შეიძლება თუ არა პურის შენახვა მაცივარში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შეიძლება თუ არა პურის შენახვა მაცივარში

თავიდან უნდა აღვნიშნოთ, რომ პური ყველაზე უკეთ ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს, როცა ოთახში ტემპერატურა 15-25°С-ია და ჰაერის ტენიანობა - არა უმეტეს 75%. თუმცა, როგორც ამ საკითხში კომპეტენტური ადამიანები ამბობენ, სიცხეში ნამდვილად შეიძლება მაცივარში პურის შენახვა, ოღონდ აუცილებლად გარკვეული წესების გათვალისწინებით.

უპირველესად, სწორად უნდა შეარჩიოთ შესაფუთი მასალა:

პოლიეთილენის პაკეტი პურის მხოლოდ ერთჯერადი შენახვისთვის გამოდგება. ამასთანავე, აუცილებელია ასეთი

მასალისგან დამზადებულ პარკს ნახვრეტები გაუკეთოთ (მაგ., ნემსით), რათა პოლიეთილენის პარკში არ დაგროვდეს კონდენსატი. თუმცა, თუ პურის საყინულეში მოთავსებას აპირებთ, შეფუთვა სრულად ჰერმეტული უნდა იყოს. გარდა ამისა, პურის შესანახად აუცილებლად პოლიეთილენის ახალი პაკეტი გამოიყენეთ.

ქაღალდის პაკეტი პურის შესაფუთად იდეალური მასალაა, რადგან არ „იკიდებს“ მაცივარში მოთავსებული პროდუქტების სუნს, კარგად ინარჩუნებს პროდუქტის ბუნებრივ ტენიანობას და ამის წყალობით პური დიდხანს არ ხმება.

ქსოვილის ტომარაც საუკეთესო საშუალებაა მაცივარში პურის შესანახად. დღეს უკვე ბევრგან იყიდება პურის შესანახი სპეციალური ტომრები, რომლებიც სამფენოვანი ქსოვილისგანაა შეკერილი. ასეთი სტრუქტურის წყალობით პროდუქტი დაცულია გახმობისგან, ობის სოკოს გაჩენისა და „უცხო სუნისგან“.

ფოლგა საუკეთესო ვარიანტია იმ შემთხვევაში, თუ პურს საყინულეში ინახავთ.

შენახვის წესები და ვადა:

მაცივარში პური ქვედა თაროზე ან საყინულეში უნდა შეინახოთ. ყველაზე შეუფერებელი ადგილია ზედა და გვერდითა თაროები.

მაცივრის ქვედა თაროზე პური (შესაფუთი მასალის მიხედვით) 4-14 დღე ინახება. საყინულეში კი - მთელი თვით, თუმცა თხელ ნაჭრებად დაჭრილი და პოლიეთილენის პაკეტში ან ფოლგაში შეფუთული.

მაცივარში ნუ შეინახავთ ახალ პურს, სანამ ის ჯერ კიდევ თბილია. დაელოდეთ გაცივებას.

გაითვალისწინეთ, რომ ჭვავის პური ხორბლის პურისგან განცალკევებით უნდა შეინახოთ, რადგან ჭვავის პურის ტენიანობა უფრო მაღალია და, შესაბამისად, უფრო სწრაფად ობდება.

პრაქტიკამ დაადასტურა, რომ სიცივეში ყველაზე კარგად ხორბლის პროდუქცია ინახება, ჭვავისა კი - ნაკლებად.

მაცივრიდან გამოღების შემდეგ პური რბილი რჩება ერთი დღის განმავლობაში, საყინულიდან გამოღებული კი - რამდენიმე საათი.

თუ მაცივარში მოთავსებულ პურის პარკში დოლბანდში გამოკრულ მწიკვ მარილს ჩადებთ, უფრო მეტი გარანტია გექნებათ, რომ პური არ დატენიანდება.

დაბოლოს, დაიმახსოვრეთ: დაძველებულ პურს შეიძლება ობი მოეკიდოს, მაგრამ რბილობი წებოვანი არ უნდა გახდეს. პურის წებოვნება მის დასნებოვნებაზე მიუთითებს!