პირველი დახმარება საგანგებო მდგომარეობათა დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პირველი დახმარება საგანგებო მდგომარეობათა დროს

კოლაფსის დროს ქვეითდება და ითრგუნება არა მხოლოდ სისხლძარღვოვანი ტონუსი, არამედ ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციობაც. ეს გასაგებიც არის - ამ დროს ხომ ორგანიზმში სისხლის გადანაწილება ხდება: მუცლის ღრუს ორგანოთა სისხლძარღვები სისხლით გადაივსება, მაშინ როცა ტვინის, კუნთებისა და კანის სისხლძარღვებში სისხლის დეფიციტია. მასიური სისხლდენისას განვითარებული კოლაფსის დროს სისხლის ნაკლებობას მთელი ორგანიზმი განიცდის. კოლაფსი განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში. კოლაფსის დროს ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა ერთბაშად უარესდება: ადამიანი ფითრდება, თვალები უცვივდება, სახის ნაკვთები უმკვეთრდება, სხეულზე ცივი წებოვანი ოფლი ასხამს, ტუჩები ულურჯდება, კიდურებს კი ცისფერი და მარმარილოსებრი ელფერი ედება. კოლაფსის დროს სხეულის ტემპერატურა ეცემა, სუნთქვა ხშირდება და ზედაპირული ხდება, პულსი ჩქარდება და, როგორც წესი, სუსტი ავსებისაა, ანდა საერთოდ არ ისინჯება. ზოგჯერ უნებლიე შარდვა და დეფეკაციაც ვითარდება. კოლაფსის დროს ადამიანი მოდუნებული, მოშვებულია, გონება დაბინდული აქვს, ზოგჯერ გონს კარგავს.

პირველი დახმარება

კოლაფსის დროს დაუყოვნებლივ უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება, მის მოსვლამდე კი თავად დაეხმაროთ ავადმყოფს. ის უნდა დააწვინოთ უბალიშოდ; ქვედა კიდურები და სხეულის ქვედა ნაწილი რამდენადმე წამოუწიოთ; შეასუნთქოთ ნიშადურის სპირტი (უკიდურეს შემთხვევაში - ძმარი ან ოდეკოლონი); შეუხსნათ საყელო, უზრუნველყოთ სუფთა ჰაერის მიწოდება; სხეული გაუთბოთ თბილი (და არა ცხელი) სათბურებით; თუ გონი არ დაუკარგავს, დაალევინოთ ცხელი ყავა ან ჩაი; კიდურები დაუზილოთ სპირტით (თუ არ გაქვთ - არყით ან ძმრით). საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ კუნთში შეუყვანოთ ერთი ამპულა კოფეინი ან ეფედრინი. გახსოვდეთ, კოლაფსის მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია, ამიტომ პირველი დახმარების აღმოჩენისთანავე ის კლინიკაში უნდა გადაიყვანოთ.

პირველი დახმარება შოკური მდგომარეობის დროს

ზოგადი მიმოხილვა

შოკი არის ორგანიზმის მძიმე ზოგადი რეაქცია, განვითარებული ზეძლიერი გამღიზიანებლის, განსაკუთრებით კი ტკივილის საპასუხოდ. მისთვის დამახასიათებელია ნერვული, ენდოკრინული, სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის სასიცოცხლო მნიშვნელობის სისტემათა ფუნქციობისა და ნივთიერებათა ცვლის მოშლა. განასხვავებენ ალერგიულ, ინფექციურ-ტოქსიკურ, დამწვრობით, ტრავმის შემდგომ (ყველაზე ხშირია) და მასიური სისხლდენის შედეგად განვითარებულ შოკს. შოკი პრაქტიკულად ყოველთვის ვითარდება თავის, მკერდის, მუცლისა და მენჯის ღრუს, ქვედა კიდურების მრავლობითი დაზიანებისა და მასიური დამწვრობის დროს. შოკის საწყის ფაზაში ადამიანი აღგზნებულია, ფერმკრთალი, ხშირად ვერც კი აცნობიერებს თავისი მდგომარეობის სიმძიმეს, ზოგჯერ წამოხტება ხოლმე და გაქცევას ცდილობს. მოგვიანებით, გონი რომც არ დაკარგოს, მეტისმეტად დათრგუნულია, გამოთიშულია გარე სამყაროს, რეაქცია მკვეთრად უქვეითდება ან სრულიად უქრება. შოკში მყოფ ადამიანს სახე გაფითრებული აქვს, ნაკვთები - გამოკვეთილი (რამდენადმე წაწვეტებული), კანი - ცივი, ცივი ოფლით დაცვარული, ტემპერატურა - საგრძნობლად დაქვეითებული; განიცდის დაუოკებელ წყურვილს, პულსი და სუნთქვა გახშირებული და ზედაპირული აქვს.


პირველი დახმარება

შოკში მყოფი ადამიანის დასახმარებლად დაუყოვნებლივ ვიძახებთ სასწრაფო დახმარებას, მანამდე კი ვუწევთ პირველ დახმარებას: ვათავისუფლებთ იმ ზეძლიერი გამღიზიანებლისგან, რომლის ზემოქმედებამაც შოკი გამოიწვია (ანუ შეძლებისდაგვარად ვაცილებთ ტრავმის გამომწვევ ფაქტორს, მაგალითად, ვუქრობთ ცეცხლს ტანსაცმელზე, თუ მძიმე საგნის ქვეშ არის მოყოლილი - გამოგვყავს და ა.შ), ვუჩერებთ გარეგან სისხლდენას, თუ დაშავებული (მაგალითად, მოტეხილი) აქვს კიდური, ვახდენთ მის იმობილიზაციას, პირის ღრუს ვუთავისუფლებთ სისხლის კოლტებისა და ამონაღები მასისგან, საჭიროების შემთხვევაში ვუტარებთ ხელოვნურ სუნთქვას, გულის არაპირდაპირ მასაჟს, ვასმევთ წყალს, თუ სურს, ვაწვდით საკვებსაც.

პირველი დახმარება გულის უკმარისობის დროს

ზოგადი მიმოხილვა

გულის უკმარისობა ორგანიზმის ისეთი მდგომარეობაა, როდესაც გული ვერ უმკლავდება თავის ფუნქციას, ვერ უზრუნველყოფს ორგანოებისა და ქსოვილების სისხლით სათანადო მომარაგებას ანუ ვერ აწვდის მათ საკმარისი რაოდენობის ჟანგბადს. გულის უკმარისობა გულის თავისთავადი დაავადება არ არის; ის ამა თუ იმ ფაქტორით გამოწვეულ გულის კუნთის სისუსტეზე მეტყველებს (ამ ფაქტორებიდან აღსანიშნავია ჰიპერტონია, გულის მანკები, თირკმლის პათოლოგიები და სხვა). გულის უკმარისობის მქონე პაციენტებს უმეტესად მისი ქრონიკული ფორმა აღენიშნებათ და ამა თუ იმ დიაგნოზით ყოველთვის გადიან მკურნალობას სტაციონარსა თუ პოლიკლინიკაში, თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც გულის უკმარისობა მწვავედ მიმდინარეობს. ასეთ დროს ადამიანს სასწრაფო დახმარება სჭირდება. ყველაზე ხშირად ვითარდება მწვავე მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობა, რომელიც ვლინდება როგორც გულის ასთმა. მას ხშირად ფილტვების შეშუპებაც ახლავს თან. ეს არის გულ-სისხლძარღვთა სისტემის და სხვა დაავადებათა მძიმე გართულება. გულის უკმარისობის მწვავე ფორმის დროს, მისი განვითარების ადრეულ ეტაპზე, სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში სისხლი გუბდება, რაც ფილტვების შეშუპებას იწვევს. ამგვარად, გულის უკმარისობასთან ერთად მწვავე ფილტვისმიერი უკმარისობაც ვითარდება, ამიტომ ასეთ დროს, ჩვეულებრივ, ფილტვ-გულის უკმარისობაზე საუბრობენ. ეს არის ორგანიზმის მძიმე მდგომარეობა, როდესაც ადამიანი უეცრად გრძნობს ჰაერის უკმარისობას, ქოშინსა და ჩასუნთქვის გაძნელებას (გულის ანუ კარდიული ასთმისგან განსხვავებით, ბრონქული ასთმის დროს ადამიანს უჭირს არა ჩასუნთქვა, არამედ ამოსუნთქვა). თუ ასეთ დროს ადამიანს სათანადო დახმარება არ გაეწია, იწყება ფილტვის ალვეოლების სითხით ავსება, რაც აფერხებს მათში აირთა ცვლას, შედეგად კი ჟანგბადოვან შიმშილს ვიღებთ. ავადმყოფს სულ უფრო მეტად არ ჰყოფნის ჰაერი და იღებს იძულებით პოზას - წამოჯდება. გულის მწვავე უკმარისობის დროს შესაძლოა მცირე ხნით გონიც დაკარგოს. არც კოლაფსის განვითარებაა გამორიცხული. გულის მწვავე უკმარისობა უმეტესად ღამით ვითარდება. ადამიანს უეცრად აღვიძებს ჰაერის უკმარისობა და ლოგინში წამოჯდომას აიძულება. ქოშინი სულ უფრო ძლიერდება, ერთვის ხველა თეთრი ქაფიანი ნახველით. ზოგჯერ ნახველს ალისფერი სისხლი ერევა. ადამიანს სისუსტე ეუფლება, მოუსვენრობა იპყრობს, სხეულზე ცივი წებოვანი ოფლი ასხამს, კანი მორუხო-მოლურჯო უხდება. ყველაზე მკვეთრად ულურჯდება ტუჩები. თუ პროცესი ფილტვების შეშუპებაში გადაიზარდა, მდგომარეობა უფრო მეტად მძიმდება, სიმპტომები მძაფრდება, კისრის ვენები იბერება და ქოშინს სულხუთვა ცვლის.

პირველი დახმარება

გულის მწვავე უკმარისობის ძირითადი ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება, მით უფრო, რომ ის ხშირად მიოკარდიუმის ინფარქტის მთავარი სიმპტომია. მანამდე კი ავადმყოფს აუცილებლად უნდა გავუწიოთ პირველი დახმარება. ამისთვის ის ნახევრად უნდა წამოვსვათ, ზურგს უკან ამოვუდოთ ორი-სამი ბალიში, შეიძლება დავსვათ კიდეც, თუნდაც მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტონიის) დროს - ასეთ პოზაში "ზედმეტი" სისხლი მუცლის ღრუს ორგანოებსა და ქვედა კიდურებში გადანაწილდება და გულმკერდის ღრუში მისი მოცულობა მცირდება. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში დროებით შეიძლება ჟგუტიც გამოვიყენოთ. ის პაციენტს ბარძაყზე უნდა გადავუჭიროთ 5-10 წუთის ჯდომის შემდეგ, როდესაც სისხლი სხეულის ქვედა ნაწილებში მაქსიმალურად გადანაწილდება. აუცილებელია ოთახის განიავება, რათა ავადმყოფმა ჟანგბადით მდიდარი ჰაერით ისუნთქოს. თუ გვაქვს, კარგი იქნება ჟანგბადის ბალიშის მიწოდებაც. გარდა ამისა, ენის ქვეშ უნდა დავუდოთ ნიტროგლიცერინი ან მისი რომელიმე ანალოგი. რეკომენდებულია აგრეთვე ვენაში 0,3-0,5 მლ სტროფანტინის 0,05 %-იანი ხსნარის შეყვანა. გულის უკმარისობის დროს ავადმყოფს სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია სჭირდება. ის აუცილებლად უნდა მოთავსდეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც სათანადო დახმარებას გაუწევენ. სამკურნალო დაწესებულებაში ის მჯდომარე ან ნახევრად მჯდომარე უნდა გადავიყვანოთ.