რამდენ მუტაციას იწვევს სიგარეტის მოწევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რამდენ მუტაციას იწვევს სიგარეტის მოწევა

დაგროვების შედეგია სიმსივნური პათოლოგიის განვითარება.

ლოს-ალამოსის ნაციონალური ლაბორატორიის მკვლევარებმა გაარკვიეს, მუტაციების რა რაოდენობა აღმოცენდება მწეველთა დნმ-ში ყოველდღიურად. წინათ ნაჩვენები იყო, რომ მოწევა ზრდის 17 სახის სიმსივნის განვითარების რისკს. ამჯერად მეცნიერებმა შეადარეს 2500 მწეველი ადამიანის სიმსივნური უჯრედების დნმ 1000 არამწეველისას. მათ შეძლეს სწორედ იმ მუტაციების იდენტიფიცირება, რომლებიც მოწევასთან იყო დაკავშირებული.

მათი გაანგარიშებით, 50 ღერი სიგარეტის მოწევა ფილტვის უჯრედებში ერთ მუტაციას იწვევს. მას, ვინც ყოველდღიურად ერთ კოლოფს ეწევა, ერთ წელიწადში ფილტვის უჯრედებში 150 მუტაცია უვითარდება, ხორხის უჯრედებში - 97 მუტაცია უგროვდება, ხახის უჯრედებში - 39, შარდის ბუშტის უჯრედებში -18, ღვიძლის უჯრედებში - 6. მეცნიერებმა ჯერ ვერ გაარკვიეს, მუტაციის რომელი ტიპია ყველაზე მეტად საშიში, თუმცა, ის, რომ მოწევა ზრდის სიმსივნური პათოლოგიის განვითარების რისკს - ცალსახაა.

სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ჯანმრთელობისათვის თითოეული მოწეული ღერი საზიანოა. მოწევაზე უარის თქმა ამცირებს ნაადრევი სიკვდილის რისკს. ეს დადასტურებულია კვლევით, რომელშიც 35 ათასმა მამაკაცმა მიიღო მონაწილეობა. მათ მეცნიერები 50 წელი აკვირდებოდნენ. კვლევამ აჩვენა, რომ მწეველები თანატოლებთან შედარებით 10 წლით ნაკლებს ცოცხლობდნენ.

თინათინ გოცაძე