როგორ ვუმკურნალოთ კვანძოვან ჩანართებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვუმკურნალოთ კვანძოვან ჩანართებს

მათი უმრავლესობა კეთილთვისებიანია.

ფარისებრი ჯირკვლის კვანძები სხვადასხვა ზომის წარმონაქმნებია, რომლებსაც აქვს კაფსულა. იგი ხელით გასინჯვისას შეიგრძნობა. კისტებიც კვანძოვანი წარმონაქმნებია ფარისებრ ჯირკვალში, მაგრამ ისინი წარმოადგენენ სითხით სავსე ღრუებს.

კვანძები და კისტები ზოგჯერ დიდი ხნის განმავლობაში ისე არსებობს, რომ არ იწვევს არანაირ ჩივილებს და მათი არსებობის შესახებ პაციენტმაც არაფერი იცის. მოგვიანებით კი ჩნდება დისკომფორტი ყელის არეში და დათვალიერებითაც შესამჩნევი ხდება ეს წარმონაქმნები.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონულად აქტიური კვანძების არსებობას მოსდევს ჰიპერთირეოზის განვითარება. დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება ექოსკოპია, ბიოფსია და ჰორმონების ანალიზი.

კვანძების არსებობა 4-8-ჯერ უფრო ხშირია ქალებში. მათი წარმოქმნის მიზეზებად ასახელებენ:

• გენეტიკურ წინასწარგანწყობას;

• იოდის დეფიციტს საკვებსა და წყალში;

• ქიმიკატების, საღებავების, გამხსნელების, ტყვიის, რადიაციის ზემოქმედებას ფარისებრ ჯირკვალზე.

1 სმ-ზე მეტი დიამეტრის მქონე კვანძის გამოვლენისას საჭიროა ასპირაციული ბიოფსია წვრილი ნემსით და პუნქტატის ციტოლოგიური გამოკვლევა. ფარისებრი ჯი¬რკვლის ფუნქციის შესაფასებლად უნდა განისაზღვროს თირეოტროპული ჰორმონის დონეც.

კეთილთვისებიანი კვანძების არსებობისას რუტინული ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია არ არის რეკომენდებული. თერაპია ლევოთიროქსინით ან იოდის მიღება დანამატების სახით შეიძლება მცირე ზომის კვანძოვანი ჩიყვის დროს, თუ არ დასტურდება კვანძების ფუნქციური ავტონომია. ამ დროს ჰორმონების კონტროლი აუცილებელია 3-6 თვეში ერთხელ.

კვანძოვანი (მრავალკვანძოვანი) ჩიყვის დროს აქტიური მედიკამენტური თერაპია და, მით უმეტეს, ინვაზიური ჩარევა (ოპერაცია, სკლეროთერაპია და ა.შ.) უმეტესად არ არის აუცილებელი. ქირურგიული მკურნალობა საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი მნიშვნელოვნად არის გადიდებული, იწვევს კოსმეტიკურ დეფექტს ან კომპრესიულ სანდრომს. მკურნალობის ალტერნატიული მეთოდია თერაპია რადიაქტიური იოდით.

მასტოპათია. სარძევე ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნები ჩნდება კვანძოვანი და დიფუზურ-კვანძოვანი მასტოპათიის დროსაც. მასტოპათიისას ხშირად საჭირო ხდება მედიკამენტური ან ქირუგიული მკურნალობა.

კვანძოვანი წარმონაქმნები ჯირკვლოვან სტრუქტურაში თავისი ქსოვილოვანი შენებით განსხვავდება ჯირკვლის ქსოვილისაგან და უხშირეს შემთხვევაში მისგან გამოყოფილია შემაერთებელქსოვილოვანი გარსით - კაფსულით. ეფექტური მკურნალობისათვის საჭიროა ამ გარსის დარღვევა და კვანძის პათოლოგიური ქსოვილების დაშლა. სწორედ ამისთვის არის მოწოდებული ფერმეტი სერაპეპტაზა, რომელიც პრეპარატი, რომელიც აბრეშუმის ჭიის ნაწლავში არსებული ფერმენტისგან მზადდება. სწორედ ამ ფერმენტის დახმარებით არღვევს აბრეშუმის ჭია პეპლად გადაქცევისას აბრეშუმის პარკის მთლიანობას და გამოფრინდება ხოლმე. ანუ უხეშად რომ ვთქვათ ეს ფერმენტი - სერაპეპტიდაზა - ბოჭკოვან სტრუქტურას "ადნობს".

ამ თვისების წყალობით არღვევს იგი კვანძოვანი ჩანართების კაფსულებსაც და მედიკამენტების ეფექტი კვანძის კერაში გაცილებით უფრო ეფექტიანი ხდება.

ანალოგიურად მოქმედებს იგი ანთებით კერაში:

ააქტიურებს ფიბრინის დეპოზიტების ალაგების პროცესს დაზიანების კერიდან, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის ტოქსიკური პროდუქტებისა და მკვდარი ქსოვილების დაშლას; აუმჯობესებს შეშუპების გაწოვას; ხელს უწყობს სისხლძარღვის კედლის განვლადობის აღდგენას. ზოგადად კი აქვს ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო აქტივობა, იგი სწაფად მოქმედებს ანთების ან კვანძოვანი წარმონაქმნის ლოკალურ კერაში.

პერორალური მიღებისას პრეპარატში შემავალი ფერმენტის შეწოვა ხდება წვრილ ნაწლავში, შემდეგ გადადის სისხლში და სისხლის გზით კონცენტრირდება პათოლოგიური პროცესის კერაში.

პრეპარატს აგრეთვე ახასიათებს გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, რაც მასტოპათიების დროს არის მნიშვნელოვანი.

დასკვნის სახით კი გეტყვით, რომ თუ გაქვთ კვანძოვანი წარმონაქმნები ფარისბრ ან სარძევე ჯირკვალში, ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობა გაცილებით უფრო ეფექტიანი გახდება, თუ მიიღებთ სერაპეპტაზასაც, რომელიც გააძლიერებს მედიკამენტების ეფექტს კვანძის კერაში და თავადაც შეუწყობს ხელს კვანძების დაშლას.

სერაპეპტაზა გამოდის კაფსულების სახით. უნდა მიიღოთ 1 კაფსულა ერთხელ დღეში უზმოდ. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე.

mkurnali.ge