წამლების შენახვის წესი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წამლების შენახვის წესი

. ზოგჯერ აფთიაქში შეიძლება ფასდაკლებით შეიძინოთ პრეპარატები, რომელთაც მოქმედების ვადა მალე ეწურებათ. ამიტომ ნუ შეიძენთ მედიკამენტებს ისე, თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ მის გამოყენებას მოასწრებთ. 3 თვეში ერთხელ შეამოწმეთ საოჯახო აფთიაქი. მედიკამენტები შეინახეთ საკუთარ შეფუთვაში ინსტრუქციასთან ერთად. ნუ მოჭრით ბლისტერზე იმ ნაწილს რომელიც უკვე გახარჯეთ, რადგანაც მასზე შეიძლება იყოს შტამპი ვარგისიანობის ვადით.

წამლების შესანახად იდეალური ადგილია სპეციალური აფთიაქი ან პატარა კარადა, რომელიც შეიძლება გასაღებით დაიკეტოს. ბალახები, კაფსულები, ტაბლეტები სწრაფად იწოვს ტენს, ამიტომ აბაზანა ან მაღალი ტენიანობის სხვა ადგილი მათ შესანახად უვარგისია. არ შეიძლება წამლის შენახვა სინათლეზე. განსაკუთრებით მგრძნობიარეა სინათლისადმი ჰომეოპათიური პრეპარატები.

წამლის შენახვისას მნიშვნელოვანია ტემპერატურაც. წამლების უმეტესობა უნდა შევინახოთ ოთახის ტემპერატურაზე 15-250-ზე. ასეთ პირობებში ინახება ანტიბიოტიკები, ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი საშუალებები, ცხვირის წვეთები, ხველის საწინააღმდეგო, ანტიალერგიული პრეპარატები, ყელის ტკივილის, ანტაციდური საშუალებები, აეროზოლები და სამკურნალო მცენარეები.

მაცივარში შეინახეთ სანთლები, მაზები, თვალისა და ყურის წვეთები, ვაქცინები, შრატები, ინტერფერონი, დისბაქტერიოზის სამკურნალო პრეპარატები.

წამლები არ შეიძლება შევინახოთ ნულს ქვედა ტემპერატურაზე. გაყინული წამლის გამოყენებისაგან სჯობს შევიკავოთ თავი.

შეიძლება წამალი ვადაგასული არ იყოს, მაგრამ ტაბლეტები გაყვითლდეს ან ხსნარში წარმოიქმნას ნალექი. საეჭვო წამალი სჯობს გადავაგდოთ.

გაითვალისწინეთ, რომ მცენარეული ნაყენი ან ნახარში შეიძლება შევინახოთ ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტეს 12 საათისა, ხოლო მაცივარში არა უმეტეს 48 საათისა.

წამლები მიუწვდომელი უნდა იყოს ბავშვებისთვის!

ავტორი ლალი ჩხიკვაძე

იხილეთ აგრეთვე მინი აფთიაქი აგარაკისთვის