რჩევები დიასახლისებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები დიასახლისებს

თქვენი ნამცხვარი უფრო ფერადოვანი და მადის აღმძვრელი იქნება, თუ ცომში ცოტაოდენ დაყენებულ შავ ჩაის ჩაურევთ.

მორჩენილი პიცა მიკროტალღური ღუმლის ნაცვლად, ტაფაზე გააცხელეთ, ოღონდ ფოლგა დააფარეთ და ცოტაოდენი ადგილი დატოვეთ ჰაერისთვის. თქვენი პიცა ახალივით იქნება.

მანის ფაფას რომ კურკუშელები არ გაუჩნდეს, საკმარისია, მომზადებამდე ოდნავ მოხალოთ.

ყავის ხარშვის პროცესში კარაქის მცირე ნაჭერი ჩააგდეთ. ის ყავის გემოს შეამსუბუქებს და ნაღების გემოს მისცემს.

ხახვი და სტაფილო უფრო მალე მოიშუშება, თუ ტაფაზე დაყრის წინ ცოტაოდენ შაქარს მოაყრით.

თუ მაიონეზის ყიდვა დაგავიწყდათ, შეგიძლიათ მისი შემცვლელი იოლად მოამზადოთ: არაჟანში დაუმატეთ დაფშვნილი კვერცხის გული და ერთი სუფრის კოვზი მდოგვი, მაიონეზიც მზადაა.

მაკარონი და ბრინჯი მომზადებისას ერთმანეთს არ მიეკრობა, თუ დუღილისას ერთ კოვზ მზესუმზირის ან ზეთისხილის ზეთს დაუმატებთ, ხოლო როცა მოიხარშება, ცივ წყალს გადაავლებთ.

ხორცმა შეწვისას ლამაზი ფერი რომ მიიღოს, ღუმელში შედებამდე თაფლი ან ბროწეულის წვენი წაუსვით. შეგიძლიათ მშრალი ღვინო, კონიაკი ან სპირტიც წაუსვათ.

თუ ხორცი მაგარი გეჩვენებათ, ქვაბში ბანანის ქერქი დაუმატეთ — ის მალევე დარბილდება.

ორცხობილის ფანტელების ნაცვლად სცადეთ დაფქული ნიგოზი: თქვენი კერძი სრულებით ახალ გემოს შეიძენს.

თუ ვახშმის შემდეგ ცოტაოდენი ღვინო დაგრჩათ, ჩაასხით ის ყინულის ფორმებში და გაყინეთ. შემდეგ მისი გამოყენება შეგიძლიათ ხორციან კერძში, წვნიანში ან სხვა კერძებში.

შემწვარი ბადრიჯანი ნაკლებ ცხიმს შეისრუტავს, თუ მას წინასწარ ცოტა ხანს ღუმელში შეწვავთ, შემდეგ კი - ტაფაზე.

საკვების ხარისხი, მასში შემავალი ინგრედიენტების გარდა, იმაზეცაა დამოკიდებული, რაში მზადდება ის. რა უნდა ვიცოდეთ უსაფრთხო ჭურჭლის შესახებ. ტაფა, რომელიც არ იწვავს თუ ქიმიური შეტევა? ეს ყველაზე სადავო საკითხია.

ტეფალის ტაფა - მართალია, ასეთი ტაფა ბევრს უსაფრთხოდ მიაჩნია, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ცარიელი ტეფალის ჭურჭელი ძალიან არ უნდა გააცხელოთ, რადგან ის ამ დროს მავნე ორთქლს გამოყოფს. ამ დროს ადამიანს გრიპის სიმპტომები უჩნდება, ხოლო შინაური ფრინველი თუ გყავთ, შესაძლოა, მოკვდეს კიდეც. თუ ასეთი ტაფის ფსკერზე ხაზები გაჩნდა, ის დაუყოვნებლივ გადააგდეთ. გახსოვდეთ, ტეფალის ტაფა ვარგისია 3 წელი.

პლასტმასის ჭურჭელი - საკვებისთვის განკუთვნილი პლასტმასის კონტეინერები იმდენად უნივერსალურია, რომ, შესაძლოა, არც კი დავფიქრებულვართ მის მავნე ზემოქმედებაზე. არ ღირს მათი გამოყენება მიკროტალღურ ღუმელში საკვების გასაცხელებლად.

პლასტმასის კონტეინერები - გაცხელებისას ამ კონტეინერებში შემავალი ქიმიური ნივთიერებები საკვებ პროდუქტში ხვდება. პლასტმასი გარემოსაც აბინძურებს. ძველი, მაგრამ ნაცადი თუჯის ჭურჭელი კლასიკური, უსაფრთხო, გამოცდილი ვარიანტია. ასეთ ჭურჭელში მომზადებისას საკვები რკინის იონებით მდიდრდება და კიდევ უფრო სასარგებლო ხდება.

ძველი, ნაცადი ტაფა, რომელმაც ათწლეულებს გაუძლო - მომინანქრებულ ჭურჭელში მომზადებული საკვები ჯანმრთელობას არანაირ საფრთხეს არ უქმნის. მაგრამ თუ მინანქარს ბზარი გაუჩნდა, მისი გამოყენება უმალ უნდა შეწყვიტოთ, რადგან ის მძიმე ლითონებს გამოყოფს და ამით საკვები ბინძურდება.

მინის ჭურჭელი - მინის ჭურჭლის გამოყენება შესაძლებელია გამოსაცხობად და მაცივარში შესანახად. ის გამოდგება მიკროტალღურ ღუმელში საკვების გასაცხელებლადაც. მინის ჭურჭელი მოსახერხებელია და ტოქსიკურ ნივთიერებებს არ შეიცავს. უსაფრთხოა მინის ჭურჭელზე გაჩენილი ნაკაწრებიც.

უჟანგავი ფოლადის ჭურჭელი - უჟანგავი ფოლადის ჭურჭელი მოსახერხებელია და დიდხანს გამოიყენება. მასში, პრაქტიკულად, ყველაფრის მომზადება შეიძლება.

იმედია, ეს რჩევები დაგეხმარებათ სამზარეულოსთვის ოპტიმალური ჭურჭლის შეძენისას. ხარისხიანი ჭურჭელი დიდხანს ინარჩუნებს სითბოს და არ აზიანებს ჯანმრთელობას. გაითვალისწინეთ ისიც, რომ მათი გარეცხვისას ნატურალური საშუალებები უნდა გამოიყენოთ.