ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ, ნაწლავის მიკროფლორის აღდგენას რამოდენიმე თვე სჭირდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ, ნაწლავის მიკროფლორის აღდგენას რამოდენიმე თვე სჭირდება

მკველვარებმა გამოიკვლიეს 66 ადამიანი დიდი ბრიტანეთიდან და შვედეთიდან. თითოეულ მათგანს უნდა მიეღო პლაცებო ან ერთ-ერთი ანტიბიოტიკით (რომელთა შორის იყო ციპროფლოქსაცინი, კლინდამიცინი, ამოქსიციკლინი, მინოციკლინი) ჩაეტარებინა მკურნალობის კურსი.

მეცნიერებმა ექსპერიმენტის მონაწილეების განავლისა და ნერწყვის ნიმუშები აიღეს კურსის დასაწყისში, ანტიბიოტიკოთერაპიის დასრულებისთანავე და მკურნალობიდან 1, 2, 4 ან 12 თვის შემდეგ.

აღმოჩნდა, რომ ანტიბიოტიკების მიღება აძლიერებდა წამლისმიერი მდგრადობის განვითარებაზე პასუხისმგებელი გენების ექსპრესიას, ასევე მოქმედებდა ნაწლავში მიკროორგანიზმების მრავალფეროვნებაზე.

ავტორებმა შენიშნეს ბიტურატების მასინთეზირებელი ბაქტერიების რაოდენობის შემცირება. ეს უკანასკნელი აქვეითებს ანთების დონესა და აინჰიბირებს ნაწლავის კიბოს განვითარებას.

პირის ღრუში ნორმალური მიკროფლორის აღდგენას მხოლოდ რამოდენიმე კვირა სჭირდებოდა, ხოლო ნაწლავის მიკროფლორის ნორმალიზაციას არაერთი თვე.

ყველაზე სწრაფად, 4 თვის მანძილზე, ბაქტერიული შემადგენლობა კლინდამიცინის მიღების შემდეგ აღდგა. ციპროფლოქსაცინის მიღება იწვევდა უფრო სერიოზულ შედეგებს - მიკროფლორის ნორმალიზაციას თითქმის ერთი წელი სჭირდებოდა.

ამოკსიციკლინი არ მოქმედებდა ნაწლავის მიკროორგანიზმების მრავალფეროვნებაზე, თუმცა ხელს უწყობდა წამლისმიერი მდგრადობის განვითარებაზე პასუხისმგებელი გენების აქტივაციას.

ლალი ჩხიკვაძე

10 ბუნებრივი ანტიბიოტიკი

დინდგელი - ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც ოქროსფერ სტაფილოკოკსაც კი ანადგურებს

თაფლი - ბუნებრივი ანტიბიოტიკი

არამედიკამენტური ანტიმიკრობული საშუალებები

ხახვი - ბუნებრივი ანტიბიოტიკი და გემრიელი საკმაზი