თანამედროვე შეხედულება ძველ პრობლემებზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თანამედროვე შეხედულება ძველ პრობლემებზე

შეხვედრაზე განიხილეს ისეთი აქტუალური პრობლემები, როგორიცაა სასქესო სისტემის ინფექციები, გენიტალური ვენური პრობლემები და მათთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდები. ასევე, მოხდა ქართული ფარმაცევტული ბაზრისთვის ორი ახალი ბრენდის "იმუნაქტივისა" და "ვარიქსინალის" ექიმებისთვის წარდგენა. ღონისძიების პარტნიორია ჟურნალი "ოჯახის მკურნალი", რომელიც მკურნალობის თანამედროვე საშუალებების პოპულარიზაციასა და ინფორმაციის ფართოდ გავრცელებასდიდ ყურადღებას უთმობს.

კონფერენციის სპიკერები იყვნენ საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ჯენარო ქრისტესაშვილი და საქართველოს გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი მაკა გეგეჭკორი.

"გინეკოლოგიური პრობლემები ხშირად ასოცირდება სისხლძარღვების პათოლოგიასთან. სისხლძარღვები მთელ ორგანიზმში აქტუალურია და განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ გინეკოლოგიურ არეებში. ვენური სისხლძაღვების პრობლემები ქალის ორგანიზმზე უფრო ორიენტირებულია, რადგან მის ცხოვრებაში ბევრი განსაკუთრებული ეტაპია, მათ შორის,ორსულობა და ლაქტაცია.ქალს განსაკუთრებული ჰიგიენური ნორმატივები ესაჭიროება. სწორედამ მიზეზების გამო ქალის ვენური სისტემა უფრო მოწყვლადია პრობლემების მიმართ, ვიდრე მამაკაცის. არსებობს ზოგადი სტანდარტული სიტუაციები, თუმცა ზემოთჩამოთვლილ პერიოდებში მთელი რიგი მედიკამენტების მიღება არ არის უსაფრთხო. "ვარიქსინალი", რომელიც სრულიად ახალი და ინოვაციური ბრენდია ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, მიღების ხანგრძლივობითა და უსაფრთხოებით გამოირჩევა," - განმარტავს მაკა გეგეჭკორი.

ჯენარო ქრისტესაშვილმა სასქესო სისტემის ინფექციების მკურნალობის თანამედროვე მიდგომაზე - იმუნოკორექციაზე ისაუბრა.

mkurnali.ge

"იმუნაქტივი" არის ახალი სიტყვა სასქესო ორგანოების ინფექციებისა და განსაკუთრებით სოკოვანი ინფექციების მკურნალობაში. ზოგადად, სოკოვანი დაავადებები რეციდივებით გამოირჩევა. ეს საკმაოდ მწვავე პრობლემაა, განსაკუთრებით, ქალებში და მათ შრომისუნარიანობასაც აქვეითებს. სოკოს ინფექცია კარგად ინიღბება ორგანიზმში და მისი საბოლოო განკურნება არც ისე მარტივია. მასთან ბრძოლის ტრადიციული მეთოდები მხოლოდ თავად ინფექციას ებრძვის. პრაქტიკამ კი აჩვენა, რომ ეს ნაკლებად ეფექტურია. მხოლოდ სოკოს პრეპარატებით ბრძოლა არ არის სწორი. "იმუნაქტივი" კარგად აპრობირებული საშუალებაა ევროპის ქვეყნებში. ის მოქმედებს იმუნურ ნაწილსა და ინფექციაზე ერთდროულად. მკურნალობის ამ მეთოდით მიღებული შედეგი კი საგრძნობლად ეფექტურია," - განმარტავს ჯენარო ქრისტესაშვილი.

"ფარმაცევტული კომპანია "Walmark" ინოვაციური პროდუქტების წარმოებითაა ცნობილი. ევროპის ქვეყნებში ოტის კომპანიებს შორის მას ლიდერული პოზიცია უკავია. ვცდილობთ, ვალმარკის პრეპარატები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე დროულად წარვადგინოთ. უახლესი და ხარისხიანი სამკურნალო საშუალებების რეალიზაციის პარალელურად, მუდმივად ვცდილობთ, დავნერგოთ ახალი ხედვა. ჩვენი მიზანია ევროპული სტანდარტების დამკვიდრება საქართველოში პრევენციებისა და ინოვაციების კუთხით, რისთვისაც პერიოდულად ვმართავთ კონფერეციებს. ვცდილობთ, სამედიცინო საზოგადოებას მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ თანამედროვე და ინოვაციური ბრენდების შესახებ," - ამბობს Walmark-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ლიკა ლობჟანიძე.

mkurnali.ge

კონფერენციაზე მოხსენებების შემდეგ აქტიური დისკუსია გაიმართა, რომელიც "ოჯახის მკურნალის" მიერ ორგანიზენული გათამაშებით დასრულდა. გათამაშდა სამედიცინო ლიტერატურა, რომელიც, ასევე, ექიმების ცოდნის გაღრმავებას უწყობს ხელს.

"ჟურნალი "ოჯახის მკურნალი" აქტიურად არის ჩართული საზოგადოებისა თუ სამედიცინო პერსონალის ცოდნის ამაღლების საკითხებში. ჩვენ ვცდილობთ, ფართოდ გავარცელოთ ინფორმაცია თანამედროვე პრობლემებისა და მათი ადეკვატური გადაწყვეტების შესახებ. სწორედ ამას ემსახურება აღნიშნული კონფერენციაც," - განმარტავს "ოჯახის მკურნალის" ბრენდ-მენეჯერი ანა პივოვაროვა.

Walmark-ის წარმომადგენლობა საქართველოში და ჟურნალი "ოჯახის მკურნალი" სამომავლოდაც აპირებენ მსგავსი პროექტების განხორციელებას.

ნანა მღებრიშვილი

R