რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
ადამიანი და ბუნება
ადამიანი და ბუნება

სუფთა ჰაერი და ანკარა წყალი, მზის სხივები და ყვავილების არომატიც, მსუბუქი სიო და დილის ნამი, ფრინველთა გალობა და მობიბინე ბალახი - ეს ის ძაფებია, რომლებიც ადამიანს ბუნებასთან, გარე სამყაროსთან აკავშირებს. ყოველივე ამის გარეშე შეუძლებელია ახალი ენერგიით ავსება. სამყარო ჩვენ გარშემო საოცრად შეიცვალა; ბაღებისა და სკვერების ნაცვლად ყველგან ავტოსადგომებია; ბუნების წიაღიდან ადამიანი მრავალსართულიანი შენობების ტყვეობაში აღმოჩნდა; ქიმიური წარმოების ნარჩენები პირდაპირ მდინარეებში ჩაედინება... ჩვენ კი რატომღაც გვიკვირს, რატომ აღარ არის ადამიანი დღეს ისეთი ჯანმრთელი, როგორიც თუნდაც გასულ საუკუნეში იყო.

ეკოლოგიური ფაქტორები
კაცობრიობას დედამიწაზე ბუნებისა და მისი კომპინენტებისგან იზოლირებული არსებობა არ შეუძლია. ადამიანზე ბუნება მუდმივად მოქმედებს 5 ძირითადი ფაქტორით. ესენია:

  • კლიმატური;
  • მინერალური;
  • წყლისა;
  • მიწისა;
  • ბიოლოგიური.

ადამიანის საარსებო გარემო არაცოცხალი და ცოცხალი ბუნების, მცენარეებისა და ცხოველებისგან შედგება. თითოეული მათგანი თავისებურ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებასა და არსებობაზე, ჯანმრთელობისთვის ზოგს სიკეთე, ზოგს კი ზიანი მოაქვს. ეკოსისტემის შემადგენელ კომპონენტებს ეკოლოგიური ფაქტორები ეწოდება. წარმოშობის მიხედვით განასხვავებენ აბიოტურ, ბიოტურ და ანთროპოგენურ ეკოლოგიურ ფაქტორებს. აბიოტურია არაცოცხალი ბუნების ის ფაქტორები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად მოქმედებს ადამიანის ორ­განიზმზე. ესენია ჰაერი, წყალი, ნია­დაგი. ბიოტურია სიცოცხლის ყველა ფორმა, რომლებიც მოქმედებენ ერთმანეთზე: მცენარეები, ცხოველები, მიკროორგანიზმები. ანთროპოგენურია ადამიანის საქმიანობის ყოველგვარი შედეგი, რომელიც ცვლის ბუნებას როგორც საარსებო გარემოს და ამასთან უშუალო გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე.


ატმოსფერული ჰაერი

გარემოს ტემპერატურა
მნიშვნელოვანი აბიოტური კლიმატური ფაქტორია, რომელზეც უშუალოდ არის დამოკიდებული ორგანიზმების ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობა და მათი გეოგრაფიული გავრცელება. სწორედ გარემოს ტემპერატურის მიხედვით ენაცვლება ერთმანეთს ადამიანის სეზონური და დღეღამური აქტივობები. ნებისმიერი ორგანიზმისთვის არსებობს განსაზღვრული ტემპერატ­ურა, რომელზეც ის თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს. ცოცხალი ორგანიზმების უმრავლესობისთვის საარსებო ოპტიმალური ტემპერატურა არც ისე მაღალია. ადამიანისთვის იგი ზამთარში 18-200ჩ-ია, ხოლო ზაფხულში - 20-220ჩ.


ნალექების რაოდენობა
ის უმთავრესად ჰაერის დიდი მასების გადაადგილებასა და გეოგრაფიულ არეალზეა დამოკიდებული. წლის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობა უშუალოდ მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, ხშირად მის ფსიქიკურ თავისებურებებსაც კი განსაზღვრავს.


ტენიანობა
ჰაერში წყლის ორთქლის შემცველობის მაჩვენებელია. ტენიანობას დღეღამური ცვლა ახასიათებს, ღამით იმატებს, დღისით კი იკლებს. სწორედ ამ დღეღამური ცვალებადობის გამოა, რომ იგი, ტემპერატურასა და სინათლესთან ერთად, უშუალოდ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.


სინათლე
დედამიწაზე სინათლის წყარო მზის გამოსხივებაა, რომელიც ჩვენამდე სხვადასხვა სიგრძის ელექტრომაგნიტური ტალღების სახით აღწევს. მზის სინათლე ადამიანის არსებობის აუცილებელი პირობაა, რადგან დედამიწაზე ენერგიის უნივერსალურ წყაროს წარმოადგენს. მზის ელექტრომაგნიტური გამოსხივება შედგება სხვადასხვა გამოსხივებისგან, რომლებიც ორგანიზმზე ტალღის სიგრძის, ინტენსივობისა და ხანგრძლივობის მიხედვით სხვადასხვანაირად მოქმედებს.




კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ჟურნალმა "ოჯახის მკურნალმა" საქველმოქმედო პროექტის #ქველმოქმედებამარტივია ფარგლებში ნოემბრისა და დეკემბრის ნომრების რეალიზაციიდან შემოსული თანხის ნაწილი 5 022 ლარი დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს გადასცა.
სერიალმა "ექიმმა ჰაუსმა" სატელევიზიო სივრცეში გამოჩენისთანავე მოახერხა ექიმების, მომავალი ექიმების, პაციენტების, სამედიცინო საკითხებით დაინტერესებული ადამიანების და ზოგადად, ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა
ზამთრის მზე, ულტრაიისფერი გამოსხივების თვალსაზრისით, ზაფხულისაზე არანაკლებ საშიშია. ზამთარში ზოგჯერ ის უფრო ინტენსიურიცაა. ამასთან, წელიწადის ამ დროს სხეული ტანსაცმლითაა დაფარული, ხოლო თვალები მზის ზემოქმედების ქვეშ მთელი დატვირთვით ხვდება.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, დედამიწის მოსახლეობის 92% დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს. როგორც ორგანიზაციის ახალ ანგარიშშია ნათქვამი, პლანეტის 10-დან 9 მცხოვრები ცხოვრობს ისეთ რაიონებში, სადაც ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე ფიქსირდება. 
ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული მიზეზების გამო მსოფლიო მასშტაბით 6,5 მილიონი ადამიანი იღუპება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყველაზე დაბინძურებული ჰაერი ირანის ქალაქ ზაბოლშია, სადაც მთელი ზაფხულის განმავლობაში მძვინვარებს ქვიშის ქარიშხალი.
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თევზის საკვებად გამოყენებამ შესაძლებელია იმუნიტეტის დაქვეითება გამოიწვიოს, რისი მიზეზიც
სპეციალისტიები ამტკიცებენ, რომ რაც მაღალია ჰაერის ტემპერატურა, მით ნაკლებ ადამიანს აქვს სქესობრივი ურთიერთობა.
თუ საკუთარი ჯანმრთელობა გადარდებთ, ჯანსაღად უნდა იკვებოთ და რძემჟავა პროდუქტების შეძენისას აუცილებლად გაითვალისწინოთ რამდენიმე ნიუანსი. კულინარიულ სამყაროში დღემდე არ გამოჩენილა არაფერი, სასარგებლო თვისებებით რძის პროდუქტებს რომ აღემატებოდეს. რძის ნაწარმი შეიცავს ყველა ნივთიერებას, რაც კი საჭიროა ორგანიზმის ცხოველქმედებისთვის, ურომლისოდაც მას ნორმალური არსებობა არ შეუძლია: სრულფასოვან ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, არაორგანულ მარილებს, ვიტამინებს, ჰორმონებს და ე.წ. იმუნურ სხეულებს, რომლებიც ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში ეხმარებიან.

21 ოქტომბერი 2016
ფინჯანი ყავის დალევის შემდეგ, იშვიათად თუ დავფიქრებულვართ, როგორ მოქმედებს ის სხვადასხვა ორგანოსა და სისტემაზე.
13 სექტემბერი 2016
1. საფეხურებზე სიარული.

კიბეზე ასვლისას ადამიანი წუთში 11 კალორიას წვავს.
ცნობილია, რომ სტრესმა შეიძლება წონის მატება გამოიწვიოს. მიზეზი მხოლოდ ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელ გაძლიერებულ მადაში არ არის. იცვლება თავად სხეულის მუშაობის მექანიზმი.
ხახვი ნებისმიერი ქვეყნის სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებადი პროდუქტია და მრავალი დაავადების სამკურნალო, ეფექტურ ბუნებრივ წამალსაც წარმოადგენს.
გაგიგონიათ ალბათ, შიშს დიდი თვალები აქვსო. რატომ? იმიტომ, რომ არ არსებობს ორგანული დაავადება, რომელზეც შიში მანკიერად არ მოქმედებს.