როგორ უნდა გავაწყოთ სუფრა ყველა წესის დაცვით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ უნდა გავაწყოთ სუფრა ყველა წესის დაცვით

საქართველოში სუფრებს ყოველთვის ჰქონდა და აქვს თავისი მიზეზი. ტრადიციულად, კერძებიც შესაბამისად შეირჩეოდა. გარკვეულ დროს გაჩნდა ცნება სერვირება. ლამაზად და სწორად განლაგებული ჭურჭელი სუფრას კიდევ მეტ სადღესასწაულო ელფერს სძენდა. ასე რომ, სერვირების ეტიკეტის დადგენის შემდეგ მას უკვე დიდ ყურადღებას აქცევდნენ და ნორმალურ საზოგადოებაში დღემდე ასეა. ჩვეულებრივ, ოჯახურ გარემოში ეტიკეტის მკაცრ დაცვასა და კონტროლს არავინ ითხოვს. თუმცა ყველას სიამოვნებს ლამაზად გაშლილ მაგიდასთან ჯდომა.

რა უნდა ვიცოდეთ მაგიდის სერვირებასთან დაკავშირებით

უპირველესად, იზრუნეთ იმაზე, რომ სუფრაზე განლაგებული ყველა ნივთი ზედმიწევნით სუფთა იყოს. ამისათვის გაწყობის წინ ჭურჭელი თბილ წყალში დასველებული, კარგად გაწურული სუფთა ტილოთი უნდა გაწმინდოთ, შემდეგ კარგად გაამშრალოთ და გააპრიალოთ. დარწმუნდით, რომ თეფშებსა და ჭიქებს წყლის არავითარი კვალი არ ეტყობა.

სუფრა უნდა იყოს კარგად დაუთოებული, მისი კიდეები მაგიდას 25-30სმ-ით უნდა სცდებოდეს, ისე რომ კუთხეებმა მოახერხოს ოდნავ მაგიდის ფეხების დაფარვა.

ბევრი დიასახლისი სუფრის დალაქავების თავიდან ასაცილებლად ზემოდან ცელოფანს აფარებს, რაც ეტიკეტის მიხედვით ყოვლად დაუშვებელია.

დანა-ჩანგლის რაოდენობა თეფშებთან დამოკიდებულია სიტუაციასა და იმ კერძებზე, რომელთა მირთმევასაც აპირებთ კონკრეტულ წვეულებაზე. ყველაზე მთავარია, ყველა სტუმრის სერვირება ერთნაირი იყოს.

არსებობს სერვირების კლასიკური ნიმუში, თუმცა ის ყოველთვის საჭირო არ არის. ბევრი რამ თვით სიტუაციაზე, დიასახლისის გემოვნებასა და ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

კლასიკური ნიმუში ასეთია:

1. დანა კარაქისთვის;

2. თეფში კარაქისა და პურისთვის;

3. კოვზი (პირველი კერძის მისართმევად);

4. ჩანგალი ზღვის პროდუქტების საჭმელად (ცივი კერძებისთვის);

5. დანა ზღვის პროდუქტებისთვის;

6. ჩანგალი ხორცისა და სალათებისთვის (ძირითადი კერძი);

7. მაგიდის დანა;

8. დეკორატიული თეფში;

9. თეფში წვნიანისთვის;

10. დესერტის კოვზი;

11. დესერტის ჩანგალი;

12. წყლის ჭიქა;

13. შამპანურის ბოკალი;

14. ღვინის ბოკალი;

15. ხელსახოცი.

მთლიანი კომპლექტი ალბათ არ დაგჭირდებათ. ის შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი კერძების შესაბამისად.

მაგალითად, ტრადიციული სუფრისათვის საკმარისია დატოვოთ თეფში პურისა და კარაქისთვის, კოვზი პირველი კერძისთვის, ჩანგალი ძირითადი კერძისთვის, მაგიდის დანა, დეკორატიული და წვნიანის თეფში, ჭიქა წყლისთვის. ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის ეს კომპლექტი შეიძლება შეიცვალოს, მაგ. თუ გაქვთ დესერტი, უმატებთ საჭირო ჭურჭელს.

ხელსახოცები და მათი განლაგება

ხელსახოცი სადღესასწაულო სუფრის მთავარი აქსესუარია. არსებობს ორი ძირითადი სახის ხელსახოცი - ნაჭრისა და ქაღალდის. ნაჭრის დიდი ხელსახოცი, როგორც წესი, განკუთვნილია მუხლებზე დასაფენად, ქაღალდისა კი უშუალოდ ჭამის დროს გამოიყენება; ისინი ისე უნდა განლაგდეს, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. თუ მაგიდა დიდი ზომისაა, გირჩევთ ხელსახოცები რამდენიმე ადგილას დადგათ, რომ სუფრის თითოეული წევრი ადვილად მისწვდეს.

ხელსახოცები შეგიძლიათ ჩაალაგოთ როგორც ხელსახოცების ჩვეულებრივ ჩასალაგებელში, ისე ინდივიდუალურად დაუდოთ თითოეულ თეფშს, შეგიძლიათ მისცეთ ორიგინალური ფორმებიც. სუფრის საერთო სერვირება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ხელსახოცების ფერსა და მათ განლაგებაზე.

თუ თქვენი სუფრა არ ითვალისწინებს პირველ კერძს, ხელსახოცი უშუალოდ თეფშზეც შეგიძლიათ მოათავსოთ.

სულაც არ არის აუცილებელი სერვირების კლასიკური ნიმუშის გამოყენება, მისი ზედმიწევნით დაცვა. შესაძლოა, ნებისმიერ დიასახლისს უკეთესი იდეა და ფანტაზია ჰქონდეს. მთავარია, რომ ძირითადი ჭურჭელი იყოს თავის ადგილას, დანარჩენი კი თქვენს ფანტაზიას მიანდეთ.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს განსაზღვრული წესები, მაგიდის სერვირება ძალიან ინდივიდუალური პროცესია, ამიტომ ფერთა შერჩევა და სხვა იდეები თითოეული დიასახლისის კულტურის, გემოვნებისა და ფანტაზიის საქმეა!