დღეიდან ურეცეპტოდ კიდევ 781 მედიკამენტი გაიცემა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დღეიდან ურეცეპტოდ კიდევ 781 მედიკამენტი გაიცემა

ჟურნალისტებს რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით მაჭარაშვილმა განუცხადა, ამ მედიკამენტების ექიმის დანიშნულების გარეშე გამოყენება ნაკლებად საფრთხის შემცველია.

"გასულ კვირას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთდა განცხადება ფარმაცევტული პროდუქტის რეკლასიფიკაციასთან დაკავშირებით. კერძოდ, მეორე ჯგუფიდან მესამე ჯგუფში 700-ზე მეტი დასახელების ფარმაცევტული პროდუქტის გადანაცვლებასთან დაკავშირებით. დღეს მოეწერა ბრძანებას ხელი და შესაბამისად ურეცეპტოდ გასაყიდ მედიკამენტთა სიას 781 დასახელების მედიკამენტი დაემატა. ამ ფარმაცევტულ პროდუქტებს მიეკუთვნება ისეთი სამკურნალო საშუალებები, როგორიც არის ანალგინის, ბარალგინის საინექციო ფორმები, ნოშპის საინექციო ფორმა, არასტერილური ანთების სამკურნალო საშუალებების საინექციო ფორმები, გარეგანი ადგილობრივი გამოყენების სამკურნალო საშუალებები, თვალისა და გულის წვეთები და ისეთი სამკურნალო საშუალებები, რომლის სარგებლისა და რისკის შედარების შედეგად სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაზრდილიყო მომხმარებლის ხელმისაწვდომობა სამკურნალო საშუალებებზე", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, იმ მედიკამენტებს შორის, რომელი მედიკამენტებიც მეორე და მესამე ჯგუფში გადავიდა არის კეტონალი, ვოლტარენი, დიკლოფენაკი, ნოვალისი, პაპავერინი, დიბაზოლი, ნოშპა, ეუფელინი, სულფოკამფოკაინი, ბეტასერკი (ტაბლეტები), ვიტამინები (ამპულები), ვიაგრა, ნოვოკაინი, ლიდოკაინი, ჰეპტრალი, სინტომიცინი, ჰიდროკორტიზონი, ლორინდენი A და C, პრედნიზოლონი, ზოვირაქსი, ანალგინი (ამპულები) და რინგერი.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მეორე ჯგუფში არსებული ფარმაცევტული პროდუქტის რაოდენობამ, რომელიც რეცეპტით გაიცემა შეადგინა 5 307 დასახელება, ურეცეპტოდ გასაცემი ფარმაცევტული პროდუქტების რაოდენობა კი 4 234-ია.

დღეს დამატებული მედიკამენტების სრული ნახვა ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეა შესაძლებელი.

იხილეთ წამლების სია, რომლებიც ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს დაემატა