D ვიტამინის დეფიციტი და მასთან დაკავშირებული დარღვევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

D ვიტამინის დეფიციტი და მასთან დაკავშირებული დარღვევები

მედიკამენტების გამო გაძლიერებული კატაბოლიზმით და ახალშობილებში - დედის რძეში D ვიტამინის მინიმალური შემცველობით. ბავშვებში ვიტამინი D დეფიციტი რაქიტს იწვევს, რაც გამოიხატება გაღუნული ფეხებით, ხოლო მოზრდილებში ოსტეომალაციას იწვევს, რაც გამოხატულია, ჩონჩხის ძვლის მატრიქსის სუსტი მინერალიზაციით.

D ვიტამინის დეფიციტითან დაკავშირებულ საკითეხებზე დეტალურად სასაუბროდ კლინიკა დიაკორის ექიმ-ენდოკრინოლოგ ნაზიბროლა ჩირაძეს მივმართეთ, რომელიც პრობლემის დიაგნოსტირებაზე, მართვასა და რევენციაზე გვესაუბრება.

ნიშნები და სიმპტომები

ვიტამინი D დეფიციტი ხშირად კლინიკურად გამოხატული არაა. მანიფესტაცია შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:

• ბავშვები გვიან იწყებენ ფეხით სიარულს ან დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა ურჩევნიათ

• მოზრდილებს აღენიშნებათ კუნთების ქრონიკული ტკივილი

ფიზიკალური გასინჯვით ვიტამინი D-ს დეფიციტის მძიმე ფორმის დროს გვხვდება:

• ბავშვებში, გაღუნული ფეხები

• მოზრდილებში, პერიოსტეალური ტკივილი, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატულია მკერდის ძვალზე ან დიდი წვივის ძვალზე ზეწოლისას

დიაგნოზი

შრატის 25-ჰიდროქსივიტამინ D (25[OH]D) განსაზღვრა D ვიტამინის სტატუსის შესაფასებლად საუკეთესო მეთოდია. 25(OH)D-ის დონის მიხედვით ისაზღვრება:

• 21-29 ნგ/მლ (52.5-72.5 ნმოლ/ლ): ვიტამინი D ნაკლებობა (არასაკმარისი მიწოდება)

• < 20 ნგ/მლ (< 50 ნმოლ/ლ): ვიტამინი D დეფიციტი

შრატის პარათჰორმონის (პთჰ) განსაზღვრა, შესაძლებელია, D ვიტამინის ნაკლებობის დადგენაში დაგვეხმაროს, თუმცა D ვიტამინის ნაკლებობის დიაგნოსტირებისთვის ყოველთვის აუცილებელი არაა. პთჰ-ის დონე ხშირად მომატებულია D ვიტამინის დონის დაქვეითებისას, რაც მეორეულ ჰიპერპარათირეოზზე მიუთითებს.

D ვიტამინის დეფიციტის სკრინინგი რეკომენდებულია ჩატარდეს იმ პირებში, ვინც მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენს, როგორიცაა[2] :

• პაციენტები ოსტეოპოროზით

• პაციენტები მალაბსორბციის სინდრომით

• აფრო-ამერიკელები ან ლათინოამერიკელები

• მსუქანი პირები (სმი >30 კგ/მ 2) [3]

• პირები, რომელთაც D ვიტამინისა და ფოსფატების მეტაბოლიზმზე მოქმედი დარღვევები აღენიშნებათ (მაგ., თირკმლის ქრონიკული დაავადება)

მართვა

ვიტამინი D-ს დეფიციტის მქონე 1 წლამდე ასაკის პაციენტის მკურნალობა რეკომენდებულია შემდეგნაირად [2] :

• 2000 სე/დღ ვიტამინი D 2 ან D 3 6 კვირის განმავლობაში

• 50,000 სე ვიტამინი D 2 ან D 3 კვირაში ერთხელ 6 კვირის განმავლობაში

• თუკი შრატის 25(OH)D დონე აჭარბებს 30 ნგ/მლ, საჭიროა შემანარჩუნებელი დოზით 400-1000 სე/დღ უზრუნველყოფა

ვიტამინი D-ს დეფიციტის მქონე 1-18 წლის ასაკის პაციენტის მკურნალობა რეკომენდებულია შემდეგნაირად:

• 2000 სე/დღ ვიტამინი D2 ან D3 6 კვირის განმავლობაში ან

• 50,000 სე ვიტამინი D2 კვირაში ერთხელ 6 კვირის განმავლობაში

• თუკი შრატის 25(OH)D დონე აჭარბებს 30 ნგ/მლ, საჭიროა შემანარჩუნებელი დოზით 600-1000 სე/დღ უზრუნველყოფა

ვიტამინი D-ს დეფიციტის მქონე მოზრდილების მკურნალობა რეკომენდებულია შემდეგნაირად [2] :

• 50,000 სე ვიტამინი D 2 ან D 3 კვირაში ერთხელ 8 კვირის განმავლობაში ან

• 6000 სე/დღ ვიტამინი D 2 ან D 3 8 კვირის განმავლობაში

• თუკი შრატის 25(OH)D დონე აჭარბებს 30 ნგ/მლ, საჭიროა შემანარჩუნებელი დოზით 1500-2000 სე/დღ უზრუნველყოფა

ვიტამინი D-ს დეფიციტის მქონე მსუქანი, მალაბსორბციის სინდრომის მქონე პირების ან ვიტამინი D-ს მეტაბოლიზმზე მოქმედი მედიკამენტებით მკურნალობაზე მყოფი პირების მკურნალობა რეკომენდებულია შემდეგნაირად:

• სულ მცირე 6000-10,000 სე ვიტამინი D ყოველდღე

• როცა შრატის 25(OH)D დონე აჭარბებს 30 ნგ/მლ, საჭიროა შემანარჩუნებელი დოზით 3000-6000 სე/დღ უზრუნველყოფა

თუ შრატის 25(OH)D კონცენტრაცია რჩება პერსისტიულად დაბალი, მიუხედავად D ვიტამინის დონის კორექციის მრავალი მცდელობისა, შესაძლებელია, გათვალისწინებული იყოს ულტრაიისფერი B სხივებით მკურნალობის ცდა D ვიტამინის სტატუსის გასაუმჯობესებლად.

პრევენცია

მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა დამცავის გარეშე D ვიტამინის ყველაზე დიდი წყაროა როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში.

მზის სხივებით D ვიტამინის მიღება ხდება შემდეგნაირად:

• მზის ზემოქმედების ქვეშ გონივრული ყოფნა, განსაკუთრებით 10:00-დან 15:00 სთ-ის შუალედში, წარმოქმნის კანში D ვიტამინს, რომელიც სისხლში 2-ჯერ მეტი ხანგრძლივობით რჩება, ვიდრე საკვებით მიღებული D ვიტამინი [4]

• მზის ზემოქმედების ქვეშ მთლიანი სხეულის დასხივება, რომელიც კანის მსუბუქ შეწითლებას იწვევს, ღია კანის ფერის მქონე პირებში წარმოქმნის D ვიტამინის რაოდენობას, რომელიც ორალურად 10,000-25,000 სე ექვივალენტურია [5]

• კანის პიგმენტაციის გაზრდა, დაბერება და მზის ეკრანის გამოყენება ამცირებს კანში D3 ვიტამინის წარმოქმნას.

D ვიტამინის რეკომენდებული დღიური რაოდენობა ვიტამინი D-ს დეფიციტის რისკის მქონე პირებისთვის არის შემდეგი:

• 1 წლამდე ჩვილებსა და ბავშვებში, სულ მცირე 400 სე/დღ, ძვლის ჯანმრთელობის გასაზრდელად

• 1-18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, სულ მცირე 600 სე/დღ ძვლის ჯანმრთელობის გასაზრდელად

• 19-50 ასაკის მოზრდილებში, სულ მცირე 600 სე/დღ ძვლის ჯანმრთელობის და კუნთების ფუნქციის გასაზრდელად

• შრატის 25(OH)D დონის 30 ნგ/მლ-ზე მეტად გასაზრდელად, შესაძლოა საჭირო გახდეს ვიტამინი D-ს მიღება სულ მცირე 1000 სე/დღ დოზით

• D ვიტამინის რეკომენდებული დონის მიღწევა რამდენად გამოიწვევს ექსტრასკელეტარულ, D ვიტამინთან ასოცირებულ ჯანმრთელობის სარგებელს, ამჟამად ცნობილი არ არის.

D ვიტამინის შემცველი საკვების უმეტესობა არ შეიცავს ვიტამინის საკმარის რაოდენობას დღიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ამერიკის აგროკულტურის დეპარტამენტის (UშDA) ნუტრიციული მონაცემების ლაბორატორიით ჩამოთვლილ საკვებში განსაზღვრულია D ვიტამინის შემცველობა:

• გამდიდრებული რძე (240 მლ) - 100 სე

• გამდიდრებული ფორთოხლის წვენი (240 მლ) [6] - 100 სე

• გამდიდრებული მარცვლეული (1 პორცია) - 40-80 სე

• დამარილებული ქაშაყი (100 გ) - 680 სე

• კონსერვირებული ორაგული ფხით (100 გ) - 624 სე

• სკუმბრია (100 გ) - 360 სე

• კონსერვირებული სარდინი (100 გ) - 272 სე

• ვირთევზა (100 გ) - 44 სე

• შვეიცარიული ყველი (100 გ) - 44 სე

• სოკო შიიტაკე უმი (100 გ) - 76 სე

• მულტივიტამინების უმეტესობა (1 ტაბ) - 400 სე

R