რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
რა სიხშირით უნდა ვცვალოთ ლოგინის თეთრეული
რა სიხშირით უნდა ვცვალოთ ლოგინის თეთრეული
თუ ლოგინის თეთრეულს კვირაში ერთხელ არ გამოვცვლით, საწოლში გამრავლებული მიკროორგანიზმები ჩვენს ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედებს. საწოლში ცხოვრების მესამედს ვატარებთ. ლოგინი შეიძლება ძალიან სწრაფად გარდაიქმნას ბაქტერიებითა და სოკოებით მდიდარ „ბოტანიკურ ბაღად“.

ადამიანის ორგანიზმი წლის განმავლობაში გამოიმუშავებს ას ლიტრამდე ოფლს. საწოლში შექმნილი თბილი
You must have Flash Player installed in order to see this player.
და ტენიანი გარემო იდეალურია სოკოს კულტურის გასამრავლებლად. კვლევამ აჩვენა, რომ ბუმბულისა და სინთეზურ ბალიშებში შეიძლება 16 სახეობის სოკო აღმოჩნდეს.

გარდა სოკოებისა და ბაქტერიებისა, რომლის წყაროსაც ჩვენი ოფლი, ნერწყვი, კანის მკვდარი უჯრედები, ვაგინადან და ანუსიდან გამონადენია, ჩვენ საწოლს ვიზიარებთ უცხო მიკრობებთან, რომელიც შინაური ცხოველის ბეწვიდან, მტვრიდან, მტვრის ტკიპის ნარჩენებისა და ფეკალიებიდან მოდის.

ყველა ეს ბოლოგიური გამონაყოფი გროვდება კვირის განმავლობაში. თუ არ გამოვცვლით თეთრეულს, შეიძლება განვითარდეს ალერგიული სურდო და ხველა, იმდენად, რამდენადაც მთელ ამ მიკრობებს ვსუნთქავთ. მაშინაც კი, თუ ალერგია არ გვაქვს, ორგანიზმი სასუნთქ გზებში მოხვედრილ უცხო აგენტზე იწყებს მოქმედებას.

ლალი ჩხიკვაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
კომპანია Medisys თანამშრომლების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რეგულარულმა უძილობამ (6 საათზე ნაკლები ძილი) შეიძლება ისეთივე შედეგები გამოიწვიოს, როგორიც ალკოჰოლის ჭარბმა მოხმარებამ. ძილის ნაკლებობა ზრდის სიმსუქნის, დეპრესიის, ინფარქტისა და ინსულტის რისკს.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დღის განმავლობაში ბავშვებთან მშობლების საუბარი ჩაიწერეს და კომპიუტერული პროგრამით შეადარეს, როგორ საუბრობდნენ დედა და მამა ბავშვებთან და მოზრდილებთან. სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ დედები ბავშვებთან ბავშვის ხმით საუბრობდნენ.
თურმე ქალების ერთ მესამედს საშინლად არ მოსწონს საკუთარი თავი. სხეულის ყველაზე "მოძულებული ნაწილია" მუცელი - მისით უკმაყოფილოა ქალთა 71 %, 61 % მიიჩნევს, რომ მოკლე ან მსხვილი ბარძაყები აქვს, 66 %-ს თავი მეტისმეტად მსუქანი ჰგონია, მოდუნებული კუნთები კი 57 %-ს ურღვევს სიმშვიდეს.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ვიცით, რომ ბოსტნეული სასარგებლოა, თუმცა, ყველამ როდი იცის მისი მომზადება ისე, რომ სასარგებლო ნივთიერებები არ დაიშალოს. მაგალითისთვის, ზოგიერთი ბოსტნეული ხარშვისას მასში არსებულ С, В ვიტამინებსა და ფოლიუმის მჟავას კარგავს.
ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი სერიოზული ბაქტერიული ინფექციების წყაროა. ჩვეული მოხმარების საგნები დიდი რაოდენობით საშიშ ბაქტერიას შეიცავს. მათ შორის ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი შეიცავს უამრავ ბაქტერიას, რომელთა შორისაა პნევმონიისა და მენინგიტის გამომწვევებიც.
მარცვლეული და ბურღულეული პროდუქტები ფიტინის მჟავას შეიცავს. კვლევებით კი დამტკიცებულია, რომ ფიტინის მჟავა ბლოკავს ორგანიზმის მიერ მაგნიუმის, კალციუმის, რკინისა და ცინკის ათვისებას და ანემიისა და ალერგიულობის გამომწვევ მიზეზად გვევლინება.
ამ იაფი და ხელმისაწვდომი საგნით შეგიძლიათ, ბევრი საქმე გაიმარტივოთ:

ცხიმიანი ლაქა უკვალოდ გაქრება, თუ ცარცს წაუსვამთ და 10 წუთით ასე დატოვებთ. ამის შემდეგ ნივთი ჩვეულებრივი წესით უნდა გარეცხოთ.
თუ თქვენ იშვიათად ან კიდევ არასწორად ალაგებთ სახლს, შესაძლოა, მტვერში კანცეროგენებსა და სხვა მავნე შენაერთებს შეეჯახოთ. მათ შორისაა ფტალატები - შენაერთები, რომლებიც გვხვდება თმისათვის განკუთვნილ ლაქში, საპონსა და კოსმეტიკაში.
თუ კვერცხს წინასწარ სოდიანი წყლით ან ძმრით გარეცხავთ, უფრო თანაბრად შეიღებება. ხარშვისას კი კვერცხი რომ არ გასკდეს, შეღებვამდე 1 საათს სითბოში ან ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ, ხოლო ხარშვისას წყალში ჩაამატეთ 1 სუფრის კოვზი მარილი - ნაჭუჭი რომც გასკდეს, გული არ გადმოიღვრება.
10 აგვისტო 2017
ბევრი სტრესის მოხსნას ალკოჰოლით ცდილობს. ეს არა თუ უსარგებლო, არამედ სახიფათოცაა. სტრესის ფონზე სპირტიანი სასმელების მიღება ალკოჰოლური დამოკიდებულების ფორმირებას უწყობს ხელს, რასაც შეიძლება შფოთვაც ახლდეს თან.
27 ივლისი 2017
სტრესული გამოცდილება, როგორიცაა საყვარელი ადამიანის დაკარგვა, განქორწინება, სამსახურიდან დათხოვნა იწვევს ტვინის ბიოლოგიური ასაკის 4 წლით მატებას.
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც! მსოფლიოში ცნობილი ფსიქიატრი დენიელ ამენი, ტვინის ფუნქციების შენარჩუნებისა და ასაკობრივი ცვლილებების თავიდან ასაცილებლად, გვირჩევს რაციონში შევიტანოთ შემდეგი სანელებლები:
მარტოობა და სოციალური იზოლაცია ადამიანისთვის სიმსუქნეზე უფრო საშიშია. ამერიკელი ფსიქოლოგების აზრით, მოსახლეობაზე ამ ფაქტორების ზემოქმედება ყოველწლიურად იზრდება და ნაციონალურ პრობლემად შეიძლება იქცეს.
როგორც კვლევამ აჩვენა, ქარიზმატული ლიდერები უფრო ცუდად ერკვევიან ხელმძღვანელობის დეტალებში, რესურსების მართვასა და დისციპლინაში. ადამიანები საშუალო დონის ქარიზმის ლიდერებს უფრო ეფექტურ ხელმძღვანელებად მიიჩნევენ.