რატომ აღარ მოქმედებს ანტიბიოტიკი - რა დაადგინეს მეცნიერებმა
ამ თეორიის შესამოწმებლად, მეცნიერებმა ბირთვული სამარხის ადგილიდან აღებული წყლისა და ნიადაგის 11 ნიმუში შეისწავლეს. კვლევა ჩაუტარდა ანტიბიოტიკებსა და აღნიშნულ ზონაში აღმოჩენილ E. Coli-ის 427 შტამს. 11 ნიმუშიდან 8-ში ანტდიბიოტიკებისადმი მდგრადობის მაღალი დონე აღმოჩნდა.
მეცნიერებმა მეორე ტესტი ჩაატარეს 23 ანტიბიოტიკზე. ბაქტერიების 95% მდგრადი აღმოჩნდა 10 ტიპის ანტიბიოტიკისადმი. აქამდე ითვლებოდა, რომ სწორედ ანტიბიოტიკების არაზომიერი გამოყენება იწვევდა მდგრადობის განვითარებას.
მდგრადობა აღინიშნებოდა გატიფლოქსაცინზე და ციპროფლოქსაცინზე. ერთის კონსტატირება შესაძლებელია: ყველა ბაქტერია შეხებაში იყო დიდი რაოდენობით დაბინძურებულ ნივთიერებებთან, მათ შორის ისეთ ლითონებთან, როგორიცაა კადმიუმი, ვერცხლისწყალი და სხვ.
ლალი ჩხიკვაძე