არ შეიძინოთ ბიოდანამატები, რომელიც "ყველა დაავადებას კურნავს" - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

არ შეიძინოთ ბიოდანამატები, რომელიც "ყველა დაავადებას კურნავს"

, თუმცა მისი შეძენა შესაძლებელია აფთიაქებში. მისი მეშვეობით შესაძლებელია სასარგებლო ნივთიერებების უკმარისობის კომპენსირება, რაც მნიშვნელოვანია მომატებული ნერვული და ფიზიკური დატვირთვისას. დანამატის შერჩევისას აუცილებელია ექიმის კონსულტაცია - ის ობიექტურად შეაფასებს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გააანალიზებს ან დანიშნავს აუცილებელ ლაბორატორიულ და კლინიკურ კვლევებს და დაადგენს, რა აკლია ორგანიზმს, გაარკვევს პაციენტს უკუჩვენებებში და გაესაუბრება შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ. იმისთვის, რომ შევიძინოთ და მივიღოთ ნამდვილად სასარგებლო ბიოდანამატი, რამდენიმე რჩევა უნდა გავითვალისწინოთ:

  • ბიოდანამატები შევიძინოთ მხოლოდ აფთიაქებში ან სპეციალიზებულ მაღაზიებში;
  • თუ მაინც გადავწყვეტთ ქსელურ გამავრცელებლებთან ბიოდანამატის შეძენას, პრეპარატზე არსებული ინფორმაცია გადავამოწმოთ ექიმთან;
  • დავადგინოთ პრეპარატის მწარმოებელი და შევეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოვიძიოთ მის შესახებ;
  • არასოდეს შევიძინოთ ბიოდანამატი, რომელიც "ყველა დაავადებას კურნავს";
  • გვახსოვდეს, რომ ქრონიკულ დაავადებებს ბიოდანამატებით ვერ ვუმკურნალებთ;
  • ვეცადოთ, არ შევიძინოთ დანამატი, რომელიც ბევრ ინგრედიენტს შეიცავს, მეტადრე - თუ მის შემადგენლობაში ეგზოტიკური მცენარეებიც შედის;
  • გავითვალისწინოთ, რომ ბიოდანამატებს აქვს უკუჩვენებაც და ყურადღებით წავიკითხოთ ინსტრუქცია.

    ჩვეულებრივ, დანამატებს უნიშნავენ სამთვიან კურსებად, მაგრამ ყველა მათგანს მიღების თავისი წესი აქვს, ამიტომ მკურნალობის წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას და დაიცავით დოზა. თუ დანამატის მიღებამ რაიმე გვერდითი მოვლენა გამოიწვია, მისი მიღება დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ და მიმართეთ ექიმს.

    მივიღოთ თუ არა ბიოაქტიური დანამატები