ჰეპარინის მისაღებად მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი აღარ იქნება საჭირო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰეპარინის მისაღებად მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი აღარ იქნება საჭირო

ახალი მეთოდი კი ცხოველების გამოყენებას აღარ საჭიროებს, მათი ქსოვილების ნაცვლად ადამიანის უჯრედულ კულტურას გამოიყენებენ. როგორც ავტორები აცხადებენ, პრეპარატი გაცილებით უსაფრთხოც იქნება. ავსტრალიელმა მეცნიერებმა შექმნეს უჯრედული ხაზი NMC-1, რომლის უჯრედებიც ჰეპარინის წარმოქმნას (პროდუცირებას) ახდენს. მკვლევარებმა იმავდროულად აღნიშნული გლიკოზამინგლიკანის გამოყოფისა და გასუფთავების მეთოდიკაც შეიმუშავეს.

ამ ეტაპზე მეცნიერებმა მხოლოდ ახალი მეთოდის დემონსტრირება მოახდინეს და ჰეპარინი მცირე რაოდენობით მიიღეს, თუმცა, როგორც თავად აცხადებენ, ამ მეთოდით გლიკოზამინგლიკანის დიდი მასშტაბებით მიღებაც არის შესაძლებელი, შესაბამისად, სავსებით რეალურია მომავალში ამ უსაფრთხო და მაქსიმალურად სუფთა ახალი პრეპარატის გამოყენება ფართოდ დაინერგოს კლინიკებში. ამისათვის მეთოდიკის დახვეწას დაახლოებით 10 წელი მაინც დასჭირდება, რადგან ახალი მეთოდით მიღებულმა ჰეპარინმა ჯერ კიდევ უამრავი გამოცდა და კვლევა უნდა გაიაროს როგორც ცხოველებზე, ასევე პაციენტებზე, რაც მთავარია, ყოველმხრივ დაადასტუროს თავისი ეფექტურობა. ჰემატოლოგთა აზრით კი, ახალი მეთოდის შემუშავება უკვე დიდი მიღწევაა!

თინათინ გოცაძე