ღვინო ცხოვრებას გაგიადვილებთ - ხრიკები დიასახლისებისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ღვინო ცხოვრებას გაგიადვილებთ - ხრიკები დიასახლისებისთვის

  • მინის გაწმენდა - თეთრი ღვინო შესანიშნავად წმენდს ფანჯრებსა და მინებს. სუფთა ნაჭერს ცოტაოდენი ღვინო დასხით და გაწმინდეთ მინები. პროცედურის ბოლოს მინები სუფთა ნაჭრით ან გაზეთით გააპრიალეთ.
  • სახის ნიღაბი - შავი და წითელი ღვინო დიდი ოდენობით ამინომჟავებს შეიცავს. ამინომჟავა კი შესანიშნავი ანტიოქსიდანტია, რომელსაც შეუძლია, სახის კანს სიგლუვე და სიმკვრივე მიანიჭოს. პერიოდულად გაიწმინდეთ სახე შავ ღვინოში დასველებული ბამბის ტამპონით. აცადეთ გაშრობა და შემდეგ ჯერ ცხელი, შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
  • ლაქების ამოყვანა - მშრალ თეთრ ღვინოს ტანსაცმლიდან და ავეჯიდან შავი ღვინის ლაქების ამოყვანა შეუძლია. ამას კი ალკოჰოლში შემავალი მაღალი მჟავიანობის წყალობით ახერხებს. შეურიეთ თეთრ ღვინოში ცოტაოდენი სოდა და ცხიმის ლაქების ამოყვანასაც მარტივად მოახერხებთ.
  • თმის ლოსიონი - წითელი ღვინო შეიცავს ბუნებრივ ფიტოალექსინს, რომელიც ცვენას აჩერებს და თმას ელასტიკურობასა და სირბილეს ანიჭებს. შემთხვევითი არაა, რომ იტალიელი ქალები დაბანის შემდეგ თმაზე წითელ ღვინოს ივლებენ. თქვენც სცადეთ და შედეგით კმაყოფილი დარჩებით.
  • დეზინფექცია - მშრალ ღვინოს ანტიმიკრობული თვისებები აქვს, ამიტომ მას ბაქტერიებისა და მიკრობების გასანეიტრალებლად იყენებენ. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მშრალი ღვინო ისეთივე წარმატებით ახერხებს დეზინფექციას, როგორც წყალბადის ზეჟანგი. კარგად გარეცხილ ხილს წყალგარეულ ღვინოს თუ გადაავლებთ, ბაქტერიებისა და მიკრობების კვალიც კი არ დარჩება.
  • ხილის პარაზიტების ხაფანგი. ვაშლის ძმარი ხილის პარაზიტებისგან განთავისუფლების ცნობილი საშუალებაა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მათ ღვინის სუნიც არანაკლებ იზიდავთ. ჩაასხით ღვინო ჭიქაში და მასში ქაღალდის ძაბრი ჩაუშვით ისე, რომ ღვინოში ჩასულმა პარაზიტებმა უკან ამოსვლა ვეღარ მოახერხონ.
  • სისხლნაჟღენთებისა და დაბეჟილობის მკურნალობა. ღვინო შეიცავს ანტიოქსიდანტებსა და ფლავონოიდებს, რომლებსაც შეუძლიათ სისხლნაჟღენთებისა და დაბეჟილობის მკურნალობის დაჩქარება. გახსოვდეთ, მსგავსი ხასიათის დაზიანებებისას ყინული თუ ვერ იშოვეთ, ის ღვინის კომპრესით ჩაანაცვლეთ.
  • სასუქი - გამოცდილმა მებაღეებმა იციან, რომ წითელი ღვინის რამდენიმე წვეთია საჭირო იმისთვის, რომ ნიადაგში სასარგებლო ბაქტერიების წარმოქმნის პროცესი გააქტიურდეს, რაც მცენარეებს სწრაფად ზრდაში დაეხმარება.
  • ათეროსკლეროზის დროს ნახევარ ლიტრ ღვინოს აზავებენ ცივი, ანადუღარი წყლით (პროპორცია 1/3 ღვინო და 2/3 წყალი) და დღეში რამდენჯერმე მიირთმევენ.

სცადეთ არატრადიციული მეთოდებით ღვინის გამოყენება და დარწმუნდებით, რომ ეს გემრიელი და სასარგებლო სასმელი, მშვენიერი სასუქი, წამალი და სახლის დასუფთავების საშუალებაც ყოფილა.

რატომ არ შეიძლება წყლის ორჯერ ადუღება?!

ალბათ, გაზქურაზე თქვენც დაგრჩენიათ მოთუხთუხე ჩაიდანი, არც ანადუღარი წყლის ხელმეორედ ადუღებაა იშვიათი. სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის, რომ ხანგრძლივად ნადუღები ან ხელმეორედ ადუღებული წყლის გამოყენებით საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხეს ვუქმნით.

რა ხდება წყლის ხელმეორედ ადუღებისას?

ონკანის წყალი დიდი რაოდენობის მინერალებს შეიცავს და გაცხელების დროს მათი ქიმიური შემადგენლობა იცვლება. მაგალითად, ისეთი სასარგებლო მინერალი, როგორიც კალციუმის მარილია, მავნე ნივთიერებად გარდაიქმნება. დუღილის პროცესში აორთქლებული ქიმიკატები ჩვენს ფილტვებში ილექება, ხოლო დანარჩენები ორგანიზმში წყალთან ერთად ხვდება.

რაც უფრო მეტჯერ ავადუღებთ ერთსა და იმავე წყალს, მით მეტად დავაბინძურებთ ორგანიზმს ისეთი საშიში ნივთიერებებით, როგორებიცაა ფთორიდი, დარიშხანი და ნიტრატები.

დარიშხანი

ამ ტოქსიკურ ნივთიერებას წყალში საშიში მიკრობების მოსასპობად უშვებენ, თუმცა მისი მოხმარებით გამოწვეული შედეგები არანაკლებ სავალალოა: პერიფერიული ნეიროპათია, კუჭ-ნაწლავის აშლილობა, დიაბეტი, ღვიძლის პრობლემები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სიმსივნეც კი.

ნიტრატები

წყალი დიდი რაოდენობით ნიტრატებს შეიცავს. თერმული დამუშავების დროს ნიტრატები ნიტრაზიმინებად გარდაიქმნება, რაც კანცეროგენებია. კანცეროგენებით დაბინძურებული პროდუქტების მოხმარების შესაძლო შედეგებია შარდის ბუშტის, საკვერცხეების, კუჭისა და კუჭქვეშა ჯირკვლის პრობლემები, ლეიკემია, სწორი ნაწლავისა და საყლაპავი მილის კიბო.

ფთორი

წყლის განმეორებითი ადუღების დროს ფთორის შენაერთი ფთორიდად გარდაიქმნება. ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ბოლო 22 წლის მანძილზე ჩატარებული 27 სამეცნიერო გამოკვლევის შედეგები შეაჯამეს და დაასკვნეს, რომ ფთორიდი ნეგატიურ ნევროლოგიურ ეფექტს ახდენს და შეიძლება შეაფერხოს მათი გონებრივი განვითარება. ქალებში კი შესაძლოა, უნაყოფობა გამოიწვიოს.

გახსოვდეთ, რომ ერთხელ ადუღებისას წყალში მიკრობებს ხოცავთ, მაგრამ ხელახლა ადუღების შემთხვევაში სასარგებლო ნივთიერებების დაშლასა და მათ საშიშ ნივთიერებებად გარდაქმნას უწყობთ ხელს.

გირჩევთ, არასდროს მოიხმაროთ რამდენჯერმე ადუღებული წყალი, გაუფრთხილდით საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობას.

როგორ ვებრძოლოთ შინაური ცხოველის ბეწვს, ექსკრემენტებსა და უსიამოვნო სუნს?

შინაურ ცხოველებთან თანაცხოვრებისას წესრიგისა და სისუფთავის დაცვა ბევრი დიასახლისისთვის გადაუჭრელი პრობლემაა. როგორ შეუთავსოთ ერთმანეთს შინაური ცხოველი და სახლის სისუფთავე, განსაკუთრებით მაშინ, თუ კორპუსის ბინაში ცხოვრობთ?

ბეწვის არასეზონური და გამუდმებული ცვენა ცხოველის ჯანმრთელობის პრობლემებზე მიანიშნებს. შესაძლოა, ეს კვების ბალანსის დარღვევა ან ორგანიზმში საჭირო მიკროელემენტების დეფიციტი იყოს. ამ შემთხვევაში კონსულტაციისთვის ვეტერინარს უნდა მიმართოთ.

ბეწვის სეზონური ცვენა კი გაზაფხულსა და შემოდგომაზე იწყება. გახსოვდეთ, რომ ეს დაავადება კი არა, ბუნებრივი მოვლენაა, რომლის დახმარებითაც ცხოველი ბეწვს იცვლის. ამ პროცესს ვერაფრით შეაჩერებთ, თუმცა სწორი სტრატეგიითა და ეფექტური მეთოდებით შესაძლებელია, მისი ინტენსივობა შეამციროთ და ცხოველსაც და საკუთარ თავსაც მდგომარეობა შეუმსუბუქოთ:

ა) კარგი იქნება, თუ თქვენს ოთხფეხა მეგობარს ბეწვის ცვენის პირველივე დღეებში დაბანთ, ბეწვს სპეციალური ბალზამით დაუმუშავებთ და გულმოდგინედ დავარცხნით. ამ პროცედურიდან 1-2 დღის განმავლობაში ბეწვის ცვენა ისევ ინტენსიური იქნება, თუმცა შემდეგ ეტაპობრივად შემცირდება.

გახსოვდეთ, მეგობრის ვარცხნას ყოველდღიურად 10-15 წუთს თუ გამოუყოფთ, მას კანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაეხმარებით.

ბ) ძაღლი დროულად გაკრიჭეთ. ამის გაკეთება თავადაც შეგიძლიათ, თუმცა უკეთესი იქნება, დახმარებისთვის სპეციალისტს მიმართოთ. ცხოველის გაკრეჭამდე ვეტერინართან დაადგინეთ, რომ ბეწვის ცვენა სეზონურია და რაიმე დაავადება არ არის.

გ) რბილი ავეჯისა და ხალიჩის ცხოველის ბეწვისგან გასაწმენდი მშვენიერი საშუალებაა ჩვეულებრივი მტვერსასრუტი (და არა - წყლის), სველი ღრუბელი ან წყალში დასველებული ჯაგრისი. კვირაში ორჯერ ხალიჩები და რბილი ავეჯი ამ საშუალებებით გაწმინდეთ და პრობლემა მოგვარდება.

დ) შინაური ცხოველის ბეწვთან ბრძოლის კიდევ ერთი ეფექტური საშუალება სკოტჩია. ამ შემთხვევაში ფართო, წებოვანი ლენტი ვიგულისხმეთ. წებოვანი ლენტის დახმარებით რბილი ავეჯიდან და ხალიჩიდან ბეწვის ნასახსაც გააქრობთ.

ცხოველების ექსკრემენტები და მათგან გამოწვეული პრობლემები:

კორპუსის ბინებში შინაური ცხოველების ყოლასთან დაკავშირებული კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა ტუალეტია. ამ პრობლემის მოუგვარებლობამ შესაძლოა, თქვენს სახლში, არასასიამოვნო სუნის გარდა, ბაქტერიების გამრავლება გამოიწვიოს.

ზოგიერთი დიასახლისი ხალიჩასა და რბილ ავეჯზე დატოვებული ექსკრემენტების სუნს ძვირად ღირებული ქიმიური საშუალებებით ებრძვის, ზოგი კი ისეთ ტრადიციულ, ხალხურ მეთოდებს იყენებს, როგორებიცაა ქლორი, ძმარი, კალიუმის პერმანგანატი (ე.წ. მარგანცოვკა) და ა.შ. თუმცა ამ საშუალებებს მხოლოდ დროებითი ეფექტი აქვს. ისინი აკავებენ უსიამოვნო სუნს საკუთარი მძაფრი სუნით, მაგრამ ამ საშუალებების აორთქლებისთანავე მათი სუნი ქრება, ექსკრემენტებისა კი რჩება.

ამიტომ უსიამოვნო სუნთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებად 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი მიიჩნევა. დაასხით შარდით დალაქავებულ ადგილს „პერეკისი“ და 10 წამის შემდეგ ქაღალდის ხელსახოცით ან მშრალი ტილოთი გაწმინდეთ. უსიამოვნო სუნიც გაქრება, დეზინფექციაც ჩატარდება და არც ხალიჩის ფერი დაზარალდება.

როგორ მოვიქცეთ, თუ ცხოველის ექსკრემენტების სუნი ძველია და ხალიჩას კარგად „გაუჯდა“?

ასეთ შემთხვევაში ჯამში ჩაასხით 400 გ „პერეკისი“, დაამატეთ 2 ჩაის კოვზი სოდა და ნებისმიერი სარეცხი საშუალების რამდენიმე წვეთი. მიღებულ მასას კარგად მოურიეთ და დალაქავებულ ადგილს წაუსვით. ამ მდგომარეობაში დატოვეთ ხალიჩა სრულ გაშრობამდე და შედეგით კმაყოფილი დარჩებით. თუმცა, თუ ლაქა ძალიან ძველია, საჭირო ეფექტის მისაღწევად, შესაძლოა, ამ პროცედურის რამდენჯერმე გამეორებაც მოგიწიოთ.

გახსოვდეთ, რომ სისუფთავე ჯანმრთელობის საწინდარია. ამიტომ ხშირად დაალაგეთ ის ადგილები, სადაც თქვენს ოთხფეხა მეგობარს უყვარს ყოფნა.

ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ მანდარინისა და ფორთოხლის კანს აღარ გადაყრით!

მანდარინისა და ფორთოხლის კანი დიასახლისის უნივერსალური დამხმარეა. დღეს გასწავლით, როგორ გამოიყენოთ საოჯახო საქმიანობაში ეს არომატული და ძალიან სასარგებლო ინგრედიენტი.

  • ყველა დიასახლისისთვის ცნობილია, რომ წყლის წვეთები მეტალის ზედაპირზე ლაქებს ტოვებს. თუ გსურთ, რომ თქვენი წყლის ონკანი სარკესავით კრიალებდეს, ციტრუსის კანით გაწმინდეთ. ის შეიცავს ნატურალურ ზეთს, რომელიც მშვენივრად უმკლავდება წყლისა და ქლორისგან გაჩენილ ლაქებს.
  • ძველი ხის ავეჯი სარკესავით იპრიალებს, თუ ციტრუსის კანის თეთრი მხრიდან გაწმენდთ.
  • შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ციტრუსის კანით შესაძლებელია ყველაფრის გაწმენდა - კერამიკული ფილებით დაწყებული, მეტალის დეტალებით დამთავრებული. გაითვალისწინეთ, რომ ის არა მარტო ლაქებს აცილებს, სასიამოვნო სურნელსაც ტოვებს.
  • თუ გსურთ, სახლში ეკოლოგიურად სუფთა, უნივერსალური საწმენდი საშუალება გქონდეთ, მანდარინისა და ფორთოხლის კანები დააქუცმაცეთ, ჩაყარეთ ჩვეულებრივი წყლის საფრქვევში, დაასხით თეთრი ძმარი და ერთი კვირით მაცივარში დატოვეთ. არ დაგავიწყდეთ პერიოდულად ჭურჭლის შეჯანჯღარება. ციტრუსის ძმრისგან დამზადებული საწმენდი საშუალებით შეგიძლიათ გაწმინდოთ კერამიკული ფილები, მაცივარი, ფანჯრები, მინები და იატაკიც კი.
  • კოღოები, ბუზები და ჭიანჭველები საშინლად ვერ იტანენ ლიმონინს, რომელსაც ყველა ციტრუსის კანი შეიცავს. ამიტომ გახეხეთ კანი სახეხზე ან ბლენდერში დააქუცმაცეთ და მწერების თავშეყრის ადგილებში მოათავსეთ.
  • ციტრუსის კანში შემავალ არომატულ ზეთს შეუძლია სახლიდან ყველანაირი უსიამოვნო სუნი გააქროს. ამასთანავე, ქიმიური საშუალებებისგან განსხვავებით, ეს სრულიად უვნებელი და ეკოლოგიურად სუფთა არომატიზატორია. ჩაყარეთ გამხმარი და დაქუცმაცებული ციტრუსის კანი ნაჭრის პატარა ტომსიკებში და მოათავსეთ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის კარადებში, საპირფარეშოში და ყველგან, სადაც შეიძლება უსიამოვნო სუნი გაჩნდეს.
  • თუ მარილი, შაქარი ან სოდა გაქვავდა, ჭურჭელში რამდენიმე საათით ჩადეთ ციტრუსის კანი. მასში შემავალი ნატურალური ზეთები ბუნებრივი მეთოდით დაარბილებს გაქვავებული პროდუქტების სტრუქტურას და მათ პირვანდელ სახეს დაუბრუნებს.
  • ციტრუსის კანით შესაძლებელია კანის ბუნებრივი სქრაბის მომზადება. ამისთვის ახალი ცედრა ბლენდერში დააქუცმაცეთ და სველ კანზე წრიული მოძრაობებით შეიზილეთ. რამდენიმე წუთით გააჩერეთ და ჩამოიბანეთ (ამის გაკეთება უმჯობესია შხაპის მიღების დროს). ეს ნატურალური, ვიტამინებით სავსე და ეკოლოგიურად სუფთა სქრაბი დაარბილებს და გამოაცოცხლებს თქვენს კანს.
  • ფორთოხლის კანისგან შეგიძლიათ მოამზადოთ დაშაქრული ცუკატები, რომლითაც ნამცხვრებსა და დესერტებს გააფორმებთ. საჭიროა 2 დიდი ფორთოხლის კანი, 2 ჭიქა შაქარი, 1 ჭიქა წყალი და ნახევარი ჭიქა შაქრის პუდრა. ფორთოხლის კანს მოაცილეთ თეთრი ნაწილები და წვრილ, გრძელ ნაჭრებად დაჭერით. წყლითა და შაქრით მოადუღეთ სიროფი, ჩააწყვეთ ფორთოხლის კანები და დაბალ ცეცხლზე ნახევარი საათის განმავლობაში ხარშეთ. კანები ამოალაგეთ, აცადეთ გაშრობა და შაქრის პუდრაში ამოავლეთ. გამზადებული ცუკატები შეინახეთ ჰერმეტულად დახურულ მშრალ მინის ქილაში.
  • მანდარინის კანს იყენებენ მადის სტიმულირებისა და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებელი ნაყენების დასამზადებლად. მადის სტიმულაციისთვის რეკომენდებულია მანდარინის გამხმარი კანისგან დამზადებული ნაყენის 10-20 წვეთის მიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
  • იმუნიტეტის გასაძლიერებლად 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ მანდარინის კანს დაასხით 250 მლ არაყი, გააჩერეთ 7 დღე ბნელ ადგილას. მიიღეთ ხოლმე 30 წვეთი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
  • ხველებისას და ბრონქიტის დროს მანდარინის 4 სუფრის კოვზ გამხმარ კანს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და ორი საათით გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ, შეურიეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და ნახევარი ჭიქა ნაყენი დღეში ოთხჯერ მიიღეთ.

სველი ხელსახოცის 10 უცნობი ჯადოსნური თვისება

სველი ხელსახოცი, რომელიც დღეს თითქმის ყველა მაღაზიაში იყიდება, ჰიგიენისთვის ძალიან საჭირო და აუცილებელია, თუმცა, როგორც ირკვევა, მისი გამოყენების ასპარეზი გაცილებით ფართოა:

  • ყველა დიასახლისმა იცის, როგორი შრომატევადია ტაფაზე მიმწვარი ცხიმის ნარჩენების მოცილება, მაგრამ ბევრს წარმოდგენა არ აქვს, რომ სველი ხელსახოცი ამ საქმეში შეუცვლელი დამხმარეა. ჩადეთ სველი ხელსახოცი ჭუჭყიან ტაფაში ან ქვაბში, დაასხით წყალი და მთელი ღამით დატოვეთ. დილას ჭურჭლის ცხიმის ნარჩენებისგან გასუფთავებას განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მოახერხებთ.
  • სველი ხელსახოცი ეფექტურად ებრძვის ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნს. გამოიყენეთ სველი ხელსახოცი როგორც ფეხსაცმლის დამატებითი საფენი და ამ პრობლემებს სამუდამოდ დაემშვიდობებით.
  • აბაზანისა და სამზარეულოს ქრომირებული ზედაპირის მქონე ონკანები მუდამ გაკრიალებული გექნებათ, თუ ჩვეულებრივი წმენდის შემდეგ სველი ხელსახოცით გაწმენდთ.
  • დეზოდორისგან დატოვებული თეთრი ლაქა ისეთი პრობლემაა, რომლის გამოც ბევრი ტანსაცმელსაც კი აგდებს. ალბათ, ვერასოდეს წარმოიდგენდით, რომ ამ პრობლემასთან გამკლავება სველ ხელსახოცს შეუძლია. კარგად წაუსვით ხელსახოცი დალაქავებულ ადგილს და შედეგით გაოცებული დარჩებით.
  • ყველა დიასახლისისთვის ცნობილია, რომ ლითონის ჟალუზების წმენდა შრომატევადი და მომქანცველი საქმეა. ამ შემთხვევაშიც სველი ხელსახოცი დაგეხმარებათ. თხელი და ელასტიკური ხელსახოცი ადვილად აღწევს ჟალუზის დეტალებს შორის და წმენდას აადვილებს.
  • ზამთრის სეზონზე გრძელი თმის პატრონებს გამუდმებით აწუხებთ თმის „დამუხტვის“ პრობლემა. თუ თმას ისე დაივარცხნით, როგორც სურათზეა ნაჩვენები, თმის „დამუხტვის“ პრობლემა აღარ შეგაწუხებთ.
  • სველი ხელსახოცის დახმარებით შესაძლებელია უთოს ზედაპირის გაწმენდა. ბამბის ქსოვილს დააფარეთ ხელსახოცი და დაბალ ტემპერატურაზე გააუთოეთ. უთოს ზედაპირი გაკრიალდება.
  • ალბათ, ყველას აწუხებს შხაპის შემდეგ აბაზანის დაორთქლილი სარკე. ამის თავიდან აცილება მარტივად შესაძლებელია. აიღეთ ჩვეულებრივი საპონი და მშრალ სარკეზე წაუსვით ისე, რომ მთელი ზედაპირი დაიფაროს. ამის მერე ჯერ სველი, შემდეგ კი მშრალი ხელსახოცით კარგად გაწმინდეთ და დაორთქლილი სარკის პრობლემაც აღარ გექნებათ.
  • სველი ხელსახოცი კარგად აცილებს ავეჯზე დარჩენილი თითების ანაბეჭდებს.
  • სველი ხელსახოცი უკვალოდ წმენდს დაბნეულ ფქვილს და შაქარს. რაც ყველაზე მთავარია, ამ ხელსახოცების რამდენჯერმე გამოყენებაა შესაძლებელი, რაც ფულსაც დაგაზოგვინებთ.