წმინდა ნექტარიოსი ახლაც ყურად იღებს ტანჯულთა ლოცვებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წმინდა ნექტარიოსი ახლაც ყურად იღებს ტანჯულთა ლოცვებს

- ლავრიოში, წმინდა ნექტარიოსის სახელობის ტაძარში, წმინდანის სასწაულმოქმედი ხატი და წმინდა გერასიმეს ფაჩუჩი ბრძანდება, - მოგვითხრობს ქართველი ემიგრანტი ესმა ღონიაშვილი, - ტაძრის წინამძღვარი მამა ნექტარიოსია. ერთხელ მამა ნექტარიოსი მძიმედ გახდა ავად და სიკვდილს თვალებში ჩახედა. ამ დროს წმინდა ნექტარიოსი გამოეცხადა და უთხრა: შენი ადგილი ჯერ არ არის ცათა სასუფეველში, იყავი ადამიანებთან, მათ სჭირდებიო. ასე დაუბრუნდა გამოჯანმრთელებული მამა ნექტარიოსი წუთისოფელს. წმინდანმა მას კურნების მადლი მიანიჭა და ის დღესაც კურნავს მძიმე სენით, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულებს. საქართველოში წმინდა ნექტარიოსის სახელობის ტაძარი მხოლოდ ერთია - ის უწმინდესის ლოცვა-კურთხევით და წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ მამა გიორგი რაზმაძის ძალისხმევით რამდენიმე წლის წინ აშენდა ზაჰესის დასახლებაში.

პანორმიტის მთავარანგელოზ მიქაელის სასწაულმოქმედი ხატი

უწმინდესის ლოცვა-კურთხევით და საბერძნეთში, ათენის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ტაძარში დროებით მოღვაწე არქიმანდრიტის, მამა აბიბოს ტარიადისის ძალისხმევით, მისი მრევლის შემოწირულობებითა და ბერძენი მოსახლეობის შემწეობით ათონის მთაზე, წმინდა ქსენოფონტეს მონასტერში, მამა ლუკას ხელით დაიწერა კუნძულ სიმის პანორმიტის მონასტრის მთავარანგელოზ მიქაელის სასწაულმოქმედი ხატის ასლი, რომელიც შემოსილია მოოქრული ვერცხლის პერანგით. ხატი მამა აბიბოსმა უწმინდესს მიართვა მისი აღსაყდრების 33-ე წლისთავის აღსანიშნავად. ის თავად უწმინდესმა აკურთხა. ამჟამად ხატი დაბრძანებულია ყოვლადწმინდა სამების ტაძარში და მსურველებს საშუალება აქვთ, მისგან მადლი და წყალობა მიიღონ.

ხატის დედნის ისტორიას გვიამბობს მამა აბიბოსის სულიერი შვილი, ათენში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ეკა ღონიაშვილი: - მწირი ისტორიული ცნობებისგან განსხვავებით, ხალხური გადმოცემები მონასტრის დაარსების შესახებ საკმაოდ მდიდარია. ერთ-ერთი სარწმუნო ვერსიის თანახმად, ერთმა ღვთისმოსავმა ქალმა, მარია პროტენიუმ, პანორმიტში თავისი ნაკვეთის თოხნის დროს ხის ძირას მთავარანგელოზ მიქაელის პატარა ხატი იპოვა, მალვით წააბრძანა სახლში და ხატების კუთხეში დააბრძანა. მეორე დღეს ქალმა შეამჩნია, რომ ხატი გამქრალიყო. დამწუხრებული წავიდა ნაკვეთში სამუშაოდ და ხატი იმავე ადგილას იპოვა. მარიამ კვლავ წააბრძანა ხატი შინ, მაგრამ მეორე დღეს ის ისევ ძველ ადგილს დაუბრუნდა. ასე გამეორდა სამჯერ. მერე კი ქალმა სიზმარში ნათლით მოსილი მთავარანგელოზი მიქაელი იხილა. მთავარანგელოზმა სურვილი გამოთქვა, სამუდამოდ დარჩენილიყო პანორმიტში. ამის შემდეგ მორწმუნე ქალმა განაცხადა მომხდარის შესახებ და თანამემამულეების დახმარებით ხატის დასაბრძანებლად პატარა ეკლესია ააგო. მთავარანგელოზ მიქაელის სასწაულმოქმედი ხატი ტაძრის სამხრეთ კედელზე, გასასვლელის გვერდით, ხის მოძრავ, მოვარაყებულ კანკელზეა დაბრძანებული.


სასწაულები

- 2007 წელს დედას მკერდში ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა. დღითი დღე უარესად და უარესად ხდებოდა. ათენში გავუკეთეთ ოპერაცია, რასაც მოჰყვა ქიმიოთერაპია და სხვა პროცედურები. მკურნალობა რვა თვე გაგრძელდა. ექიმებმა დაგვარწმუნეს, რომ საშიშროებამ ჩაიარა. შინ დავბრუნდით, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ დედას მდგომარეობა ისევ გაუარესდა და კვლავ საავადმყოფოში დავაწვინეთ. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მეტასტაზები მთელ ორგანიზმს იყო მოდებული. ექიმებმა მას ორი თვის სიცოცხლე მისცეს. ჩემი უმცროსი და პანორმიტის მონასტერში წავიდა და მთავარანგელოზს დედის გადარჩენას შეევედრა. იმედით დაბრუნდა შინ და თან წამოიღო პატრუქი და ზეთი მონასტრის კანდელიდან. დედა ყოველდღე სასოებით ისვამდა ამ პატრუქით კანდელის ზეთს. რამდენიმე ხნის შემდეგ კომპიუტერული ტომოგრაფია გადაუღეს, რომელმაც აჩვენა, რომ სიმსივნე გამქრალიყო. ღვთისა და მთავარანგელოზის შეწევნით, დედა გამოჯანმრთელდა. როდესაც დედას ქიმიოთერაპიას უკეთებდნენ, კიდევ ერთი საოცარი რამ მოხდა: ჩვენი არყოფნის დროს ჩვენს აგარაკზე ხანძარი გაჩნდა. გაიგეს თუ არა ეს ამბავი, ჩვენები მაშინვე იქით გაეშურნენ, იქნებ რამე გადავარჩინოთო. სახლთან მეხანძრეები დახვდნენ - საბედნიეროდ, დროზე მისულიყვნენ და ხანძარი მანამდე ჩაექროთ, სანამ ცეცხლი იმ ოთახამდე მიაღწევდა, სადაც თხევადი აირით სავსე ბალონი და სხვა ადვილად წვადი ნივთები ეწყო. ასე გადაარჩინა მთავარანგელოზმა განადგურებას ჩვენი აგარაკიც და მეზობელი სახლებიც. ამაში დაგვარწმუნა სახლში ნაპოვნმა წიგნის ორმა ფურცელმა, რომელიც სასწაულებრივად გადარჩენოდა ცეცხლს. მათზე პანორმიტის მთავარანგელოზის სასწაულები იყო დაბეჭდილი. ამან მიგვახვედრა, რომ მთავარანგელოზს ესმოდა ჩვენი ლოცვა და იმედი ჩაგვისახა, რომ დედას გადაგვირჩენდა. სანამ ძალა მექნება, მუდამ ვემსახურები ჩემს დიდებულ მფარველსა და მხსნელს.

მოხდა სასწაული და რამდენიმე დღეში დავორსულდი

“ძვირფასო იეროთეოს, მოგიყვებით ჩემს ამბავს, რომელიც ჩვენი პანორმიტის სასწაულს უკავშირდება. ოთხი წელია, გათხოვილი ვარ და ამ ხნის განმავლობაში მე და ჩემი მეუღლე ვცდილობთ ვიყოლიოთ შვილები, მაგრამ ამაოდ. გავიდა ხანი და დავიწყეთ ანალიზების და ჩემთვის ძალიან მტკივნეული ოპერაციების კეთება. ბოლოს და ბოლოს ექიმები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ერთადერთი გამოსავალი ხელოვნური განაყოფიერება იყო. მეოთხე ცდაზე დავფეხმძიმდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ნაყოფი მომეშალა და ისე ცუდად გავხდი, კინაღამ მოვკვდი. სწორედ მაშინ მივმართე დახმარებისთვის ჩვენი პანორმიტის სასწაულმოქმედ ხატს და აღვუთქვი, რომ თუ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა, პანორმიტის მონასტერს მოვილოცავდი. მისი შეწევნით, სირთულეების გადალახვის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში, მონასტერში მოვედი. მაშინ თქვენ აღსარებაზე მიმიღეთ და მომეცით მთავარანგელოზ მიქაელის ხატის კანდელის ზეთი, რომელსაც მუცელზე ვისვამდი. მოხდა სასწაულთა სასწაული და რამდენიმე დღეში დავორსულდი. ჩემი ექიმიც ლაპარაკობს ამ სასწაულზე, რადგან ჩემი ორსულობის მეცნიერული ახსნა არ არსებობს. გარშემო მყოფები ამბობენ, რომ აღსარების შემდეგ ჩემი სიხარული გამოუთქმელი, ენით აუწერელი იყო... დიდ მადლობას გიხდით ცოდვების მიტევების ღვთიური საჩუქრისთვის. ასევე მინდა გითხრათ, რომ როდესაც, ღვთის შეწევნით, ჩვენი შვილი დაიბადება, მთავარანგელოზის სახელს დავარქმევთ და პანორმიტის მონასტერში მოვნათლავთ. გთხოვთ ილოცოთ ჩემი ორსულობის მშვიდობიანი დასრულებისთვის”.