ექსტრემალური სიტუაცია და პირველი დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ექსტრემალური სიტუაცია და პირველი დახმარება

 

ექსტრემალურ სიტუაციებში გადამწყვეტია სისწრაფე, მოვლენის სწორი აღქმა და გააზრება, ორგანიზებულობა, ყურადღების კონცენტრირება, ფსიქოლოგიური წონასწორობის, სიმშვიდის შენარჩუნება, ირგვლივ მყოფთა მობილიზება, რათა ერთიანი ძალით შეებრძოლონ საფრთხეს და მის ყველაზე საშინელ შედეგს - სიკვდილს.

მაშველი არ უნდა მიეცეს პანიკას, თვითონაც სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს და ირგვლივ მყოფებსაც იგივე მოსთხოვოს. რაც მთავარია, არ უნდა დაკარგოს დრო და გასაჭირში მყოფს გადაუდებელი დახმარება გაუწიოს.

ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან პიროვნული თვისებებით, ემოციური მდგომარეობით, ტემპერამენტით, აზროვნებით, რაც ექსტრემალურ სიტუაციაში თავისთავად მჟღავნდება. მგრძნობიარე და ემოციური ადამიანი ასეთ დროს ხშირად იბნევა, ღელავს, უჭირს მობილიზება, ყურადღების კონცენტრაცია, რის გამოც კარგავს სწრაფი მანევრირების უნარს. როცა ვისიმე სიცოცხლე საფრთხეშია, პასუხისმგებლობა ასეთმა ადამიანმა არ უნდა იკისროს.

მაშველის ფაქტორთან ერთად მნიშვნელოვანია თვით დაზარალებულის ფაქტორიც. თუ ექსტრემალურ სიტუაციაში ადამიანს გონება არ დაუკარგავს ან უეცრად მოვიდა გონს, ის შესაძლოა დაეხმაროს თავის მშველელს. ამ შემთხვევაში პირველი სამედიცინო დახმარება საგრძნობლად გაადვილდება და დროც ნაკლები დაიკარგება. მაგრამ თუ დაშავებული პანიკაში ჩავარდა, შესაძლოა, ხელიც კი შეუშალოს მისთვის დახმარების გაწევის მსურველს. ამიტომ მაშველი ყველანაირად უნდა შეეცადოს მის დაწყნარებას, დარწმუნებას, რომ საშიშროებამ ჩაიარა, ყველაზე უარესი უკან დარჩა.

საფრთხე თან სდევს ჩვენს ცხოვრებას. ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც არ მოხვედრილა ისეთ სიტუაციაში, როცა ვიღაცას მისი დახმარება დასჭირვებია, ამიტომ პირველი სამედიცინო დახმარების ჩვევები ყველას უნდა ჰქონდეს.

წინათ ჩვენს სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში, დაწესებულებებსა თუ საწარმოებში ასწავლიდნენ პირველი სამედიცინო დახმარების წესებს, არსებობდა წითელი ჯვრის საზოგადოებები, სპეციალურად მომზადებული რაზმები, რომლებიც, სამწუხაროდ, აღარ არსებობს. უბედური შემთხვევებისთვის მომზადებული ადამიანებიც ძალიან ცოტაა, მაშინ როცა განვითარებულ ქვეყნებში არსებობს შესანიშნავი სამაშველო სამსახურები (მაგალითად, მსოფლიოში ცნობილი 911), რომელთაც გავლილი აქვთ საუკეთესო სწავლება და მომზადებულნი არიან ნებისმიერი ექსტრემალური სიტუაციისთვის, განსაკუთრებით სახიფათო და საგანგებო მდგომარეობაშიც კი არაჩვეულებრივ სისწრაფეს, ორგანიზებას, მობილიზებას, უსწრაფესი მანევრირების უნარს ავლენენ და შეიძლება ითქვას, სასწაულებს ახდენენ. ასეთივე პროფესიონალიზმს ამჟღავნებენ პოლიციელთა რაზმებიც, რომლებიც ექიმებს შესაშურ თანაშემწეობას უწევენ.