როგორ მოვუაროთ სამზარეულოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვუაროთ სამზარეულოს

რაც მისი გარეგნული იერსახისა და ექსპლუატაციის ვადის განმსაზღვრელია. სამზარეულის მოვლა რთული არ არის, თუ ამას რეგულარულად გავაკეთებთ. ხის სამზარეული ძალიან ეფექტურია, მაგრამ დრო, ნესტი, ტემპერატურული ცვლილებები და მოუვლელობა მასზე მთლად კარგად არ აისახება. მდფ-ის მასალა მოვლის თვალსაზრისით არ არის პრეტენზიული. შეიძლება მდფ-ის სამზარეულოს დასუფთავება ისეთი საშუალებებით, რომელიც არ შეიცავს ქლორსა და გამხსნელებს. არავითარ შემთხვევაში პრიალა ზედაპირზე არ გამოიყენოთ აბრაზიული კომპონენტები და ჯაგრისები. დაასუფთავეთ გელისა და კრემის საშუალებით. ლაქების მოშორება შესაძლებელია სპეციალური სპრეებისა და ხავერდის ან ფლანელის ნაჭრის საშუალებით. სამზარეულოს წარმოებისთვის გამოყენებული თანამედროვე დსპ-ს ფილებს, ჩვეულებრივ ამუშავებენ პლასტიკატის საფარით, რომელიც მდგრადია ნესტისადმი, ამიტომ იგი შეიძლება თამამად გავწმინდოთ სველი ჩვრით.

ყველაზე სუსტი ადგილი სამზარეულოს ავეჯის მაგიდაა. ძირითადი დატვირთვა მასზე მოდის, ამიტომ იგი შეიძლება მექანიკურად დაზიანდეს. მინიმუმამდე რომ დავიყვანთ ეს, რეკომენდებულია: • პროდუქტები დავამუშავოთ და დავჭრათ დაფაზე; • ცხელი ჭურჭელი (ქვაბი, ტაფა, ჭიქა) დადგით სადგარზე; • სამზარეულოს შეძენისას გაითვალისწინეთ, მაგიდის ზედაპირი ნესტისა და ცხელისადმი რამდენად მდგრადი მასალისგან არის დამზადებული.

ზოგადი რეკომენდაციები: არ დატოვოთ ღია მდგომარეობაში ჩართული ჰაერღუმელი, რადგანაც მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით შეიძლება გვერდით მდგარი კარადები გაფუჭდეს. იმისათვის, რომ სამზარეულოს ავეჯმა დიდხანს გაძლოს და სახლში კერძის მომზადებისას ორთქლი და სუნი არ დატრიალდეს, სჯობს დავაყენოთ გამწოვი. სამზარეულოს ნიჟარისა და ქრომირებული დეტალების მოსავლელად გამოიყენეთ აბაზანისთვის განკუთვნილი საშუალებები, რომლებიც არ შეიცავს აბრაზიულ ნაწილაკებს. ავეჯის ზედაპირის დაზიანების თავიდან ასაცილებლად ყველა საკვები მჟავა სასურველია შევინახოთ დახურულ კონტეინერებში. ლამაზი, ფუნქციონირებადი, მოწესრიგებული სამზარეულო დიასახლისის კომფორტის საწინდარია.

ლალი ჩხიკვაძე