჰოლის, ლუდისა და თამბაქოს გაცემა.

მისივე შეფასებით, მედიკამენტების გაცემასთან დაკავშირებული აკრძალვა საჭიროა და უადგილო არ არის.