მედიკამენტებზე ქართულენოვანი ანოტაცია შესაძლოა, სავალდებულო გახდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მედიკამენტებზე ქართულენოვანი ანოტაცია შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, თედო კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია აქტიურად მუშაობს წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონპროექტზე. დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ შეიცავს მარეგულირებელ ნორმას, რომელითაც შესაძლებელი იქნება ფარმაცევტულ პროდუქტზე წამლის ანოტაცია მომხმარებლისათვის ქართულად იყოს მიწოდებული.

"კანონპროექტის შემუშავება განაპირობა იმ რისკფაქტორებმა, რომელიც მედიკამენტის ქართულენოვანი ანოტაციის გარეშე რეალიზაციას შეიძლება მოჰყვეს. დღეის მდგომარეობით მომხმარებელს არ აქვს შესაძლებლობა, სახელმწიფო ენაზე გაეცნოს ფარმაცევტული პროდუქციის ისეთ ძირითად მახასიათებლებს, როგორიცაა სხვა ფარმაცევტულ პროდუქტთან ურთიერთქმედება, მიღების წესი, დოზირება, შენახვის პირობები, გვერდითი მოვლენები და ა.შ.", - აღნიშნა კობახიძემ.

კანონპროექტის შემუშავების ვალდებულებას ევროკავშირისა და ევროპარლამენტის დირექტივები ითვალისწინებს, რომელთა მიხედვითაც, წამალს უნდა ერთვოდეს ეროვნულ ენაზე წამლის ანოტაცია. კობახიძემ დასძინა, რომ ამ კვირაში კანონპროექტთან დაკავშირებით საკრებულოში მოხდება კომისიებში მსჯელობა, მომავალი კვირის სამშაბათს კი ფარმაცევტულ მწარმოებელ კომპანიებთან, აფთიაქის ქსელების ხელმძღვანელებთან შეაჯერებენ კანონპრექტს, რის შემდეგაც განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება.